x
image
Yoona
სახე - ჯანმრთელობის ბარათი. რა მინიშნებას გვაძლევს კონრეტულ ნაწილზე გაჩენილი აკნე?

image

ყველა ქალს სურს ლამაზი სახის კანი ჰქონდეს, აკნეს და სხვა ნაკლოვანების გარეშე. თუმცა რეალობა არც თუ ისე იდეალურია და ბევრი ქალი ამა თუ იმ ნაკლის გამო იტანჯება. Medical News Today-ის მონაცემების მიხედვით, მოზარდების 80%-ს სახეზე აკნე აწუხებს.

ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმაზე, რომ სახის კონკრეტულ ნაწილზე გაჩენილი აკნე ორგანიზმის ჯანმრთელობის პრობლემაზე მიუთითებს. მისი ადგილმდებარეობით შეგიძლიათ დაავადებული ორგანო გამოავლინოთ.

image

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, წარმოგიდგენთ ილუსტრაციას, სადაც მოცემული სახის ზონა კონკრეტულ ორგანოს შეესაბამება. Annmarie-ს მონაცემებით, რამდენიმე მთავარი ნაწილი არსებობს, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემაზე მიუთითებს. (სურათი იხ. ზემოთ)

შუბლი

ამ ზონაში აკნე საჭმლის მომნელებელ სისტემასთან არის დაკავშირებული და შეიძლება იმის ინდიკატორი იყოს რომ ადამიანის პროდუქტის გადამუშავება უჭირს.

წარბებს შორის

არასწორი კვება, მათ შორის სწრაფი კვების პროდუქტები, შეიძლება ამ ზონაში აკნეს გაჩენის მიზეზი იყოს. სწორედ ამიტომ, უმჯობესია თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს დაიცავთ.

image

ლოყები

ლოყებზე ანთებითი ლაქები შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ თქვენ ბევრ შაქარს მოიხმართ. ერთადერთი მეთოდი ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად - შაქრის რაოდენობის თუნდაც დროებით შემცირება.

ნიკაპი

აქ აკნე თქვენი ჰორმონების გამო ჩნდება. სცადეთ მიირთვათ საკვები, რომელიც ბუნებრივ ჰორმონალურ ციკლს დაარეგულირებს. გარდა ამისა, ეცადეთ ნიკაპს ხელებით არ დაეყრდნოთ, როცა დაიღლებით ან ჩაფიქრდებით.

image

აკნეს ტიპები

Medical News Today-ს მონაცემებით აკნეს რამდენიმე ტიპი არსებობს:

ფერიმჭამელი

პატარა მოთეთრო ან ხორცისფერი ლაქა ან მუწუკი.

image

შავი წერტილები

მუქი ან შავი ფერის წვრილი ლაქები

image

პაპულა

სიწითლე ან ლაქა კანზე.

image

პუსტულა

ლაქა მკვეთრად გამოხატული ანთებითი ცენტრით.

image

კვანძები

შეშუპებული მუწუკი ღრმად კანის ქვეშ განლაგებული.

image

ცისტები

წითელი ან თეთრი ფერის მუწუკი, რომელიც ღრმად კანის ქვეშ არის განლაგებული.

image

აკნეს გათვალისწინება სახის ადგილმდებარეობის მიხედვით საკმაოდ სასარგებლოა და ჯანმრთელობის პრობლემის განსაზღვრაში დაგეხმარებათ.

0
249
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0