x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა ღირს რუსეთში ადამიანის სიცოცხლე ანუ ქალიშვილის დაკვეთით მოკლული დედის ისტორია
image
ქონების გამო არა მარტო რუსეთში, არამედ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ხდება მკვლელობები შეკვეთით.


თუმცა რუსეთის შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ნამდვილად შთამბეჭდავია, შვილები და ზოგადად ოჯახის წევრები პროფესიონალ ქილერებს თუ მეგობარ მამაკაცებს უკვეთავენ ოჯახის წევრის მკვლელობას წონების ხელში ჩასაგდებად, იციან რა რომ მემკვიდრეობა კანონის ძალით გადავა მათ ხელში, საუბარია უძრავ და მოძრავ ქონებაზე.


თუმცა ხშირად მკვლელობები ხდება არა ქონების გამო არამედ კონფლიქტის გამო მშობლებსა და შვილებს შორის.

არც ეს ლამაზი ქალია გამონაკლისი, ამ 38 წლის ქალის მკვლელობა ბალაშიხაში 14 წლის გოგონამ დაუკვეთა 4 ახალგაზრდა მამაკაცს.


გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მზრუნველი დედა 14 წლის ქალიშვილს უკრძალავდა საეჭვო წარსულის მქონე ახალგაზრდა მამაკაცების საზოგადოებაში ყოფნას, უკრძალავდა ღამის საათებში ბინიდან უნებართვოდ გასვლას, რამაც 14 წლის გოგონა სასტიკად გააბრაზა და მეგობარ თინეიჯერ ბიჭს დაუკვეთა საკუთარი დედის მკვლელობა 350 000 მანეთად.

სანამ დედა სამსახურიდან დაბრუნდებოდა 14 წლის გოგონამ მეგობარი ბიჭი და მისი ორი მეგობარი შემუშვა ბინაში. ბიჭები დაელოდნენ ქალის სამსახურიდან დაბრნებას და როგორც კი შევიდა ოთახში, ეგრევე ეცნენ და გაგუდეს.



იმ დღეს ქალი იქვე საძინებელ ოთახში დატოვეს, მეორე დღეს კი გვიან ღამით დაბრუნდნენ ბინაში და ნაგვის კონტეინერის გასატანი თვითნაკეთი ურიკით გაიტანეს მოკლული ქალის ცხედარი ბინიდან.


მიცვალებულის ცხედარი რამდენიმე კვარტალის მოშორებით ნაგვის ურნაში, საბანში შეხვეული ჩააგდეს და გოგონასთან დაბრუნდნენ ფულის მისაღებად.
სანამ გოგონას დედის სეიფიდან ფული გამოჰქონდა კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა ცხედარი აღმოაჩინეს და პოლიციას შეატყობინეს, უბნის რწმუნებულმა მაშინვე ამოიცნო ცხედარი, მის ბინაში სასწრაფოდ გაიგზავნა ოპერატიული ჯგუფი, რომლებსაც გოგონა და მისი თანამზრახველები ადგილზევე დახვდნენ. ოთხივე ადგილზევე იქნა დაკავებული.

დაკავებულებიდან ერთი 2002 წელსაა დაბადებული, მეორე 2006 წელს, მესამე 2007 წელს, ხოლო გოგონა კი 2009 წელსაა დაბადებული.


მკვლელობის სიმძიმიდან გამომდინარე ოთხივეს საკმაოდ დიდი ხნით ემუქრება თავისუფლების აღკვეთა, განსაკუთრებით კი სრულწლოვან მკვლელს.





0
184
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
184