x
image
ქეთი1988
Mediator image
7 ცნობილი ფილმი ქალების შესახებ, რომელთა არსი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ჰგონიათ

image

ფილმები ქალების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ:


1. ანგელოზები რკინის კბილებით, 2004 წელი

ჰილარი სუონკის და ფრენსის ო'კონორის გმირები ფილმში რთული არჩევანის წინაშე დადგნენ. მათ შეეძლოთ ქედი მოეხარათ, მშვიდი ცხოვრება ჰქონოდათ და შეგუებოდნენ დამცირებას და უფლებების ნაკლებობას, რასაც ყველა ქალი აწყდება იმ პერიოდში, იქნება ის სენატორის ცოლი თუ ქარხნის მუშა. ან მათ შეეძლოთ ებრძოლათ თავიანთი უფლებებისთვის. ამ ქალებმა აირჩიეს სწორედ ბრძოლა, შეხვდნენ ზიზღს, სიძულვილს, შიმშილს, გაუძლეს სისასტიკეს - მაგრამ მაინც გადარჩნენ. ეს ფილმი ქალის გმირობაზეა და იმაზე, რომ ხანდახან შენი ბედნიერება და უფლებები სიტყვასიტყვით კბილებით უნდა დაიცვა.image

2. პატარა ქალები- 2019 წელი

ფილმი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების რომანზე ოთხი განსხვავებული დის შესახებ, რომლებიც მოზარდობის ასაკში არიან და გულუბრყვილო გოგონებიდან გარდაიქმნებიან ქალებად, სამყაროს უფრო მომწიფებული ხედვით. ამისათვის მათ მოუწევთ გაიარონ ყველაფერი, რასაც ყველა ქალი განიცდის მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში: პირველი სიყვარული, პირველი მწუხარება და იმედგაცრუება, ცხოვრებაში ადგილის ძიება და დაკარგვის სიმწარე.image

3. პიანინო, 1993 წელი

1800-იანი წლების შუა ხანებში მამაკაცი გარიგებით ცოლად აყოლებს თავის ქალიშვილ ადას მესაზღვრე ალისდაირს ახალი ზელანდიის შორეულ ნაწილში. ადას ყველაზე მეტად უყვარს ფორტეპიანოზე დაკვრა: მისთვის ეს ინსტრუმენტზე მეტია, ეს არის „ხმა“, რომელიც გამოხატავს მის გრძნობებსა და აზრებს, ვინაიდან ქალი 6 წლის ასაკში დამუნჯდა. და როდესაც ადა და ალისდაირი ახალი ზელანდიის სანაპიროზე ჩარჩებიან, ქმარმა გამოაცხადა, რომ გემიდან ფორტეპიანოს გამოტანის საშუალება არ არსებობდა. ერთი მეზღვაური მზადაა ქალის დასახმარებლად, მაგრამ მისი მოტივები სულაც არ არის ალტრუისტული. ფილმი „პიანინო“ უფრო მეტია ვიდრე ფილმი სიყვარულსა და ვნებაზე, ის მდიდარი ნიადაგია ფსიქოანალიტიკური მსჯელობისთვის და სიუჟეტი სიმართლის ძიების შესახებ.image

4. მე არასოდეს ვიქნები შენი, 2006 წელი

45 წლის როზის, სცენარისტს და პროდიუსერს და 13 წლის გოგონას დედას, აწუხებს ასაკი და ცდილობს მის დამალვას მაკიაჟით. ერთ მშვენიერ დღეს, მისი შოუს გმირი ხდება ადამი, მასზე 16 წლით უმცროსი მიმზიდველი ბიჭი, რომელიც მოულოდნელად შეუყვარდება. რეჟისორსა და სცენარისტს ემი ჰეკერლინგს გაუჩნდა იდეა ამ რომანტიკული კომედიის შესახებ, როდესაც ის მარტოხელა დედა იყო და სხვა ფილმზე მუშაობდ. ის განიცდიდა არარეალურ ზეწოლას და მოლოდინებს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ქალი 40 წლის ასაკის ზემოთ მისი საქმიანობის სფეროში. image

5. ბარბი, 2023 წელი

ფილმის მოვლენები იწყება ბარბილენდის გამოგონილ შტატში, სადაც მატრიარქალური სისტემა სუფევს. მასში ყველა ბარბი პრესტიჟულ პოზიციებს იკავებს, კენები კი მთელი დღე სანაპიროზე თამაშობენ და სასოწარკვეთილნი ელოდებიან თავიანთი ბარბი ყურადღებას როდის მიაქცევს. შემდეგ ერთ დღეს, ბარბი, რომელსაც მარგო რობი თამაშობს, შეამჩნევს, რომ მას აქვს ცუდი სუნი, ბრტყელი ფეხები და ცელულიტი. პრობლემებისგან თავის დასაღწევად ის მიდის რეალურ სამყაროში, სადაც ცხოვრობს გოგონა, რომელიც თამაშობს მისით. თოჯინების შესახებ ერთი შეხედვით არასერიოზული სცენარის მიუხედავად, ფილმი ეხება თემებს, რომლებიც სულაც არ არის ბავშვური, მათ შორის საზოგადოების დამოკიდებულება ქალების მიმართ, ცხოვრების აზრის ძიება და ასევე ეხმარება საკუთარი არასრულყოფილების და ნაკლოვანებების მიღებაში.image

6. 4 თვე, 3 კვირა და 2 დღე- 2007 წელი

რუმინეთი, 1987 წელი, სტუდენტი გაბრიელა აწყდება არასასურველ ორსულობას. მეგობართან ერთად ის მიდის სასტუმროში მამაკაცის სანახავად, რომელიც გაბრიელას პრობლემის მოგვარებაში უნდა დაეხმაროს, მაგრამ მისთვის შეთავაზებული ფული არ არის საკმარისი. ეს ფილმი არა მხოლოდ გვახსენებს ქალის არჩევანის უფლებას, არამედ აჩვენებს ქალის მეგობრობის თავდადებას.image

7. ალქაჯი, 2015 წელი

მოქმედება ვითარდება მე-17 საუკუნეში ახალ ინგლისში. იმ დროს, ნებისმიერი ქალი, რომელიც მზად არ იყო ეცხოვრა პურიტანული საზოგადოების კანონების შესაბამისად, შეიძლება ჩათვლილიყო ალქაჯად, ხოლო ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც უარყოფდა შესაბამის მორალს, ბრალდებოდა სატანასთან კავშირი. ასე რომ, ადგილობრივებთან კამათის გამო დასახლებული პუნქტიდან ტყეში გაძევებული ოჯახი ალქაჯს ხვდება. მაგრამ ვინ არის ნამდვილი ბოროტმოქმედი- ტყეში მცხოვრები ჯადოქრები თუ ადამიანები, რომლებიც სასტიკად დევნიან ყოველგვარ უცხოს? ამ კითხვაზე პასუხი ფილმის გმირებთან ერთად მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს.image






1
225
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
225
  
2023, 9 სექტემბერი, 21:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1