x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა გადაწყვიტა პენისის გადიდება შტანგის დისკის დახმარებით და....
image

მამაკაცმა გადაწყვიტა პენისის გადიდება შტანგით ვარჯიშებით და შედეგად კინაღამ მამაკაცური ღირსების გარეშე დარჩა . ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალი Urology Case Reports იტყობინება.


24 წლის ფიტნესის მწვრთნელმა ინდოეთიდან გადაწყვიტა პენისის „გაბერვა“ ძალოვანი ვარჯიშის საშუალებით. მან სამკილოგრამიანი შტანგის დისკის ხვრელში ჩადო არაერეგირებული პენისი და დაიწყო მისი სტიმულირება. მსუბუქ ერექციასთან ერთად ტკივილიც გაძლიერდა, მაგრამ მამაკაცი მაინც არ შეჩერდა. ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა, პენისმა კი შეშუპება დაიწყო და მალე ისეთ ზომამდე გასივდა, რომ ერექციის გაქრობის შემდეგაც კი შეუძლებელი გავდა დისკის ხვრელიდან მისი გამოღება.


პანიკაში ჩავარდნილი ინდოელი ნათესავებს დაუკავშირდა, რომლებიც მას საავადმყოფოში გადაყვანაში დაეხმარნენ. იქ ექიმები ცდილობდნენ დისკის ამოღებას საანესთეზიო გელის გამოყენებით, თუმცა როდესაც ამ მეთოდმა არ გაამართლა მათ გადაწყვიტეს შეშუპების შემცირება ინექციით, მაგრამ არც ამან იმოქმედა. შედეგად მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ჩაუტარდა. მცირე ჭრილობა დაეხმარა ქირურგებს ზედმეტი სითხის გამოდევნაში.შედეგად დისკი ამოიღეს. მამაკაცი კი მეორე დღესვე გაწერეს საავადმყოფოდან.



სამედიცინო პრაქტიკაში ასეთ შემთხვევებს პენისის სტრანგულაციას (დახრჩობას) უწოდებენ. ეს ჩვეულებრივ ხდება სექსუალური სიამოვნების გაძლიერების მცდელობის ან ფსიქიკური აშლილობის გამო. სტრანგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, სისხლძარღვების დაზიანება და ქსოვილის ნეკროზი. ასეთი შემთხვევებისთვის უნივერსალური გამოსავალი არ არსებობს, ზოგჯერ ერთადერთი გამოსავალი არის ამპუტაცია.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის მცხოვრებმა პოლიციას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მეზობელმა ჩხუბის დროს პენისზე უკბინა. კაცები თხების გამო წაიჩხუბნენ.



სხვა მსგავსი სიახლეები იხილე <<ამ ბმულზე>>

2
317
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
317
  
2023, 29 სექტემბერი, 16:49
შტერი ცოდოოოოოო
2023, 28 სექტემბერი, 22:40
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 2