x
image
Yoona
7 მეთოდი, გავიგოთ, თუ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში ისე, რომ არ დავუსვათ კითხვა „როგორ მიდის საქმე?“

image
რამდენად ხშირად გპასუხობთ ბავშვი კითხვაზე, თუ რა ხდებოდა სკოლაში, – "არაფერს". ხოლო კითხვაზე, როგორ მიდის საქმეები, მხოლოდ – „ნორმალურად“. თანამედროვე მშობლები ბედნიერები იქნებოდნენ, თავიანთ შვილებთან უფრო მეტი დრო რომ გაეტარებინათ და ნებისმიერ თემაზე ესაუბრათ, მაგრამ ეს ჯერ თავად მშობლებმა უნდა ისწავლონ.

გთავაზობთ ამ კითხვაზე პასუხს და პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ხრიკს.

imageხშირად, როცა ბავშვს კონსტრუქციული საუბრის დაწყების იმედით, ზოგად კითხვას უსვამთ, საპირისპირო სიტუაცია ხდება. ბავშვს საუბრის გაგრძელება არ სურს, ხოლო ლაპარაკი სწრაფად და უშედეგოდ სრულდება. როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს, აუცილებელია, ისეთი თემა და კითხვები შეარჩიოთ, რომლებზეც ბავშვს პასუხის გაცემის სურვილი ექნება.

image„რთულ თემებზე ბავშვებთან საუბრის“ წიგნის ავტორი და ქალაქ ბოურალში ოქსლის კოლეჯის დირექტორი, მაიკლ პარკერი თვლის, რომ ბავშვს საკუთარი აზრის ფორმირებაში უნდა დავეხმაროთ. ამისთვის მშობლები ბავშვებს მუდმივად უნდა ესაუბრონ, რადგან ასეთი საუბრის შესაძლებლობა ყოველდღე გაქვთ.

imageპერკერი თვლის, რომ ბავშვმა თავი ოჯახის სრულყოფილ წევრად უნდა ჩათვალოს. ბავშვს არ შეიძლება უბრალოდ უთხრათ: „უყურე, როგორც წესია“. აუცილებლად მასთან ერთად განიხილოთ.

ბავშვთან დისკუსიის დაწყების ბევრი მეთოდი არსებობს. მშობლებს შემდეგი მეთოდი დაეხმარებათ:

1. ბევრი კითხვის დასმა;

2. ალტერნატივის სახით, საწინააღმდეგო მოსაზრების შეთავაზება;

3. ბავშვს მისი ცხოვრებიდან მაგალითის მოყვანა სთხოვეთ;

4. ფერების სისტემის შეცნობა (სამყარო შავად ან თეთრად ან ნაცრისფრად არ იყოფა, ნაცრისფერი შეიძლება იყოს ღიაც და მუქიც);

5. ბავშვს „ექსპერტის მანტიის“ მორგების უფლება მიეცით;

imageმშობლებმა უნდა გააფართოონ ფრაზების მარაგი, რომლებიც მათი შვილების მნიშვნელობას გაზრდის. ბანალური კითხვის – „დღემ როგორ ჩაიარა“ ნაცვლად, უნდა დაუსვათ ისეთი კითხვები, როგორიცაა:

რითი განსხვავდება შენი მოსაზრება იმისგან, რაც ახლახანს შენმა დამ ან ძმამ თქვა?

რა მოხდებოდა, ყველა რომ ასე მოქცეულიყო?

მთავარ შეკითხვას წარმოადგენს „რატომ“. ის, რაც შეიძლება ხშირად უნდა დაუსვათ.

imageბავშვის მოსაზრება შეიძლება თქვენი მოსაზრებისგან ძირეულად განსხვავდება. პანიკაში არ ჩავარდეთ. მშობლებისთვის რეკომენდებულია ბავშვების მოსმენა. უნდა იყოთ აქტიური მსმენელები, გამოხატოთ ინტერესი და დროდადრო კითხვები დაუსვათ.

„ზოგიერთი კითხვა განზრახ პროვოკაციულად ჟღერს (მაგ., „ალბათ არ ღირს, მოსწავლემ საშინაო დავალებები შეასრულოს? ან „ნუთუ გადასახადები არ გაიზარდა? ) ეს დისკუსიის დასაწყებად ხდება. - „ბავშვთან რთულ თემებზე საუბარი“ მ.პარკერი

imageავტორი გირჩევთ, ბავშვს მისცეთ წიგნი და მას საინტერესო თემის შერჩევა შესთავაზოთ.

აი, 109 თემიდან ზოგიერთი, რომლებმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო:

ქურდობა სხვების საკეთილდღეოდ

თაღლითობა სკოლაში

სამაგიეროს გადახდა?

როგორ იბადება ტყუილი?

ტყუილი გადარჩენისთვის (B)

განსხვავება - ეს ნორმალურია

მშობლები, ბავშვები და წესები

ევთანაზია

საიდუმლო

უნდა გავუნაწილოთ?

სასიკვდილო დასჯა (B)

დაპირება

სახლში სამუშაო

(B) - სასაუბრო თემები უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის.

imageმშობლებს ასევე უნდა ახსოვდეთ, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება ბავშვთან საუბრის დროს:

1. არ ისაუბროთ ბევრი (წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ლექცია და არა დიალოგი)

2. იმწამსვე არ შეეწინააღმდეგოთ;

3. საუბარი ერთადერთი სწორი დასკვნის გამოტანით არ დაასრულოთ.

ავტორი იმედოვნებს, რომ წიგნიდან თქვენთვის ბევრ სასარგებლო ინფორმაციას იპოვით, რომლებიც ბავშვებთან საინტერესო დისკუსიის დაწყებაში დაგეხმარებათ.

თქვენ როგორ ურთიერთობთ ბავშვებთან? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

0
705
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
705
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0