x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მედვედევი გამოეხმაურა "ჰამასის" შეტევას ისრაელზე და დაადანაშაულა შეერთებული შტატები
image
რუსეთის ფედერაციის ექს-პრეზიდენტი თვლის, რომ ისრაელში სამხედრო მოქმედებებს შეერთებული შტატები ხელმძღვანელობდა, რომელსაც აქვს „მანიაკალური ვნება“ შექმნას კონფლიქტები პლანეტის ყველა კუთხეში.



რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან ყველაფერში აშშ დაადანაშაულა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა 7 ოქტომბერს დილით ტელეგრამის არხზე დაწერა.



„ჰამასსა და ისრაელს შორის სამხედრო შეტაკებების დაწყება ომის დაწყებიდან 50 წლისთავის დღეს არის მოვლენა, რომელიც მოსალოდნელი იყო. ნაცვლად იმისა, რომ აქტიურად ემუშავათ. პალესტინა-ისრაელის ურთიერთობის რეგულირებაზე, ეს იდიოტები დაგვიპირისპირდნენ ჩვენ და ნეონაცისტებს ეხმარებიან, უნდათ ერთმანეთს დააჯახონ ორი ახლობელი ერი.“- წერს მედვედევი.



მან დასძინა, რომ კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინას შორის ათწლეულებია გრძელდება და შეერთებული შტატები იქ მთავარი მოთამაშეა.




"რას შეუძლია შეაჩეროს ამერიკის მანიაკალური ვნება, გააღვივოს კონფლიქტები პლანეტის ყველა კუთხეში? მხოლოდ შესაძლო სამოქალაქო ომს შეერთებულ შტატებთან ახლოს."- ვარაუდობს რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი.



შეგახსენებთ, რომ ისლამურმა ბოევიკებმა ისრაელის მიმართულებით 2200-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის სამხრეთით, ღაზას სექტორის საზღვართან, ისრაელებსა და ჰამასის ბოევიკებს შორის ბრძოლა გრძელდება.

0
312
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0