x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მისი რეკორდი აგერ უკვე 65 წელია ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ მოხსნა
image

წელს 90 წელი (18 აგვისტოს) შეუსრულდა ჟიუსტ ფონტენს - ფრანგ ფეხბურთელს, რომელიც ცნობილია ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ბობოქარი კარიერით. მისი რეკორდი დღემდე მოუხსნელია: ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გატანილი გოლი; ფონტენმა სპორტი 27 წლის ასაკში დატოვა მძიმე ტრავმების გამო, თუმცა ფეხბურთის მოედნის გარეთ ვეღარ შეძლო საკუთარი თავის რეალიზება.


"ათასი წლის შემდეგ ეგვიპტოლოგები, რომლებიც ისევ ეძებენ მეფეებსა და ფარაონებს პირამიდების ძირში, აღმოაჩენენ მორიგ სარკოფაგს. როცა გახსნიან, ამჩნევენ, რომ მასში მწოლიარე მუმია მოძრაობს. სწრაფად ტრიალდება და იწყებს ლაპარაკს . მისი პირველი სიტყვებია: "ფონტენის რეკორდი მოიხსნა?" -საპასუხოდ ასეთი ანეკდოტს უამბობდა რეკორდსმენი ჟურნალისტებს, რომლებიც გაუთავებლად უსვამდნენ კითხვას თუ ვის და როდის შეუძლია მისი რეკორდის მოხსნა?


ჯერჯერობით მისი რეკორდი არა მარტო მოუხსნელია, არამედ ახლოსაც კი ვერავინ მივიდა.



ჟიუსტ ფონტეინი დაიბადა მაროკოში, ქალაქ მარაკეშში, რომელიც 1933 წელს დამოუკიდებელი არ იყო და საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა. ჟიუსტის დედა ესპანელი იყო, მამა კი ფრანგი, მუშაობდა თამბაქოს ქარხანაში. ადრეული ბავშვობიდან ბიჭი თანატოლებთან ერთად ბურთს დასდევდა, თუმცა მამამისი მთელი ძალისზმევით ცდილობდა დაერწმუნებინა ბიჭი, რომ ფეხბურთი მისთვის ძალიან საშიში სპორტი იყო.


მაგრამ ბიჭმა მამას არ მოუსმინა, საბოლოოდ მამამ ხელი ჩაიქნია, ბიჭმა დაიწყო ვარჯიში მშობლიურ მარაკეშის სამოყვარულო გუნდში, რის შემდეგაც მან მიიღო მოწვევა "კასაბლანკასგან", რომელიც თამაშობდა ეროვნულ ჩემპიონატში.

image


ამ კლუბში ითამაშა 1950 წლიდან 1953 წლამდე. მომდევნო სამი სეზონი მან უკვე საფრანგეთში ითამაშა. მისმა კლუბმა "ნიცამ" პირველ სეზონში ფონტენთან ერთად მოიგო საფრანგეთის თასი, 1956 წელს კი ჩემპიონობა. იმავე წელს ის გადავიდა "რეიმსში", ჩაანაცვლა რეიმონდ კოპი და ექვს სეზონში 121 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, ფონტენმა ლიგის 200 თამაშში 165 გოლი გაიტანა და ლიგა ოთხჯერ მოიგო: 1956, 1958, 1960, 1962 წლებში.


ფონტენის დებიუტი საფრანგეთის ნაკრებში შედგა 1953 წლის 17 დეკემბერს, ლუქსემბურგთან მატჩში (8:0). ამ თამაშში მან ჰეთ-თრიკი შეასრულა. თუმცა, ფონტენმა ეროვნული ნაკრების შემდეგი მატჩი მხოლოდ 1956 წლის შემოდგომაზე ითამაშა და შემდეგი გოლი მხოლოდ 1958 წლის გაზაფხულზე გაიტანა.


1957/58 წლების სეზონში ფონტენი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (34 გოლი 26 მატჩში).


მიუხედავად ამისა, შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდა, მაინც როგორც ნაკლებად ცნობილი მოთამაშე ტურნირის უკვე პირველ მატჩში ფონტენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა პარაგვაის წინააღმდეგ (7:3). შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ გაუტანა იუგოსლავიას (2:3), ერთხელ კი შოტლანდიას (2:1). მეოთხედფინალში ჩრდილოეთ ირლანდიასთან დუბლი შეასრულა (4:0). ნახევარფინალში მე-9 წუთზე მან ბრაზილიასთან მატჩში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ შემდეგ ახალგაზრდა პელემ ს ჰეთ-თრიკი შეასრულა და ფონტენმა კი გოლი ვეღარ გაიტანა, რის შედეგადაც საფრანგეთმა წააგო 2: 5.


გერმანიასთან მატჩში მესამე ადგილისთვის ფონტინმა პოკერი( 4 გოლი) გაიტანა, ფრანგებმა 6:3 მოიგეს. მთლიანობაში, მსოფლიო ჩემპიონატის 6 მატჩში მან 13 გოლი გაიტანა, რაც ერთი ტურნირის რეკორდია, რომელიც აგერ უკვე 65 წელი მოუხსნელია.


მსოფლიო ჩემპიონატებზე გოლების საერთო რაოდენობის მიხედვით ფონტენი ლიდერობდა 1974 წლამდე, სანამ გერდ მიულერმა არ გადაასწრო .

image

ეროვნულ ნაკრებში თამაშის შვიდი წლის განმავლობაში ფონტენმა 21 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.


ეროვნული ნაკრებში სამი ჰეთ-თრიკი და ერთი პოკერია მის ანგარიშზე. ნაკრებში ბოლო მატჩი 1960 წლის 11 დეკემბერს ბულგარეთის ნაკრებთან გამართა (3:0).


ფონტენმა კარიერა ძალზე ადრე, 27 წლის ასაკში დაასრულა,

1960 წლის მარტში ფორვარდმა პირველად მოიტეხა ფეხი "სოშოსთან" მატჩში, რის გამოც გამოტოვა " ევრო 1960", რომელიც საბჭოთა კავშირმა მოიგო.


ოქტომბრისთვის ფონტენი დაუბრუნდა მინდორს, მაგრამ უკვე 1961 წლის იანვარში მას ტრავმა განუახლდა, რის შემდეგაც ფეხბურთელი მიხვდა, რომ პროფესიონალურ დონეზე ვეღარ ითამაშებდა. იმ დროს სპორტული მედიცინა გაცილებით დაბალ დონეზე იყო, ვიდრე ახლაა, ასე რომ, თუ ჟიუსტი გააგრძელებდა კარიერას, ის რისკავდა, რომ სამუდამოდ ინვალიდი დარჩებოდა.


ფონტენი კარიერის დასრულების შემდეგ 1967 წელს მუშაობდა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელად, მაგრამ მხოლოდ ორი მატჩი - ორივე ამხანაგური და ორივე "სამფეროვნების" მარცხით დასრულდა. ის ასევე წვრთნიდა ფრანგულ კლუბებს და მაროკოს ეროვნულ გუნდს.

image

ჟიუსტ ფონტენი გარდაიცვალა წელს, 23 თებერვალს. 89 წლის ასაკში.

1
626
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
626
  
2023, 1 სექტემბერი, 23:21
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1