x
image
Yoona
20 რამ, რასაც ყველა დედა გაიგებს
როდესაც ბავშვი იბადება, ირგვლივ ყველაფერი იცვლება და ახალგაზრდა დედის ცხოვრების რიტმი განსხვავებული ხდება. მაგალითად, ადრე თავის დაბანაზე 15 წუთს ხარჯავდნენ, ახლა ერთი წუთიც საკმარისია.


image

გთავაზობთ სახალისო დაკვირვებას, რომელიც ნაცნობი იქნება მათთვის, ვისაც შვილი ჰყავს. ყველა დედაზე არაა, მაგრამ, იქნებ, მათში საკუთარი თავი ამოიცნოთ?


1. საკუთარ თავზე და ბავშვზე საუბრობთ „ჩვენობით“: „ჩვენ ვჭამეთ“, „ჩვენ ავად ვართ“, „ჩვენ კბილი ამოგვივიდა“ (თუმცა თავად ყველა კბილი ადგილზე გაქვთ).


2. 7 წუთში უფრო მეტ საქმეს აკეთებთ, ვიდრე სხვები მთელი დღის განმავლობაში.

3. როცა ბავშვებს სძინავთ, შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც გსურთ. მაგალითად, გარეცხოთ, დააუთოოთ, დაალაგოთ და ა.შ.

4. მეგობრებთან შეხვედრისას ხშირად ლაპარაკობთ შვილზე და იმაზე, თუ როგორ გენატრებათ.

5. ბავშვისთვის ნემსის გაკეთება ისწავლეთ, არადა ადრე ნემსის დანახვაზე კანკალებდით.

6. ერთდროულად რამდენიმე საქმე შეგიძლიათ გააკეთოთ: მოამზადოთ ვახშამი, აჭამოთ ბავშვს ძუძუ, ილაპარაკოთ ტელეფონზე და უყუროთ საყვარელ სერიალს. მოკლედ, იულიუს კეისარი გვერდზე ჩუმად ეწევა.

7. ძილზე ფიქრები უფრო გაღელვებთ, ვიდრე ფიქრები სიყვარულით დაკავებაზე.

8. ბავშვის დაცემინება შეგიძლიათ გაიგოთ შუაღამითაც, როცა ოთახის კარი დახურულია, ხოლო მეუღლე ხვრინავს.

9. საბავშვო ნივთები უფრო გაინტერესებთ, ვიდრე უფროსების ტანსაცმელი.

10. მზად ხართ, ბავშვს ადგილი გაუცვალოთ, ვიდრე უყუროთ, როგორ იტანჯება მაღალი სიცხის გამო.

image

11. მოულოდნელად გზაზე დაიწყეთ ბევრი საფრთხის დანახვა: ორმო, გუბე, მეზობლის ავი ძაღლი. ნუთუ ადრეც აქ იყო?

12. გესმით, რომ ტელევიზორის მარტო ყურება შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვები საწოლში 30 წუთზე მეტხანს არიან.

13. დასვენებაა როცა მაღაზიაში მარტო, ბავშვების გარეშე მიდიხართ.

14. ბავშვს ტუალეტში გასვლას ისე ულოცავთ, თითქოს მედალი მიიღო.

15. ნებისმიერ სათამაშოს განიხილავთ მხოლოდ იმ მხრივ, რამდენი წუთით დააკავებს თქვენს პატარას.

16. უფრო ხშირად იცვლით ტანსაცმელს, ვიდრე ნებისმიერი მოზარდი, რომელიც პაემანზე წასასვლელად ემზადება. თქვენს ტანსაცმელზე ხან ფაფა, ხან გაუგებარია რა.

17. დახურული კარის მიღმა 15 წუთიანი შხაპი ერთდღიან სპა პროცედურის ტოლია.

18. იცით, ვინ არის სმურფიკი, ფიქსიკი და სხვა ანიმაციური პერსონაჟი.

19. ხშირად იჭერთ ფიქრს, რომ საბავშვო სიმღერებს ღიღინებთ მაშინაც, როცა ბავშვს უკვე სძინავს.

20. ახლა სიამაყით შეგიძლიათ აღნიშნოთ დედის დღე, მიიღოთ მილოცვები და საჩუქრები.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. 25 გულწრფელი კომიქსი, რომელიც ახალგაზრდა დედების რეალურ ცხოვრებას გვიჩვენებს

2. დისნეის ორსული პრინცესები: მხატვრის მოგზაურობა ბავშვის მოლოდინში

3. ხრიკები მშობლებისთვის, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ: ყველაფერი გენიალური მარტივია

4. ჩემმა შვილებმა კომპიუტერული თამაშების თამაში თავად შეწყვიტეს: ახალი მეთოდი დამეხმარა

5. შპარგალკა მშობლებისთვის! აი, რა უნდა გააკეთოთ, რომ ზარმაცი მონსტრი არ გაზარდოთ

6. 10 მიზეზი რატომ არ უნდა მისცეთ ტელეფონი 12 წლამდე ბავშვებს. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

7. 3 წლის შემდეგ უკვე გვიანი იქნება - რჩევები ბავშვის აღსაზრდელად იაპონელი მასწავლებლისგან

8. 7 მეთოდი, გავიგოთ, თუ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში ისე, რომ არ დავუსვათ კითხვა „როგორ მიდის საქმე?“

9. ბავშვები უფრო ბედნიერები გახადეთ: დღეში მხოლოდ 1 ჩვევა

10. ბავშვები საყვარელ ნივთებთან ერთად - იტალიელი ფოტოგრაფის პროექტი „სათამაშოების ისტორია“


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
242
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
242