x
image
ქეთი1988
Mediator image
ჰიუ ჯეკმანი ცოლს 27-წლიანი ქორწინების შემდეგ შორდება- განქორწინების მიზეზის ახალი დეტალები
ჰიუ ჯეკმანი 27 წლიანი ქორწინების შემდეგ შორდება მეუღლეს დებორა-ლი ფერნესს. წყვილმა ერთობლივი განცხადება გააკეთა, რომელიც ექსკლუზიურად People-მა გაავრცელა.
"ჩვენ გაგვიმართლა, რომ თითქმის სამი ათწლეული გავატარეთ ერთად, როგორც ცოლ-ქმარი მშვენიერ, მოსიყვარულე ქორწინებაში. ჩვენი გზა იცვლება და ჩვენ გადავწყვიტეთ დავშორდეთ საკუთარი განვითარების გასაგრძელებლად", - ნათქვამია განცხადებაში. წყვილი განქორწინების შემდეგ კარგ ურთიერთობაში დარჩა და აღნიშნა, რომ ოჯახი "ყოველთვის იყო და იქნება მთავარი პრიორიტეტი".image
"ჩვენ გადავდივართ ამ ახალ ეტაპზე მადლიერებით, სიყვარულით და სიკეთით. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს გაგებას და გთხოვთ, რომ პატივი სცეთ ჩვენს კონფიდენციალურობას, რადგან ჩვენს ოჯახს გარდამტეხი მომენტი აქვს ახალ ცხოვრებაში გადასასვლელად", - თქვა მათ და დასძინა, რომ ეს არის "ერთადერთი განცხადება " რაც მათ შეუძლიათ, რომ განაცხადონ. განქორწინების მიზეზები არ სახელდება.image
67 წლის დებორა-ლი 13 წლით უფროსია 54 წლის ჰიუ ჯეკმანზე, რაც ხშირად იწვევდა კრიტიკას საზოგადოებაში.
ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი შეხვდნენ ავსტრალიური სერიალის Corelli-ს გადასაღებ მოედანზე და მალევე დაიწყეს შეხვედრა. იმ დროს ჰიუ ჯეკმანი დამწყები მსახიობი იყო, ფერნესი კი უკვე ცნობილი ვარსკვლავი.
1996 წელს წყვილი დაქორწინდა. მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ ისინი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ და ძლიერ წყვილად ითვლებოდნენ. მათ ორი აყვანილი შვილი ჰყავთ: 23 წლის ოსკარი და 18 წლის ავა.image

ჰიუ ჯეკმანთან და დებორა-ლი ფერნესთან დაახლოებულმა ინსაიდერმა Daily Mail-ს უამბო ვარსკვლავური წყვილის განქორწინების მიზეზების შესახებ. მისი თქმით, მეუღლეთა ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედა კოროვირუსული პანდემიის დროს ჩაკეტვამ და ჰოლივუდის მსახიობებისა და სცენარისტების მიმდინარე გაფიცვებმა.
წყაროს ცნობით, ბოლო წლებში ჰიუსა და დებორას შორის სიყვარული მეგობრობაში გადაიზარდა და საბოლოოდ დაინგრა კოვიდის ჩაკეტვის დროს. წყვილი მუშაობდა ურთიერთობაზე, ცდილობდა დაეძლია მათ შორის წარმოშობილი დაძაბულობა და აღედგინა ძველი გრძნობები, მაგრამ საბოლოოდ აღიარეს, რომ საუკეთესო გამოსავალი მეგობრების დარჩენა იქნებოდა.image


”ისინი ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. და გაფიცვებმა მხოლოდ გააუარესა ყველაფერი, დააყენა ისინი იმავე მდგომარეობაში, როგორც კოვიდის დროს იყო დროს, როდესაც ისინი უბრალოდ ხარჯავდნენ ენერგიას. ჰიუმ აღმოაჩინა, რომ მაგია, რომელიც ოდესღაც მას და ცოლს შორის იყო, გაუჩინარდა. დებისაც მსგავსი ფიქრები და შეშფოთება ჰქონდა. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი დაშორება იყო“, - განმარტა ინსაიდერმა და დასძინა, რომ ყოფილ წყვილს შვილები ყოველთვის ერთმანეთთან დააკავშირებენ, ამიტომ ისინი არასოდეს იტყვიან ერთმანეთზე ცუდს. ”უბრალოდ მათი დრო გავიდა და მათ მიიღეს თავიანთი ბედი, ” - თქვა მან.
0
168
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0