x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134550
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
გამოცანები გონებამახვილთათვის (პასუხები აქვს)

1. ერთ დილით, როდესაც მეთაურმა ციხე–სიმაგრის კედელზე, გუშაგები შეცვალა, ერთ–ერთ ჯარისკაცმა აცნობა, რომ გასულ ღამეს, მან სიზმარში ნახა, თუ როგორ დაესხნენ მათ თავს ბარბაროსების ტომები, ჩრდილოეთის მხრიდა.


image


სარდლობამ, ყოველი შემთხვევისთვის, ჩრდილოეთის კედლების დაცვა გააძლიერა... და მეორე დილას, ამ კედლებს მართლაც ბარბაროსები შემოესივნენ. თუმცა, იმის გამო, რომ პოსტები წინასწარ იყო გაძლიერებული, ციხე–სიმაგრის მცველებმა მტრის შემოტევა მოიგერიეს.

მეთაურმა ის ჯარისკაცი დააჯილდოვა, რომელმაც მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, სარდლობა გააფრთხილა და მაშინვე, მისი ციხეში ჩასმა ბრძანა.

კითხვა: რატომ დაიჭირეს უკანასკნელი მოვლენების გმირი?


2. ერთ ცხელ შუა დღეს, საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში ყრუ-მუნჯი კაცი შევიდა, რომელსაც ფანქრის სათლელის შეძენა სურდა.

იმის ასახსნელად, თუ რა სჭირდებოდა, მან მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ყურში შეიყო და მარცხენა ხელის მუშტით, მარცხენა ყურთან წრიული მოძრაობები გააკეთა.

და გამყიდველი მაშინვე მიხვდა, თუ რა უნდოდა მყიდველს...


image


ყრუ–მუნჯების წასვლის შემდეგ, მაღაზიაში უსინათლო შემოვიდა.

კითხვა: როგორ აუხსნა გამყიდველს, რომ მას სტეპლერის შეძენა უნდოდა?


3. ერთ სასტუმროს ქურდი შემოეჩვია. ნომრებიდან, გამუდმებით, ძვირფასი ნივთები იკარგებოდა. პოლიციამ სასტუმროს მომსახურე პერსონალზე თვალთვალი დააწესა, მაგრამ მათ შორის, ქურდი არ იყო.

ამიტომ, პოლიციამ ერთ ხრიკს მიმართა – სასტუმროში ხმა გაავრცელა, რომ №102, ნომერში ძალიან მდიდარი ადამიანი ცხოვრობდა და ქურდს იქ ჩაუსაფრდა.


image


როდესაც ვითომ მილიონერი ნომრის დატოვებას აპირებდა, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. კარი ჩაკეტილი არ იყო და ერთი წამის შემდეგ, მის ზღურბლზე გაკვირვებული მამაკაცი გამოჩნდა.

– მაპატიეთ, მგონი ნომერი შემეშალა. ვიფიქრე, ეს ჩემი კარი იყო, – თქვა უცნობმა.

პოლიციამ ის მაშინვე დააკავა...

კითხვა: რატომ გადაწყვიტა პოლიციამ, რომ სწორედ ეს ადამიანი იყო ქურდი?



image

პასუხები:


1. მას პოსტზე ეძინა და ამის გამო დაისაჯა.

2. ის უსინათლო იყო, მაგრამ ლაპარაკი ხომ შეეძლო?! ამიტომ, უბრალოდ, ეტყოდა გამყიდველს რაც უნდოდა.

3. ვიდრე შევიდოდა, – მამაკაცმა კარზე დააკაკუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნომერი მისი არ იყო. ამასთან, თუ თავისი ნომერი ეგონა, მას კარის გაღება, საკუთარი გასაღებით უნდა ეცადა.



image

არხის სხვა სიახლეები:


* თუ არაფერი შეიცვალა, 2030 წლიდან პლანეტაზე შეუქცევადი პროცესები დაიწყება...

* "ქალის ტვინიანი" ცეზარი და სქესთა შორის აზროვნების განსხვავების მიზეზი

* ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



1
647
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
647
  
2023, 16 აგვისტო, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1