x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
მეცნიერები გაფრთხილებთ: პოპულარული საკვები და სასმელი სიმსივნით სიკვდილის რისკს 30%–ით ზრდის
ახალი მასშტაბური კვლევის თანახმად, სასიკვდილო სიმსივნის განვითარების რისკი იზრდება ადამიანებში, რომლებიც დიდი რაოდენობით პოპულარულ საკვებს და სასმელს მოიხმარენ.


დიდი ხანია ცნობილია, რომ საუზმის ფანტელები, გაზიანი სასმელები და ნახევრად მზა პროდუქტები ბევრ მარილს, ცხიმს, შაქარს და ხელოვნურ დანამატებს შეიცავს.


image

ვიცით, რომ ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღება იწვევს სიმსუქნეს, მე-2 ტიპის დიაბეტს და გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს.



კიდევ ერთი მტკიცებულება გამოჩნდა, რომ ეს პროდუქტები სასიკვდილო კიბოს განვითარებას ხელს უწყობენ.


დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა ჩაატარეს ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელშიც შეისწავლეს 200 000 საშუალო ასაკის ზრდასრული ადამიანის დიეტა.


image

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერთა ჯგუფი 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდა სუბიექტების ჯანმრთელობას, სწავლობდა ზოგადად კიბოს განვითარების რისკს, ასევე სპეციფიკური 34 ტიპის სიმსივნის განვითარების რისკებს.


კვლევამ აჩვენა, რომ გადამუშავებული საკვების გადაჭარბებული მოხმარება უკავშირდება ზოგადად სიმსივნის, განსაკუთრებით საკვერცხეების და ტვინის სიმსივნის განვითარების მაღალ რისკს.


image

ადამიანის რაციონში გადამუშავებული საკვების ყოველი 10%-ით მატებაზე სიმსივნის საერთო მაჩვენებელი 2%-ით იზრდება, ხოლო საკვერცხეების სიმსივნის რისკი 19%-ით.


„ჩვენი ორგანიზმი გადამუშავებულ ინგრედიენტებსა და დანამატებზე შეიძლება ისე არ რეაგირებდეს, როგორც ახალ და ნაკლებად დამუშავებულ საკვებზე“, - ამბობს პროფესორი კიარა ჩანგა კვლევის შესახებ.


image

ყურადღება მიაქციეთ, რას ჭამთ, და ჯანმრთელად იყავით.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა

2. ტეკილა წონის დაკლებაში დაგეხმარებათ - ნათქვამია კვლევაში

3. მეცნიერებმა დაასახელეს 20 ნივთი, რომელთაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლიათ (ნაწილი პირველი)

4. ტრანსცხიმებს მოერიდეთ: დიეტოლოგმა ვისცერალური ცხიმის დაწვა მასწავლა

5. ონკოლოგი გირჩევთ - ნარევი 100 დაავადების საწინააღმდეგოდ

6. 9 მოულოდნელი რამ, რასაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლია

0
256
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
256