x
image
ქეთი1988
Mediator image
ცნობილი ფილმები, სადაც მსახიობებმა იმპროვიზაციას მიმართეს თამაშისას და ამან გაამართლა კიდეც

ზოგჯერ სპონტანური ქმედებები იმდენად წარმატებული გამოდის, რომ დაგეგმილ ქმედებებს ჩრდილავს. ეს ხშირად ხდება გადასაღებ მოედანზე. აქ მოცემულია თვალსაჩინო მაგალითები იმისა, თუ როგორ შეიძლება დაწერილი სცენარიდან გადახვევამ ფილმი უკეთესი გახადოს:image

1. ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო

ამ სცენის გადაღება შეიძლებოდა ტრაგიკულად დასრულებულიყო, რომ არა ვიგო მორტენსენის შესანიშნავი რეაქცია. ორკის შემსრულებელ მსახიობს დანა ხელიდან გაუვარდა და რეალურად არაგორნისკენ გაფრინდა. ვიგომ როგორღაც სასწაულებრივად მოახერხა მისი მოგერიება ხმლით. იარაღებით ვარჯიში უშედეგო არ ყოფილა და ფილმი კიდევ ერთი მაგარი მომენტით გამდიდრდა.image


2. ბნელი რაინდი

იყო ტექნიკური ხარვეზი და ჯოკერის მიერ საავადმყოფოში მოწყობილი აფეთქებების სერია მოულოდნელად შეჩერდა. რომ არა ჰიტ ლეჯერის ბრწყინვალე იმპროვიზაცია, ეს სცენა დიდი ალბათობით ფილმში არ გამოჩნდებოდა, ეადგან ძალიან ძვირი დაჯდებოდა მსგავსი ცეცხლოვანი შოუს კიდევ ერთხელ მოწყობა.image

3. შურისმაძიებლები

რობერტ დაუნი უმცროსი ისე შეეჩვია რკინის კაცის როლს, რომ მას თავისი ჩვევები გადასცა. მათ შორის გარკვეული საჭმლის გამუდმებით ჭამა. სცენა, რომელშიც სტარკი კაპიტან ამერიკას სასუსნავს სთავაზობს სცენარში ნამდვილად არ ყოფილა.image

4. გალაქტიკის მცველები

რეჟისორ ჯეიმს განის თქმით, კრის პრატს უსასრულობის ქვა ხელიდან გაუვარდა არა იმიტომ, რომ ასე სცენარიში ეწერა, არამედ იმის გამო, რომ თავად მოუხერხებელია. მიუხედავად ამ კონფუზისა კრისი როლიდან არ გამოსულა და სცენის დატივება გადაწყვიტეს. image

5. კაზინო როიალი

პლაჟის სცენას იღებდნენ და გეგმის მიხედვით, წყლიდან, როგორც ბონდიანას შეეფერება, ლამაზმანი უნდა გამოსულიყო. მაგრამ შემდეგ, "კამერის წინ" დანიელ კრეიგი მოხვდა საცურაო კოსტიუმით. ის იმდენად ეპიკურად გამოვიდა ნაპირზე, რომ გადაწყვიტეს სცენარის ოდნავ შეცვლა. შემდეგ კი ეს საცურაო კოსტიუმი აუქციონზე 72 ათას დოლარად გაიყიდა.image

6. ინდიანა ჯონსი: დაკარგული კიდობანის ძიებაში

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ინდიანას და მისი მოწინააღმდეგის დაპირისპირება იარაღით გაჭიანურებული და დაძაბული იქნებოდა. მაგრამ იმ დღეს, როდესაც სტივენ სპილბერგი გეგმავდა ამ სცენის გადაღებას, ჰარისონ ფორდი ავად გახდა. რეჟისორმა გადაწყვიტა, განრიგი არ დაერღვია და ბოროტმოქმედს წამებში მოუღო ბოლო. შედეგად ძალიან იუმორისტული მომენტი გამოვიდა.image

7. ჯანგო

ლეონარდო დიკაპრიომ ამ სცენაში ჭიქა იმდენად ძლიერად დადგა მაგიდაზე, რომ ის ნამსხვრევებად იქცა და მსახიობს ხელი გაეჭრა, მიუხედავად ამისა, დიკაპრიო როლიდან არ გამსულა და კვენტინ ტარანტინოსაც არ უჩქარია გადაღების შეჩერება. image

8. ეჭვმიტანილები

კოლექტიური სიცილი ამ სცენაში არ ყოფილა გათვლილი. საქმე იმაშია, რომ ბენისიო დელ ტორომ გადაღებების დროს ზედიზედ რამდენჯერმე მოუწია ჰაერის გაფუჭება. ამიტომ გაბრიელ ბირნი ცხვირზე ხელს იფარებს.image

9. პირველი შურისმაძიებელი

მსახიობ ჰეილი ეტველს იმდენად მოეწონა კაპიტანი ამერიკას სხეული, კრის ევანსს მკერდზე შეეხო იმისდა მიუხედავად, რომ სცენარში ეს არ ეწერა. რეჟისორს მოეწონა ეს ჟესტი და ის საბოლოო ვერსიაში შევიდა.image





0
87
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0