x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რას ულოცავს ირანული ყოველდღიური გამოცემა ისრაელს ?
image

Iran Newspaper ითვლება სახელმწიფო ისლამური რესპუბლიკის სააგენტოს ოფიციალურ ყოველდღიურ გამოცემად.



ირანულმა გაზეთმა Iran Newspaper-მა მკითხველს 1000 ისრაელელის გარდაცვალება მიულოცა. სახელმწიფო გამოცემის პოსტი სოციალურ ქსელ X (Twitter) გამოქვეყნდა.


„სიონისტური რეჟიმის მედიამ განაცხადა, რომ წინააღმდეგობის ძალების ამ რეჟიმზე თავდასხმის შედეგად დანაკარგებმა 1000 ადამიანს მიაღწია! - ნათქვამია გამოცემაში.


image



ირანის გაზეთი ითვლება სახელმწიფო ისლამური რესპუბლიკის სააგენტოს (IRNA) ოფიციალურ ყოველდღიურ გამოცემად.



სულ მცირე 260 ადამიანი დაიღუპა შაბათ-კვირას ღაზას საზღვრის მახლობლად მუსიკალურ ფესტივალზე თავდასხმის შედეგად.



ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ჰამასელი ბოევიკები გასართობად მისულ ახალგაზრდებს ესროდნენ. ფესტივალის ვიზიტორები 20-30 წლის არიან.



შეგახსენებთ, რომ ფესტივალის მონაწილეები ყვებოდნენ, თუ როგორ გარბოდნენ ჰამასიდან ხუთი საათის განმავლობაში ბუჩქებში. ბოევიკების თავდასხმას გადარჩენილებმა მოგვიანებით გამოაქვეყნეს ვიდეოები სოციალურ მედიაში, თუ როგორ იყვნენ დამალულიყვნენ ბუჩქების ქვეშ და ჩუმად წერდნენ გამოსამშვიდობებელ მესიჯებს საყვარელ ადამიანებს.

0
318
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0