x
image
Yoona
Mediator image
გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე! 
image

კარტოფილი ფრი ჩვენთვის სწრაფი კვების ობიექტებიდან ცნობილი გახდა. მასზე უარის თქმა ბევრს არ შეუძლია, თუმცა ყველამ ვიცით რომ მასში სასარგებლო არაფერი არის.

გთავაზობთ შესანიშნავ ალტერნატივას - კარტოფილი ფრი სახლის პირობებში, რომელიც ზეთის გარეშე მზადდება. ამით შეგიძლიათ ოჯახის წევრები გაახაროთ.


კარტოფილი ზეთის გარეშე


ინგრედიენტები:

5-7 ცალი კარტოფილი

2 კვერცხი (მხოლოდ ცილა)

მარილი გემოვნებით

ტკბილი დაფქული წიწაკა გემოვნებით

შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით


მომზადება:

1.კარტოფილი გაასუფთავეთ და გარეცხეთ. 1 სმ სისქის გრძელ ზოლებად დაჭერით.

image

2.კვერცხის ცილა ათქვიფეთ. შემდეგ ცილას მარილი და წიწაკა დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

image

3.კარტოფილი თასში მოათავსეთ, ცილოვანი მასა დაასხით, კარგად აურიეთ, თითოეული კარტოფილის ნაჭერი ცილოვანი მასით უნდა იყოს დაფარული.

image

4.ღუმელი 200-220 გრადუსამდე გააცხელეთ. საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ, ზემოდან თანაბრად კარტოფილის ნაჭრები დააწყვეთ. 8-10 წუთით გამოაცხვეთ, შემდეგ ღუმელიდან გამოიღეთ, პერგამენტის ქაღალდი მოაშორეთ და მოწითალო-მოოქროსფერო ფერის მიღებამდე კიდევ გამოაცხვეთ.

image

ცოტა გაგრილება აცადეთ და ხრაშუნა სასუსნავით ისიამოვნეთ.

1
2306
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2306
  
2018, 31 ოქტომბერი, 18:37
Google გადაიხადოს 241 დოლარი საათში ჩემი ბოლო გადახდა შემოწმება იყო $ 7935 სამუშაო 33 საათი კვირაში ხაზზე. ჩემი უმცროსი ძმა მეგობრობა თვეების განმავლობაში საშუალოდ 32 კგ-ს შეადგენს და ის კვირაში 28 საათის განმავლობაში მუშაობს. მე ვერ მჯერა რა ადვილი იყო ერთხელ მე შევეცადე ის. ეს არის ისს, რასაცც მე ვაკეთებ

.......... ➥➥ ➥ ➥➥ www.CashPay40.Com
0 1 1