x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცნაური და წარმოუდგენელი ფაქტები ტიტანიკის შესახებ

1912 წლის 15 აპრილის ღამეს, XX საუკუნის უდიდესი საზღვაო კატასტროფა მოხდა — საუთჰემპტონის პორტიდან (დიდი ბრიტანეთი) ნიუ-იორკში მიმავალი «ტიტანიკი», აისბერგს შეეჯახა და უდიდესი სამგზავრო ლაინერი ჩაიძირა.

ლეგენდარულ გემს უამრავი საიდუმლო და მითი უკავშირდება. რომელთა შორის, ზოგიერთი ბევრისთვის ცნობილია, ზოგი კი, არც ისე... აქ «ტიტანიკთან» დაკავშირებულ, 15 საინტერესო ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც მართალია, საიდუმლოს არ წარმოადგენს, მაგრამ, შეიძლება, არ იცოდეთ:


image


15. ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის, «ტიტანიკის» შემქმნელი თომას ენდრიუსიც იყო. როდესაც ის მიხვდა, რომ გემი იძირებოდა, შუბლზე ხელი მიირტყა და თქვა: «ღმერთო, ვიცოდი, რომ ახალი, აისბერგის რეზისტენტული, ფოლადი უნდა გამომეყენებინა... მაგრამ არა, რამდენიმე პენი უნდა დამეზოგა...».

14. არსებობს მოსაზრება, რომ «ტიტანიკის» დაღუპვის მიზეზი, ყინულოვანი მირაჟი იყო, რომელიც აისბერგის რეალურ მდებარეობას ფარავდა და ამის გამო, გემის კატასტროფის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ხოლო, ამ ვერსიის ირიბ მტკიცებულებას, გადარჩენილი მგზავრების ნაამბობი წარმოადგენს, რომლებიც ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ იმ ღამეს, ვარსკვლავები სასწაულად, კაშკაშად ანათებდნენ.

13. იმ მომენტიდან, როდესაც აისბერგი შენიშნეს და ვიდრე კურსის შეცვლის ბრძანება გასცეს, მთელი 30 წამი გავიდა. ბრძანება მაშინვე რომ გაეცათ, შესაძლოა, კატასტროფა არც მომხდარიყო.


image


12. ლაინერის სამაშველო ნავებში, მგზავრების საერთო რაოდენობის, ნახევრის მოთავსება შეიძლებოდა. თუმცა, არაორგანიზებულობის და დაბნეულობის გამო, ამის გაკეთება მხოლოდ მესამედმა მოახერხა.

11. დღევანდელი კურსით, ყველაზე ძვირიანი ნომერი გემზე, 100 000 დოლარი ეღირებოდა.

10. გემი 4 განყოფილების დაზიანების შემთხვევაში არ ჩაიძირებოდა... მაგრამ, იმ საბედისწერო ღამეს, მწყობრიდან, ერთდროულად, 6 განყოფილება გამოვიდა.


image


9. ტიტანიკის ელექტრო გენერატორს უფრო მეტი ენერგიის გამომუშავება შეეძლო, ვიდრე იმ დროის, საშუალო სიდიდის ქალაქის ელექტროსადგურს.

8. გემი 2 სთ-ს და 40 წთ-ს მანძილზე იძირებოდა.

7. ლაინერი იმდენად დიდი იყო, რომ მხოლოდ ღუმელში ნახშირის ჩასაყრელად, 176 ადამიანი იყო საჭირო


image


6. აისბერგმა, რომელსაც გემი შეეჯახა, თავისი «მოგზაურობა», დაახლოებით, 2 ათასი წლის წინ დაიწყო.

5. გემზე 15 000 ბოთლი ლუდი, 1 000 ბოთლი ღვინო და 850 ბოთლი მაღალპროცენტიანი ალკოჰოლური სასმელი იყო.

4. «ტიტანიკის» მეოთხე საკვამლე მილი დეკორატიული იყო და ის მხოლოდ ვენტილაციის ფუნქციას ასრულებდა.



image


3. გემის შეფ-მზარეულმა A la Carte-მ იმდენი ალკოჰოლური სასმელი დალია, რომ 2 საათის მანძილზე, ატლანტიკის საშინელ სიცივეს გაუძლო და გადარჩა.

2. ტიტანიკზე მყოფმა მღვდელმა ორჯერ თქვა უარი სამაშველო ნავზე ასვლაზე. ის გემზე დარჩა, სიკვდილისთვის განწირული ადამიანების აღსარების მოსასმენად და ცოდვების მისატევებლად.

1. «ტიტანიკზე» საკუთარი გაზეთი — «The Atlantic Daily Bulletin»-ი გამოდიოდა.


image


P. S. «ტიტანიკის» ჩაძირვის შემდეგ, 100 წელზე მეტი გავიდა. თუმცა, ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ბევრი უცნაური და აუხსნელი რამ დღემდე ხდება. მაგ., ოკეანის მიერ, ლაინერის შთანთქმის ადგილზე, ისევ ისმის დახმარების თხოვნის სიგნალები. პირველად ეს ფაქტი, გემის დაღუპვიდან, 12 წლის შემდეგ დააფიქსირეს. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* კომფორტულად ძილი სიცხეში... თან, კონდიციონერის გარეშე

* უცნობი არქტიკა – კაცობრიობის პირველი სამშობლო შუა საუკუნეების რუკებზე

* გამოცანები გონებამახვილთათვის (პასუხები აქვს)

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
389
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0