x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: "ჰამასელი" ბოევიკების პიკაპში მწოლიარე ქალი იდენტიფიცირებულია
image
30 წლის ტატუს მხატვარი შანი ლუკი მისი ტატუითა ამოიცნეს. ის ისრაელში მშვიდობის მხარდასაჭერად მუსიკალურ ფესტივალზე ჩავიდა და ნათესავები ამბობენ, რომ კოშმარს განიცდიან, მაგრამ კარგი ამბების იმედი აქვთ.




ქალი, რომელიც ჰამასის ბოევიკებმა აღლუმზე გაატარეს მანქანით, იდენტიფიცირებული იქნა, როგორც 30 წლის ტატუს მხატვარი შანი ლუკი, რომელიც ისრაელში ჩავიდა გერმანიიდან. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.



ის ტერორისტებმა მშვიდობის მუსიკალური ფესტივალის დროს დაიჭირეს ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის შედეგად, რომლის შედეგადაც 480 დაიღუპა, ხოლო, დაშავდა 3200-მდე.



image


ადრე გამოქვეყნებულ ვიდეოში გოგონა მანქანაში იწვა, ფეხი არაბუნებრივად ჰქონდა გადაგრეხილი და შესაძლოა მოტეხილი. ტერორისტები იქვე ისხდნენ, მხარდამჭერთა გახარებული ბრბო კი დარბოდა და აფურთხებდა მას.


ჰამასის მებრძოლები აცხადებდნენ, რომ ის ისრაელელი ჯარისკაცი იყო, მაგრამ წუხელ მისმა ბიძაშვილმა თომასინა ვეინტრაუბ-ლუკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახლობლებმა მისი იდენტიფიცირება ტატუსა და გამორჩეული ვარცხნილობის მიხედვით მოახდინეს.


image



"ჩვენ არაფერი არ ვიცით. ​​კარგი ამბების იმედი გვაქვს, ეს ნამდვილად შანია. ის მუსიკალურ ფესტივალზე მშვიდობის მხარდასაჭერად მოვიდა. ეს ჩვენი ოჯახის კოშმარია."- თქვა ნათესავმა.



ტრაგედია პალესტინელი ბოევიკების ყველაზე დიდი თავდასხმის ფონზე მოხდა. თავდამსხმელები შემოვიდნენ ხმელეთით, ზღვით და დელტაპლანებითაც.


ხალხს ქუჩებში იჭერდნენ და ღაზაში გადაჰყავდათ, ან ადგილზე კლავდნენ.




მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც გერმანელი ტურისტი ესწრებოდა, ტერორისტული ჯგუფის ერთ-ერთი პირველი სამიზნე გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ათობით ადამიანი ადგილზე დაიღუპა და ბევრი მძევლად აიყვანეს.


image




დაღუპული ისრაელის ცხედრები შუშის ნამსხვრევებით იყო დაფარული ღაზას სექტორის გვერდით მდებარე ქალაქ სდეროტის ქუჩებში.


"მე წავედი, დავინახე ბევრი ტერორისტების გვამი, მშვიდობიანი მოქალაქეები, დამსხვრეული მანქანები. ცხედრების ზღვა, თავად სდეროტში, გზებზე, სხვა ადგილებში, ცხედრების გროვაა."- თქვა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.



0
635
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
635
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0