x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134668
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508864
გაჩვენებთ, როგორ მზადდება სწრაფი მომზადების ატრია, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ
ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგისინჯავთ სწრაფი მომზადების ატრია (ლაფშა). ამ პროდუქტის სარგებელსა და მავნებლობაზე დაუსრულებლად შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ ზოგჯერ ძალიან გვინდა მივირთვათ არომატული ულუფა, რომელიც რამდენიმე წუთში მზადდება.


ეს კერძი გამოიგონა იაპონელმა ბიზნესმენმა ანდო მომოფუკიმ ჯერ კიდევ 1958 წელს და უწოდა Chikin Ramen (სახელი მომდინარეობს ტრადიციული კერძიდან, რომელიც ატრიით და ქათმით მზადდება).


image

პროდუქტი იმდენად პოპულარული გახდა, რომ 2020 წელს იაპონიამ მე-20 საუკუნის მთავარ გამოგონებად სწრაფი მომზადების ატრია დაასახელა! დღეს გაჩვენებთ როგორ მზადდება სწრაფი მომზადების ატრია სამხრეთ კორეის ქარხანაში. ვიდეოს იუთუბ არხი Yummy Yammy ავრცელებს.


აი, აქ იწყება ატრიის მომზადების მთელი ჯადოქრობა.


image

ქათმის ნატურალურ ბულიონს ასხამენ მარილწყლით სავსე კასრში.

image

ინგრედიენტების სრულად შერევამდე სითხეს კარგად ურევენ.

image

შემდეგ ქათმის მარილწყალს უმაღლესი ხარისხის ფქვილს უმატებენ და ურევენ.

image

მზა ცომს ამოსასვლელად კამერაში გზავნიან.

image

გარკვეული დროის შემდეგ ცომის ტენიანობის პროცენტს ზომავენ.

image

სიტყვაზე, ცომს არაერთგვაროვანი ტექსტურა აქვს და ფხვიერი გამოიყურება. თუმცა მის სტრუქტურას სწორი სიმკვრივე და პლასტიურობა აქვს, რომ გაბრტყელებისას მთლიანობა შეინარჩუნოს.


მზა ცომი გასაბრტყელებელ დანადგარში ხვდება.

image

პროცესის დასაწყისში ცომის სისქე ზუსტად 1 სმ–ია.

image

ლილვის და პრესის ქვეშ მრავალსაფეხურიანი გაბრტყელების შემდეგ ცომის სისქე მხოლოდ 1 მმ რჩება.


გაბრტყელების შემდეგ ცომი მოგრძო საჭრელ კვანძზე ხვდება.

image

ახლა საუკუნის საიდუმლოს გაგიმხელთ: როგორ იღებენ ატრიის კულულებს? სინამდვილეში, ყველაფერი მარტივია, ვიდრე გგონიათ. ჭრის პროცესში ერთი პირი უფრო ნელა მოძრაობს, ვიდრე დანარჩენი. ამის გამო ატრია იჭმუჭნება და ტალღოვან ფორმას ქმნის. საქმე დახურულია!


სხვათა შორის, ატრიის ეს ფორმა უმიზეზოდ არ გამოუგონიათ.

image

ატრიას ასეთ ცნობად ფორმას სპეციალურად აძლევენ, რომ მისი მოხარშვა და ჭამა გაადვილდეს.


დაჭრილი ატრია იგზავნება ბაროკამერაში ორთქლზე დასამუშავებლად სრულად მომზადებამდე.

image

მოხარშული ატრია ფორმებში თავსდება.

image

ისევ მარილწყალს ასხამენ.

image

ახლა ფრიტიურში შესაწვავად აგზავნიან.

image

ატრიის ზეთში შეწვა წარმოებაში ერთ–ერთი მთავარი მომენტია.

image

შეწვის წყალობით ატრია იძენს ფოროვან სტრუქტურას, რაც სწრაფად მოსამზადებელს ხდის. ცხელი წყალი ატრიას შიგნიდან აორთქლებს, მოცულობაში ზრდის და არბილებს.


კონვეიერზე ატრია სტანდარტის და ხარისხის კონტროლს გადის.

image

ლითონის წონების დახმარებით შორდება ზედმეტობები, რომელიც ბრიკეტიდან ამოწეულია. ასე მზა პროდუქტი იდეალურ ფორმას იძენს.


ყველა მანიპულაციის შემდეგ ატრია შესაფუთ საამქროში გადადის.

image

აქ იკვრება სრული ნაკრები: ატრია, ბულიონი, ხმელი ბოსტნეული. რაც დამახასიათებელია კონკრეტული წარმოებისთვის. ხორცის ბულიონი ნატურალური ძვლებიდან იხარშება, ახალი ბოსტნეული პირდაპირ ქარხანაში სუბლიმირდება, ხორცის სოუსი ნატურალური ხორცისგან მზადდება.


რა თქმა უნდა, სხვადასხვა წარმოება განსხვავდება: ზოგი იყენებს ქიმიურ სანელებლებს, სხვები ნატურალური წარმოებისკენ მიისწრაფვიან, რამდენადაც შესაძლებელია.


მიღებული ნაკრები შესაფუთ ლენტაზე გადადის.

image

აქ მზა პროდუქტი ფასოვდება.

image

აქედან უკვე მაღაზიის თაროზე ხვდება.

image

გემრიელად მიირთვით!

image



ასევე დაგაინტერესებთ:

1. მეცნიერები გაფრთხილებთ: პოპულარული საკვები და სასმელი სიმსივნით სიკვდილის რისკს 30%–ით ზრდის

2. სტრესს ხსნის და გემო დიდხანს რჩება: რატომ გვიყვარს ჩიფსის და ვაშლის ხრაშუნი

3. 10 ჩვენთვის ჩვეული პროდუქტი, რომლებიც სხვა ქვეყნებში აკრძალულია

4. პროდუქტები უჩვეულო გემოთი, რომლებიც სხვა ქვეყანაში იყიდება

5. 7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ

6. 14 უცნაური გემოს კომბინაცია, რომელთა გასინჯვას ვერასდროს გაბედავდით და სულ ტყუილად

7. როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში

8. გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე!

9. პროდუქტი, რომლებიც მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ

10. 5 გემრიელი და სასარგებლო დესერტი გრამი შაქრის გარეშე

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
287
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
287