x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ბოთლის "მონები": 10 საბჭოთა მსახიობი, რომელიც ალკოჰოლის სიყვარულმა დაღუპა

image


ადამიანები დალევას უმიზეზოდ არ იწყებენ. ხშირად ამის უკან სერიოზული პრობლემები იმალება - წინააღმდეგობები სამსახურში, ფინანსური სირთულეები, ფსიქოლოგიური ზეწოლა, პრობლემები პირად ცხოვრებაში. ზოგიერთმა ცნობილმა პიროვნებამ, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი წარმატების მოდელად მიიჩნევდა, ალკოჰოლის ცდუნებას ვერ გაუძლო და საკუთარი დამოკიდებულების ტყვედ იქცა, რამაც საბოლოოდ, ისინი დაღუპა კიდეც. ეს კი ხაზს მხოლოდ ერთ რამეს უსვამს, რომ ალკოჰოლის პრობლემა შეიძლება ნებისმიერს შეეხოს, და მნიშვნელოვანია რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება დროულად მიაქციოს, და ასევე დახმარება მათაც აღმოუჩინოს, ვისაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდება.





კიუნა იგნატოვა


image


საბჭოთა კინოსა და თეატრის მსახიობი სევდას ხშირად ალკოჰოლით იქარვებდა. ვლადიმერ ბელოკუროვთან დაშორების შემდეგ, ის სასმელს მიეძალა, რის შედეგადაც შემოქმედებით კრიზისში აღმოჩნდა. ერთხელ კოლეგებმა მსახიობი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სასწრაფო გამოიძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მკურნალობის მიუხედავად, მსახიობი გარდაიცვალა.






ვლადისლავ გალკინი


image

ვლადისლავი ნიჭიერი მსახიობი იყო, რომელიც ისეთ სერიალებში შესრულებული როლებით გახდა ცნობილი როგორიცაა "სატვირთო მანქანის მძღოლები" და "44 -ის აგვისტოში...", თუმცა ის ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა, რამაც მსახიობი რეჟისორებთან სერიოზულ კონფლიქტებამდეც კი მიიყვანა. ერთხელ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გალკინი მოსკოვის ერთ-ერთ ტავერნაში ჩხუბის გამო ყველა გაზეთის მთავარ გვერდზე მოხვდა, 2010 წლის 27 თებერვალს კი მსახიობი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. პათომორფოლოგების თქმით, გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების შედეგად გულის გაჩერება გახდა.






გიორგი ბურკოვი


image


ბურკოვმა პოპულარობა "მიმინოსა" და "დედის გულში" შესრულებული როლებით მოიპოვა. მსახიობი ასევე ალკოჰოლისადმი განსაკუთრებული სიყვარულითაც იყო ცნობილი და არა მხოლოდ გადასაღებ მოედანზე. თეატრისა და კინოს მსახიობი 57 წლის ასაკში თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. გაკვეთის შემდეგ ექიმები გაოგნებულები იყვნენ, როგორ შეძლო მან ამ ასაკამდე ასეთი სისხლძარღვებით ცხოვრება.






იზოლდა იზვიცკაია


image


1960-იანი წლების საკულტო მსახიობი საკუთარ განცდებს სასმელით იქარვებდა, რაშიც მას ხელს საკუთარი მეუღლე, ედუარდ ბრედუნიც უწყობდა, მალე ქმარმა ის მისივე მეგობრის გამო მიატოვა, რამაც იზოლდა ალკოჰოლზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახადა. 1971 წლის მარტში ქალის ცხედარი მის ბინაში იპოვეს, მსახიობის გარდაცვალების მიზეზად ხანგრძლივი სმა და შიმშილი დასახელდა.






იური ბოგატირევი


image


მართალია, გარეგნულად მსახიობი ძლიერი ხასიათის ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, სინამდვილეში კი საკუთარ თავში ის ბევრ კომპლექსს მალავდა. სპეციალისტთან ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მუშაობის ნაცვლად, იური ბოგატირევი ალკოჰოლში მათ ჩახშობას ცდილოდა. მსახიობი სულ უფრო მეტს სვამდა, რის გამოც გადასაღებ მოედანზე დებოშსაც კი აწყობდა. საბოლოოდ, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მისმა გულმა დეპრესიის მორიგ შეტევას ვეღარ გაუძლო, მსახიობი საკმაოდ ახალგაზრდა, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.




ანდრეი კრასკო


image


ცნობილმა მსახიობმა ალკოჰოლზე დამოკიდებულება ღიად აღიარა. მისი მეუღლე, სვეტლანა კუზნეცოვა ყველანაირად ცდილობდა მის დახმარებას, თუმცა უშედეგოდ. 2006 წელს ფილმ "ლიკვიდაციის" გადაღებების დროს, ალკოჰოლის ზედოზირებისას კრასკოს გულის შეტევა დაემართა. მსახიობი 50 წლისაც კი არ იყო, როდესაც გარდაიცვალა.






ნატალია კუსტინსკაია


image


სსრკ-ს პირველმა სექს-სიმბოლომ ცხოვრების ბოლო წლები საკუთარ პრობლემებთან პირისპირ გაატარა. მისმა წარუმატებელმა ქორწინებამ და როლების ნაკლებობამ ის დეპრესიაში ჩააგდო, მსახიობმა დალევა დაიწყო, რაც მის გარეგნობაზეც აისახა, ნატალიამ წონაში საგრძნობლად მოიმატა და თვალსა და ხელს შუა ჩამოჭკნა. კუსტინსკაიას ინსულტი დაემართა, რაც 2012 წელს მის გარდაცვალების მიზეზადაც იქცა.






ვლადიმერ ვისოცკი


image


ცნობილი მუსიკოსი განთქმული იყო ალკოჰოლისადმი თავისი დაუოკებელი მიდრეკილებით, ის არ ანიჭებდა მნიშვნელობას დროსა და ადგილს, ვლადიმერი თავის ვნებას გარშემომყოფებისგან არ მალავდა და არც საკუთარი რეპუტაციის გაფუჭების ეშინოდა. ამ საბედისწერო ჩვევამ არტისტი ნარკოტიკებამდეც მიიყვანა, რომლისგანაც დიდი ძალისხმევის მიუხედავად თავის დაღწევა მაინც ვერ შეძლო. მისმა გულმა ასეთ დატვირთვას ვეღარ გაუძლო. ვლადიმერ ვისოცკი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.







ვალენტინა სეროვა


image


სეროვა 1940-იან წლებში ძალიან პოპულარული მსახიობი იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც ის ქმარმა მიატოვა, ალკოჰოლს მიეძალა. მისი პოპულარობა შემცირდა, ცხოვრება კი ნამდვილ კოშმარად ექცა. მან უფროსი ვაჟი სკოლა-ინტერნატში ჩააბარა, ქალიშვილის დაბადების შემდეგ კი, მან ის ბებიას მეურვეობაში გადასცა. ვალენტინა სეროვა გაურკვევლ ვითარებაში გარდაცვალა.






ლეონიდ ფილატოვი


image


ნიჭიერი მსახიობი, მწერალი და პოეტი "მხნეობისთვის" ყოველდღე სვამდა. ალკოჰოლის მუდმივი მოხმარების შედეგად მას მიკროინსულტი განუვითარდა, შემდეგ კი ორივე თირკმელმაც უმტყუნა. ფილატოვს წყლის დოზირებაც კი უწევდა. მსახიობის ორგანიზმი სასმელის გამო იმდენად იყო დასუსტებული რომ პნევმონიას ვერ გაუმკლავდა, რომელმაც მას სიცოცხლე 56 წლის ასაკში წაართვა.









0
1112
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1112