x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 მსახიობი ქალბატონი, რომლებიც თამამ სცენებში ყველაზე ხშირად იღებენ მონაწილეობას

image
სიშიშვლე თითქმის ყველა ჰოლივუდურ ფილმშია, მაგრამ ყველა ვარსკვლავი არაა თანახმა გამოჩნდეს მაყურებლის წინაშე ტანსაცმლის გარეშე. თუმცა, არიან ლამაზმანები, რომლებიც რეგულარულად ჩნდებიან ფილმებში მათ გარეშე.

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა ექსპერტებმა უჩვეულო კვლევა ჩაატარეს. მათ გააანალიზეს ცნობილი ფილმებიდან 27 საათიანი შიშველი სცენები, რათა გაერკვიათ, რომელი ვარსკვლავები შიშვლდებიან ეკრანზე ყველაზე ხშირად. ყველაზე გაბედულ მსახიობებს შორის არიან მარგო რობი, მეგან ფოქსი, კამერონ დიასი და ჰოლივუდის სხვა ლამაზმანები:


1. მარგო რობი- შიშველი სცენების რაოდენობა 55, 6%

მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობს უწოდებენ. გასულ წელს, ავსტრალიის ჟურნალმა MAXIM-მა მარგოს პირველი ადგილი მიანიჭა ტოპ ასეულში ყველაზე ცხელი ვარსკვლავების სიაში. მარგო რობი ფილმების 55%-ში შიშველი გამოჩნდა. მისი მონაწილეობით პიკანტური სცენები სულ ცხრა წუთს გრძელდება.image

2. მეგან ფოქსი- შიშველი სცენების რაოდენობა 53, 5%

თავად მსახიობს არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ რეჯისორები ეკრანზე მუდამ მის სექსუალიზირებას ახდენენ. მეგან ფოქსი არაერთხელ გამოჩენილა თამამ სცენებში. ფილმში "Passion Play" (2011) ის ნახევრად შიშველი ქალის სახით გამოჩნდა, ფრთებით.image

2016 წელს მეგან ფოქსმა პირობა დადო, რომ აღარ ითამაშებს თამამ სცენებში, რათა ზიანი არ მიაყენოს მისი სამი ვაჟის ფსიქიკას.


3. ჯოი კინგი- შიშველი სცენების რაოდენობა 50%

21 წლის მსახიობი აღიარებს, რომ მთელი გამბედაობა დასჭირდა, რათა თამამ სცენებში მიეღო მონაწილეობა ჯეიკობ ელორდისთან ერთად თინეიჯერულ კომედიაში The Kissing Booth.image

4. ჯენიფერ ლავ ჰიუიტი- შიშველი სცენების რაოდენობა 50%

ერთხელ ჰოლივუდელმა მსახიობმა თქვა, რომ მისი მკერდი 3, 4 მილიონი ფუნტი სტერლინგი ღირს. თაყვანისმცემლები, რომლებმაც ნახეს მისი მონაწილეობით მრავალი თამამი სცენა, არ კამათობენ ამ ამის თაობაზე.

სექსუალური ლამაზმანი თავისი ფილმების ნახევარში თეთრეულით გამოჩნდა. რომანტიკულ კომედიაში “გულთამპყრობელები" (2001) კადრები ნახევრად შიშველი მსახიობის მონაწილეობით სულ სამ წუთს გრძელდება.image

რომ აღარაფერი ვთქვათ სერიალზე “კლიენტების სია", სადაც თითქმის ყველა ეპიზოდში ნახევრადშიშველი ჩანს.image

5. ალექსანდრა დადარიო- შიშველი სცენების რაოდენობა 36, 4%

მართალია მსახიობს მნიშვნელოვანი როლები არ აქვს, თუმცა ეკრანზე ყოველი მისი გამოჩენა დასამახსოვრებელია. მან მონაწილეობა მიიღო ფილმში “მალიბუს მაშველები", სადაც რა თქმა უნდა საცურაო კოსტიუმით უწევდა სირბილი.image
ვარსკვლავი ნახევრად შიშველი გამოჩნდა საშინელებათა ფილმში “ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით" 3D (2013).image

6. ელიზაბეტ ჰერლი- შიშველი სცენების რაოდენობა 36, 4%

55 წლის მსახიობი დღესაც დიდი სიამოვნებით დებს თავის თამამ ფოტოსურათებს სოციალურ ქსელებში.

ლამაზმანი ნახევრად შიშველი ბრწყინავდა 2000-იანი წლების რამდენიმე ფილმში.image

7. ელ ფენინგი- შიშველი სცენების რაოდენობა 36, 4%


ახალგაზრდა მსახიობი თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ის ახსოვს მისი როლები ფილმებში "მალეფისენტა" და "სუპერ 8", ლამაზმანმა არ დააყოვნა და თამამ სცენებშიც გამოჩნდა.

22 წლის ელი საცვლებით გამოჩნდა რომანტიკულ მელოდრამაში "ყველა ბედნიერი ადგილი" (2020).image
ასევე, მსახიობს მიღებული აქვს დედოფალი ეკატერინას როლი ნეტფლიქსის სერიალში “დიდებული", რომელიც ასევე გამოირჩევა თამამი სცენებით.image

8. კამერონ დიასი- შიშველი სცენების რაოდენობა 35, 9%

ჰოლივუდის ვარსკვლავი შიშველი გამოჩნდა კომედიაში "Home Video: Adults Only" (2014). image
მსახიობი ასევე თეთრეულში ჩანს ფილმებში “ჩარლის ანგელოზები", “ყველას უყვარს მერი" “სხვა ქალი"image

9. ლინდსი ლოჰანი- შიშველი სცენების რაოდენობა 35, 7%

გასაკვირი არ არის, რომ ლინდსი ლოჰანი ამ სიაში მოხვდა. მხოლოდ ფილმში "კანიონები" (2013) შეიძლება მისი ხილვა ეკრანზე საცვლებით 102 წამის განმავლობაში.image

10. რეიჩელ მაკადამსი- შიშველი სცენების რაოდენობა 34, 5%

განსაცვიფრებელი ღიმილის მქონე ქერა ფილმებში ნახევრად შიშველი ჩანს სულ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

რომანტიკული სცენა "უბის წიგნაკში" მსახიობის მონაწილეობით მაყურებელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გახდა.image

0
709
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
709
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0