x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ გამოიყურებიან American Pie-ის მსახიობები 22 წლის შემდეგ

image


რეჟისორ ადამ ჰერცის კომედიური ფილმი "ამერიკული ნამცხვარი" ეკრანებზე 1999 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე კლასიკური კინოს თვალსაჩინო მაგალითად მყისიერად იქცა. მისი უდიდესი პოპულარობის გამო შემქმნელებმა მისი კიდევ 3 სიქველიც გამოუშვეს. დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტე გიჩვენოთ თუ როგორ შეიცვალნენ ყველასთვის საყვარელი ცნობილი ამერიკული კომედიური ფილმების ვარსკვლავები 22 წლის შემდეგ.



ტარა რიდი

image



ადრე ტარა რიდს "ამერიკული ნამცხვრის" ბევრი თაყვანისმცემელი ცნობდა, თუმცა მსახიობმა კიდევ უფრო დიდი პოპულარობა პლასტიკური ქირურგიისადმი თავისი უსაზღვრო სიყვარულის გამო მოიპოვა. დღესდღეობით მას არა როგორც ნიჭიერ მსახიობს, არამედ პლასტიკური ქირურგების მსხვერპლად უფრო სცნობენ.




ჯეისონ ბიგსი


image


ჯეისონ ბიგსის ბოლო როლი, რომელიც საზოგადოებას დაამახსოვრდა სერიალ "ახლა ნარინჯისფერია ყველაზე მოდურის" მთავარი გმირის საქმროს, ლარის როლია. დღეს უკვე მსახიობი სამაგალითო მეოჯახეა, რომელიც მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად დროის უმეტეს ნაწილს ატარებს.





ელისონ ჰანიგანი


image


ელისონს გაუმართლა, რადგან გარდა საკულტო ფილმისა, მან სხვა ფილმებშიც ითამაშა, მათ შორის სერიალში "როგორ შევხვდი დედათქვენს". ვარსკვლავის ანგარიშზე სოლიდური თანხაა, რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას ყველასთვის საყვარელ "ლილი ოლდრინს" სასიყვარულო ფრონტზეც ყველაფერი რიგზე აქვს.





ჯენიფერ კულიჯი


image


"ამერიკული ნამცხვრის" შემდეგ ჯენიფერ კულიჯს კომედიურ ფილმებსა და სერიალებში თამაში განსაკუთრებით შეუყვარდა. მსახიობი დღემდე მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში და არც ექსპერიმენტებში მონაწილეობაზე აცხადებს უარს. კულიჯს მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის "ოქროს გლობუსი", "ემის" ჯილდო და ორი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.





იუჯინ ლევი


image


იუჯინ ლევი "ამერიკული ნამცხვრის" ყველაზე წარმატებულ მსახიობად არის აღიარებული. ის ამ სექს-კომედიაში არა მხოლოდ თამაშობდა, არამედ წერდა სცენარებსაც და ასევე პროდიუსირებდა კინოფილმებსაც.







0
104
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
104