x
image
Yoona
Mediator image
3 წლის შემდეგ უკვე გვიანი იქნება - რჩევები ბავშვის აღსაზრდელად იაპონელი მასწავლებლისგან
„უძველესი დროიდან ითვლება, რომ გამორჩეული ნიჭი უფრო მემკვიდრეობითია. როცა გვეუბნებიან, რომ მოცარტმა პირველი კონცერტი სამი წლის ასაკში ჩაატარა ან ჯონ სტიუარტ მილი კლასიკურ ლიტერატურას ლათინულ ენაზე ამ ასაკში კითხულობდა, უმეტესობა ასე რეაგირებს: „რა თქმა უნდა, ისინი ხომ გენიოსები არიან“.

თუმცა, თუ მოცარტის და მილის ცხოვრების ადრეული წლების ანალიზს გააკეთებთ, მიხვდებით, რომ მათ მამები მკაცრად ზრდიდნენ, რადგან სურდათ, რომ გამორჩეული ბავშვები ჰყოლოდათ. ვფიქრობ, რომ არც მოცარტი და არც მილი გენიოსად არ დაბადებულა. მათი ნიჭი ადრეული ასაკიდან ხელსაყრელი პირობების შექმნის და შესანიშნავი განათლების წყალობით განვითარდა“.


image

ასე იწყება საბავშვო ფსიქოლოგის, გამოჩენილი იაპონელი მასწავლებლის, მასარუ იბუკის მსოფლიოში ცნობილი ნამუშევარი „სამი წლის შემდეგ უკვე გვიანია“. წიგნის წინასიტყვაობაში ამერიკელმა გლენ დოუმანმა, ადამიანის პოტენციური განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა დაწერა: „ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია, რომელიც კი ოდესმე დაწერილა. ის ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს“. ეს სრული ჭეშმარიტებაა. წიგნის წაკითხვის შემდეგ ბავშვს უფრო უკეთ გაუგებთ მაშინაც, კი თუ მას ჯერ ლაპარაკი არ შეუძლია და ბევრი შეცდომის თავიდან აცილებას შეძლებთ.



გაეცანით რამდენიმე ციტატას, რომელიც მასარუ იბუკის იდეას უკეთ წარმოგვიჩენს.


„განათლება და გარემო, რომელშიც ბავშვი დაბადების შემდეგ ხვდება, განსაზღვრავს, თუ ვინ იქნება ის - ადამიანი თუ მგელი!“


„ბავშვის გონებრივი განვითარების გასაღები ცხოვრების პირველ სამ წელში მისი პირადი გამოცდილებაა, ანუ ტვინის უჯრედების განვითარების პერიოდი. არც ერთი ბავშვი გენიოსად არ იბადება და არც ერთი - სულელად. ყველაფერი ბავშვის სიცოცხლის გადამწყვეტ წლებში ტვინის განვითარების სტიმულაციასა და ხარისხზეა დამოკიდებული. ეს წლებია დაბადებიდან პირველი სამი წელი. საბავშვო ბაღში აღზრდა უკვე გვიანია“.


„ყველა ადამიანი, თუ მას ფიზიკური ნაკლი არ აქვს, ერთნაირი იბადება. ბავშვების ჭკვიანად და სულელებად დაყოფაზე აღზრდა მოქმედებს“.


„ადრეული განვითარების უმთავრესი მიზანი უბედური ბავშვების გაზრდის თავიდან აცილებაა“.


„პერიოდი, როცა უჯრედები აქტიურად ყალიბდება, დაბადებიდან პირველი სამი წელია. ამ დროს ასეთი ნაერთების დაახლოებით 70-80 % ყალიბდება. მათი განვითარების მიხედვით ტვინის შესაძლებლობა იზრდება. დაბადებიდან უკვე პირველ 6 თვეში ზრდასრული პოტენციალის 50%-ის, 3 წლის ასაკში კი 80%-ის ათვისება ხდება. თუ პირველ სამ წელში მყარი ბაზა არ შეიქმნება, მისი გამოყენების სწავლება უაზრობაა. ეს იგივეა, რაც ცუდ კომპიუტერზე კარგ შედეგს მიაღწიოთ.“


„სამ წლამდე ასაკის ბავშვი მარტივად ისწავლის ყველაფერს, რაც მას აინტერესებს და მასზე დახარჯული ენერგიის და ძალის რაოდენობამ არ უნდა შეგაწუხოთ“.


„როცა მშობლიური ენის ნიმუში უკვე ფორმირებულია, სხვა ნიმუშის აღქმა რთულია. თუმცა, ბავშვის ტვინს სამ წლამდე არა მხოლოდ მშობლიური ენის, არამედ ნებისმიერი სხვა ენის ათვისება შეუძლია, ამასთან - ერთდროულად. სწორედ ამიტომ ბავშვი ამ ასაკში ნებისმიერ ენაზე ისე საუბრობს, როგორც მშობლიურზე“.


„სწორედ გარემოს და ცხოვრების გამოცდილების წყალობით, ერთნაირი ბავშვები სხვადასხვა შესაძლებლობებით და ხასიათით იზრდებიან“.


რით არის საშიში მშობლიური ენის ცუდად მცოდნე ძიძა ჩვილისთვის?

„ახალგაზრდა მამაკაცი სამსახურით საზღვარგარეთ გაუშვეს, ხოლო მისი მეუღლე და ახალშობილი გოგონა საცხოვრებლად ტოჰოკუში გადავიდა. ბებია-ბაბუა შვილიშვილზე გიჟდებოდა, ბევრს ეთამაშებოდნენ და ბევრს ელაპარაკობდნენ. ერთ წელში, საქმის დასრულების შემდეგ ქმარი დაბრუნდა და ოჯახი საცხოვრებლად კვლავ ტოკიოში გადავიდა. ამ დროს მათი გოგო ჯერ კიდევ პატარა იყო, რომ ელაპარაკა. მაგრამ როცა ლაპარაკი დაიწყო, მშობლები გაოგნებულნი იყვნენ. მთელი ოჯახი ყველასთვის მისაღებ იაპონურ ენაზე ლაპარაკობდა, ხოლო ბავშვი დიალექტზე. რამდენიმე წლის შემდეგაც, როცა გოგო სკოლაში წავიდა, მან დიალექტის მოშორება კიდევ ვერ შეძლო.

როგორც აღმოჩნდა, საუბრის სწავლის დაწყებამდე დიალექტი ტვინის არხებში გავრცელდა. ხოლო ნაკვალევის მოშორება და ახლის შექმნა რთულია.“


სტიმულაციებს მოკლებული ოთახი ბავშვისთვის საზიანოა

„ამერიკაში პროფესორ ბრუნერის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გარეგნული ზემოქმედების ხარისხი იმ გარემოზე, რომელშიც ბავშვი იზრდება, მისი ინტელექტის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ეს შემდეგი კვლევით დაამტკიცა. ჯერ ახალშობილთა ჯგუფი ორ ნაწილად დაყო, ერთი ჯგუფი სტიმულაციებს მოკლებულ პირობებში იყო, მეორე კი ფერად ოთახში, სადაც ფანჯრიდან ჩანდა, როგორ მუშაობდნენ ექიმები და ექთანები. აქ მუსიკაც ჩართული იყო.

ორივე ჯგუფი რამდენიმე თვით განსხვავებულ პირობებში იზრდებოდა, რის შემდეგ ინტელექტუალური განვითარების დასადგენად ტესტები ჩაატარეს. თითოეულ ბავშვს ბრჭყვიალა საგანს სთავაზობდნენ და მასთან მისაღწევად დროის მიხედვით მისი განვითარების დონეს ადგენდნენ.

შედეგმა აშკარა განსხვავება აჩვენა: ცარიელ, შიშველ ოთახში მყოფი ბავშვების ინტელექტის დონე 3 თვით ჩამორჩებოდა სტიმულაციებით აღჭურვილ ოთახში მყოფი ბავშვების ინტელექტუალურ დონეს.“


ბავშვზე ყველაზე მოულოდნელი რამ ახდენს გავლენას

„კარლ ფრიდრიხ გაუსმა, მე-19 საუკუნის გამოჩენილმა მათემატიკოსმა, არითმეტიკული სერიის ჯამის ფორმულა აღმოაჩინა, როცა ჯერ კიდევ 8 წლის იყო.

გაუსის მამა მეცნიერებით არ გამოირჩეოდა. ის უბრალოდ კალატოზი იყო, კედლებს და ღობეებს აკეთებდა და ხშირად ვაჟიშვილი სამუშაოზე დაჰყავდა. გაუსი მამას აგურს აწოდებდა და მათ ითვლიდა. ადრეულ ასაკში ამ ჩვევის წყალობით მას მათემატიკური შესაძლებლობები ჩამოუყალიბდა“.


მასარუ იბუკის რჩევები მშობლებს:

· ბავშვს ხელი ხშირად მოკიდეთ;

· ბავშვის ტირილი არასდროს უგულებელყოთ;

· ბავშვს ენის მოჩლექით არ დაელაპარაკოთ;

· სხვების თანდასწრებით ბავშვს არასდროს დასცინოთ;

· სქესობრივ თემაზე ბავშვს სიმართლე უთხარით;

· ბავშვს როგორც შეგიძლიათ, საუკეთესო გარემო შეუქმენით;

· ბავშვებს ფანქრები რაც შეიძლება ადრე მიეცით;

· ბავშვის სურვილებზე არ იძალადოთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1.7 მეთოდი, გავიგოთ, თუ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში ისე, რომ არ დავუსვათ კითხვა „როგორ მიდის საქმე?“

2. ამინდი სახლში: თქვენ კარგი მშობელი ხართ, თუ ბავშვის აღზრდის პროცესში ყველა ამ პუნქტს იცავთ

3. მამობა არა „ცოლის დახმარება“, არამედ ბავშვისთვის მშობლობის გაწევაა

4. მშობლების დაკარგვა ყოველთვის შეგცვლით: მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ

5. აი, რატომ არ იმსახურებთ იყოთ ბედნიერი

6. რას ნიშნავს სინამდვილეში „პატივისცემა“ - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალისთვის კარის გაღება

7. მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ

8. ემოციური ძალადობის 30 ნიშანი

9. 10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ

10. ტესტი: რამდენად კარგი ადამიანი ხართ

11. 26 კითხვა, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ

12. როგორ უნდა ვიცხოვროთ - უძველეს ხელნაწერებში დაწერილი ცხოვრების 9 წესი

13. გაზლაითინგი: ფსიქოლოგიური მანიპულაციის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეთოდი

14. პიროვნების ტიპის დასადგენი ტესტი მაიერს-ბრიგსის მიხედვით: მხოლოდ 4 კითხვაზე პასუხი დაქალზე უკეთ დაგახასიათებთ


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
2116
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0