x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134549
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
22 წლის ქალი ამბობს, რომ ალერგია აქვს შეყვარებულზე, სიახლოვის შემდეგ მისი სხეული წითელი ლაქებით იფარება
22 წლის ვირჯინია ნოლტი, რომელიც აშშ–ში, მასაჩუსეტში ცხოვრობს, ამბობს, რომ შეყვარებულზე ალერგია აქვს. პრობლემა 2022 წლის დეკემბრიდან გამოვლინდა. როცა ახალგაზრდა ქალი შეყვარებულთან ინტიმურ ურთიერთობას ამყარებს, წითლდება, თვალები უცრემლდება.


image

გოგონა მასაჩუსეტიდან ირწმუნება, რომ შეყვარებულზე ალერგიულია, რადგან როცა ერთად არიან, გამონაყარი უჩნდება. იმავდროულად, ტროლები ამბობენ, რომ ეს მისი ურწმუნოების ნიშანია.


image


გამოცემა New York Post-ის ცნობით, ვირჯინიას ალერგია 2022 წლის დეკემბრიდან დაეწყო.


image

„მასში რაღაც ჩემში ასეთ რეაქციას იწვევს“ – ამბობს ვირჯინია, რომელმაც მამაკაცი, სახელად სტივ ჯონსონი, გაცნობის აპლიკაციიდან გაიცნო.


image

„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თვალები ძალიან გამისივდა და ამიცრემლდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ სეზონური ალერგია მქონდა“.


image

ვინაიდან ადრე ახალგაზრდა ქალს ჰქონდა ეგზემა და კანის სხვა დაავადებები, ამ სიტუაციას ყურადღება არ მიაქცია.


image

ფაქტიურად, 6 თვე დასჭირდა იმის გასაგებად, რომ ეს სიტუაცია მისი შეყვარებულის მიერ იყო გამოწვეული.


image

„მის სახლში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ ნამდვილად შევამჩნიეთ, რომ ჩემი სხეული წარმოუდგენლად წითელი იყო. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი“.


image

ვირჯინია, რომელიც აცხადებს, რომ თავიდან მიზეზს ვერ მიხვდა, გადაწყვიტა, რომ საქმე უკავშირდებოდა სახლში ჰაერს და ტანის საშუალებებს, რომელსაც მისი შეყვარებული იყენებდა.


image

„ძალიან მომთმენი იყო და ყველაფერში მხარს მიჭერდა. ჩემსავით გაოცებული იყო“ – ჰყვება ვირჯინია მისი მეგობარი ბიჭის ერთგულებაზე.


მაისში დერმატოლოგთან, ორ ალერგოლოგთან და ოფთალმოლოგთან ვიზიტის შემდეგაც დღემდე ვერ ხსნის, რა შეიძლება იყოს სხეულზე გამონაყარის მიზეზი.


image

გაირკვა, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც აცხადებდა, რომ მთელი პროცესის განმავლობაში სიმპტომები უარესდებოდა, სასწრაფო დახმარების ცენტრში არაერთხელ იყო გადაყვანილი.


იმავდროულად, ბევრი მომხმარებელი ვირჯინიას ვიდეოზე, რომლითაც გოგონა თავის მდგომარეობას სოციალურ ქსელებში აზიარებს, გამოთქვამს ვარაუდს, რომ შეყვარებულმა უღალატა და სხეული ამ გზით აფრთხილებს.


თუმცა ვირჯინია ამბობს, რომ ჭორების არ სჯერა და შეყვარებულს ენდობა.


image

წყვილს ამ სიტუაციის გარკვევა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ახლა ვირჯინია ელოდება 2 ტესტის შედეგს, რომლებიც იმედია საკითხის გარკვევაში დაეხმარება.


„ტესტი, რომელსაც ამ კვირაში მივიღებ, ეკოლოგიური ტესტია. ხოლო ის, რომელსაც მეორე კვირას მივიღებ, ტესტი პროდუქტებსა და ინგრედიენტებზე“ – ამბობს ის. „ჩვენ ცოტა შევამცირეთ ძიების წრე. ვიცით, რომ ეს არაა მისი შამპუნი, დასაბანი საშუალება ან კონდიციონერი“.


ნოლტი ამატებს: „ვიმედოვნებ, რომ რაღაცას ვიპოვით და სამომავლო გეგმის შემუშავებას შევძლებთ, რომ ჩემი სიმპტომები შემსუბუქდეს“.


საინტერესოა, რომ იშვიათად, მაგრამ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ალერგია შეიძლება ჰქონდეთ და არა მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. იცით თუ არა, რომ ჭამის შემდეგ ძილიანობა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანია?

2. 8 ერთი შეხედვით უვნებელი პროდუქტი, რომელიც შეიძლება ტოქსიკური იყოს: სოიოს სოუსი და სხვა

3. რძის პროდუქტები და ანტიბიოტიკები: საჭმლის და წამლის სახიფათო კომბინაციები

4. მეცნიერებმა დაასახელეს 20 ნივთი, რომელთაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლიათ (ნაწილი პირველი)

5. ცუდი განწყობის და კანის სიმშრალის დამნაშავეები: რძე, ყავა და სხვა პროდუქტები

6. ადამიანების 4 ჯგუფი, რომლებისთვისაც კოჭის მიღება კატეგორიულად აკრძალულია

7. სახე - ჯანმრთელობის ბარათი. რა მინიშნებას გვაძლევს კონრეტულ ნაწილზე გაჩენილი აკნე?

8. ორგანიზმი ამ პროდუქტების გადამუშავებას ვერ ახერხებს, თუ ნაღვლის ბუშტი არ გაქვთ

9. ეს ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევები თირკმელებს ანადგურებს

10. 8 ნიშანი, რომ თქვენი სხეული ვიტამინების დეფიციტზე ყვირის


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
225
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
225