x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ჩრდილოეთ კორეამ წარმოადგინა წყალქვეშა ნავი ბირთვული იარაღით
image
ჩრდილოეთ კორეამ წარმოადგინა თავისი პირველი წყალქვეშა ნავი ტაქტიკური ბირთვული იარაღით. წყალქვეშა ნავს კოდით ნომერი 841, ჩრდილოეთ კორეელი ისტორიული მოღვაწის პატივსაცემად ეწოდა "გმირი კიმ კუნგ ოკი". Reuters-ის ცნობით, ეს ნიშნავს არა მხოლოდ ახალ ეპოქას ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალაში, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსპექტივას მოწინავე ტექნოლოგიებისა და თავდაცვის აღჭურვილობის გამოყენებით.



ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის თქმით, რომელიც ესწრებოდა წყალქვეშა ნავის პრეზენტაციას, ის გახდება ერთ-ერთი მთავარი "ქვეყანის საზღვაო ძალების წყალქვეშა შეტევითი იარაღი." წყალქვეშა ნავი პატრულირებას გაუწევს კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის წყლებს. სამომავლოდ, ჩრდილოეთ კორეა გეგმავს ყველა მძიმე წყალქვეშა ნავის მოდერნიზებას და ასევე, ტაქტიკური ბირთვული იარაღით აღჭურვას.




”ჩვენი საზღვაო ძალების სწრაფი განვითარების მიღწევა არის პრიორიტეტი, რომლისგან უკან დახევა შეუძლებელია ჩვენი მტრების ბოლოდროინდელი აგრესიული და სამხედრო ნაბიჯების გათვალისწინებით.”- დასძინა ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელმა, ის აშკარად გულისხმობს შეერთებულ შტატებს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას.


image


თავის მხრივ, იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა, ჰიროკაზუ მაცუნომ, განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო აქტივობა ახლა რეალურად წარმოადგენს "მისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უფრო სერიოზულ და გარდაუვალ საფრთხეს, ვიდრე ადრე".



ანალიტიკოსების ცნობით, "გმირი კიმკუნგ ოკი" არის შეცვლილი პროექტი 633 წყალქვეშა ნავის, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ შეიძინა ჩინეთიდან 1970-იან წლებში და დაიწყო შიდა წარმოება. მისი აფრების უკანა ნაწილი გაფართოვდა, რის შემდეგაც იქ დამონტაჟდა საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტების 10 გამშვები მილი.



ამჟამად, ჩრდილოეთ კორეას აქვს დაახლოებით 20 ასეთი დიზელ-ელექტრო წყალქვეშა ნავი, რომელსაც შეუძლია ჩაყვინთას 300 მეტრი წყლის ქვეშ და მიაღწიოს სიჩქარის 13 კვანძს. თითოეული მათგანი ეკიპაჟის 52 წევრს იტევს და შეუძლია ავტონომიურად ცურვა 60 დღემდე.


image


დამკვირვებლებმა შენიშნეს პირველი ნიშნები იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა სულ მცირე ერთ ახალ წყალქვეშა ნავს აშენებდა ჯერ კიდევ 2016 წელს. 2019 წელს კი, სახელმწიფო მედიამ ოფიციალურად აჩვენა კიმ ჩენ ინი სპეციალური კონტროლის ქვეშ აშენებული გემის დათვალიერებისას, რომელიც დაგეგმილი იყო იაპონიის ზღვაში ტაქტიკური მისიების შესასრულებლად.


დაზუსტებულია, რომ ახალი წყალქვეშა ნავის საზეიმო გაშვება 9 სექტემბერს მოხდება, როდესაც ჩრდილოეთ კორეა დაარსებიდან 75 წლის იუბილეს აღნიშნავს.


0
51
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0