x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
80 წლის შემდეგ გადარჩენილები. «ტიტანიკის» კაპიტანი და რამდენიმე მგზავრი ათწლეულების შემდეგ იპოვეს

«ტიტანიკის» ჩაძირვის შემდეგ, 100 წელზე მეტი გავიდა. თუმცა, ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ბევრი უცნაური და აუხსნელი რამ დღემდე ხდება. მაგ., ოკეანის მიერ, ლაინერის შთანთქვის ადგილზე, ისევ ისმის დახმარების თხოვნის სიგნალები. პირველად ეს ფაქტი, გემის დაღუპვიდან, 12 წლის შემდეგ დააფიქსირეს.

1924 წლის 14 - 15 აპრილის ღამეს, კატასტროფის ადგილის სიახლოვეს, რამდენიმე გემმა, დაღუპული ლაინერიდან მომავალი სიგნალი და დახმარების თხოვნა მიიღო. იქიდან მოყოლებული, სიგნადი, 6 წელიწადში ერთხელ, პერიოდულად, მეორდება.

გარდა ამისა, ჩვენს დროშიც ხშირად ჩნდება ინფორმაცია, წლების წინ დაღუპული «ტიტანიკის» მგზავრების გადარჩენის შესახებ: მაგ., 1992 წ. დეკემბერში, ნორვეგიელმა მეთევზეებმა საკუთარი თვალით ნახეს «ტიტანიკის» დაღუპვის ადგილზე, თუ როგორ ავიდა ამერიკულ გემზე, ჩაძირული ლაინერის 13 მგზავრი და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ზოგიერთ მათგანს, 1912 წლამდე გაცემული საბუთი ჰქონდა.


image


1990 წ. მსოფლიო პრესამ, სენსაციური ახალი ამბით, საზოგადოება, ფაქტიურად, ააფეთქა... ამ წლის 24 სექტემბერს, ნორვეგიული თევზსარეწი გემის კაპიტანმა კარლ იორგენ ჰასმა, როდესაც პორტში ბრუნდებოდა, აისბერგზე ბინოკლში, შავი ლაქა შენიშნა და კურსი პირდაპირ მისკენ აიღო. აისბერგთან ახლოს რომ მოვიდნენ, მეთევზეებმა მასზდ მდგარი გოგონა დაინახეს და გემზე გადმოიყვანეს. მას 20-იანი წლების სამოსი ეცვა და ამტკიცებდა, რომ «ტიტანიკის» მგზავრი იყო. მტკიცებულებად კი, ხელჩანთიდან გემის ბილეთი ამოიღო... თან სხვა მგზავრების ბედსაც ძალიან განიცდიდა.

გოგონა ოსლოში ჩაიყვანეს და გამოძიება დაიწყო. ექიმების დასკვნით, ის სრულ ჭკუაზე იყო. უფრო მეტიც, — «ტიტანიკის» მგზავრების სიაში, მისი სახელი და გვარი, ხოლო არქივში, ფოტოსურათი აღმოაჩინეს, რომელიც ლაინერის გამგზავრებამდე, ცოტა ხნით ადრე იყო გადაღებული. გოგონას ვინი კოუსტი ერქვა და ის, 80 წლის მანძილზე, სრულიად არ იყო შეცვლილი.


image


«ის ძალიან აღელვებული იყო და დროდადრო ისტერიკაში ვარდებოდა. თვლიდა, რომ კატასტროფის შემდეგ, მხოლოდ 1 დღე იყო გასული და რომ 1912 წლის 15 აპრილი იყო» — მოახსენა ხელმძღვანელობას თევზსარეწი გემის კაპიტანმა.

ექიმების დასკვნის მიუხედავად, «ტიტანიკის» გადარჩენილი მგზავრი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს და თითქმის, 10 წლის მანძილზე, მას ფსიქიატრი დჯი ჰოლანდი და კიდევ 27 მედიკოსი და მეცნიერი აკვირდებოდა. ქალი სწრაფად ბერდებოდა და მისი გადარჩენიდან, 12 წლის შემდეგ, გარდაიცვალა.

1991 წელს, დაახლოებით, იგივე ადგილზე, ხანდაზმული მამაკაცი გადაარჩინეს, რომელიც აცხადებდა, რომ «ტიტანიკის» კაპიტანი იყო. როგორც კი ნავსადგურში მივიდნენ, მისი თითის ანაბეჭდები, არქივში დაცულ, კაპიტანი სმიტის ანაბეჭდებს შეადარეს და აღმოჩნდა რომ... მამაკაცი არ ტყუოდა — ანაბეჭდები იდენტური იყო!

1994 წელს თევზსარეწი გემის ეკიპაჟმა, ლაინერის კატასტროფის ადგილზე, ტალღებზე მოტივტივე სამაშველო რგოლი შენიშნეს და როდესაც ახლოს მივიდნენ, ნახეს, რომ მასზე 10 თვის გოგონა იყო მიბმული. ხოლო, რგოლს — «ტიტანიკი» ეწერა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ტიტანიკის მგზავრებს შორის, ჩვილიც იყო.

«მე შევეცდები აგიხსნათ, თუ რა ხდება. თუმცა, ეს საღ აზრს ეწინააღმდეგება, რადგან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პლანეტის ამ ნაწილში, დრომ მნიშვნელობა დაკარგა — ადამიანები, რომლებიც, ჯერ კიდევ 1912 წელს გაქრნენ, ისეთები ჩნდებიან, როგორიც კატასტროფის მომენტში იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ, არაერთი ათწლეული გავიდა. ვფიქრობ, რომ, «ტიტანიკი» და მისი მგზავრები, დროის ხაფანგის მაგვარ რაღაცაში მოხვდნენ...» — განუცხადა ჟურნალისტებს, ოსლოში გამართუ პრესკონფერენციაზე, ოკეანეების ცნობილმა მკვლევარმა მალვინ იდლანდმა.

ინფორმაცია ამ მოვლენების შესახებ, ბრიტანულ პრესაში გავრცელდა და მტკიცებულების სახით, არანაირი საბუთი არ არსებობს. თუმცა, არც მისი სრულად უარყოფა შეიძლება.

imageimageimage* სტუმრები პარალელური სამყაროებიდან (2 ისტორია)
* «მონტოკი» – აშშ-ს საიდუმლო პროექტი და ადამიანი–ჩრდილები
* სააბატოდან წავიდნენ და უკან 300 წლის შემდეგ დაბრუნდნენ – მოგზაურობა დროში (ნამდვილი ამბავი)
* ქრისტიანობისთვის წამებულები ქალაქში 2 საუკუნის შემდეგ გამოჩნდნენ... (მოგზაურობა დროში)

* მსახიობი კინოს გადასაღები მოედნიდან გაქრა და პომპეიში დაიღუპა


0
1569
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1569
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0