x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
გამოცანები, რომლებსაც თქვენი ჩიხში შეყვანა შეუძლია (პასუხები აქვს)

ეს თავსატეხები რთულად ითვლება, რადგან თითოეული მათგანი, არა ტრივიალურ გადაწყვეტას საჭიროებს. როგორც წესი, პასუხი, ერთი შეხედვით, თითქოს აშკარად ჩანს, თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა...

ამ გამოცანების ამოსახსნელად, მხოლოდ საზრიანობა კი არა, ყურადღება და ლოგიკური აზროვნების უნარიც საჭიროა!


image


1. ხეზე მსხალი ჰკიდია — თქვენ კი, მისი შეჭმის უფლება არ გაქვთ. რატომ?

2. რისი გაბმა შეიძლება, აკეცვა კი — არა?

3. დაასახელეთ ყველაზე დიდი რიცხვი, რომლის დაწერა ოთხი ერთეულის გამოყენებით შეიძლება.

4. რომელი საცობის გაკეთება არ შეიძლება ბოთლისთვის?

5. შეუძლია მამალს, რომ თავს ფრინველი უწოდოს?

6. 14 სართულიანი სახლის პირველ სართულზე, მხოლოდ ორი ადამიანი ცხოვრობს. მეორეზე — 4 და ა. შ. ანუ, ყოველ სართულზე, მცხოვრებთა რაოდენობა ორმაგდება. რომელ ღილაკს აჭერენ, ყველაზე ხშირად, ლიფტში?

7. ვის შეუძლია სპილოს აწევა?

8. როცა ყველა ხედავს, ის არ ჩანს... და როცა ვერაფერს ხედავენ, – ჩანს. რა არის?

9. ის თქვენია, მაგრამ სხვები უფრო ხშირად იყენებენ მას. რა არის?

10. ეს შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე, მაგრამ არ იწონება. ის შეიძლება იყოს სწრაფი და ნელი, მაგრამ არ მოძრაობს. რა არის?


imageპასუხი:


1. ხე თქვენი არ არის, შესაბამისად, მსხალი – სხვისია.

2. საუბრის.

3. 11–ი მეთერთმეტე ხარისხში
4. საგზაო საცობით.

5. არა, რადგან ლაპარაკი არ შეუძლია.

6. რა თქმა უნდა, ღილაკს – "1", რადგან ყველა ქვევით ჩადის.

7. მოჭადრაკეს

8. სიბნელე

9. სახელი

10. მუსიკა

image

სხვა სიახლეები:


* სოციალური ქსელებით გავრცელებული სახალისო და უცნაური ფოტოები

* განსხვავებული რასის წარმომადგენლები დედამიწაზე, სხვადასხვა თანავარსკვლავედიდან ჩამოვიდნენ (დედამიწის ქრონიკები – II ნაწილი)

* შეიმოწმეთ ლოგიკური აზროვნების უნარი – მარტივი, რთული და გამოცანები ხრიკებით (პასუხები აქვს)

* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ



0
369
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0