x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მკვლელობისათვის ნასამართლევი "ვაგნერელი" ყოფილმა თანასაკნელმა დაათრო და 790 000 რუბლი მოპარა

image
რუსეთის პრეზიდენტი მართალია იძხდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" არ აფინანსებდნენ, მაგრამ "ვაგნერის" ამბოხის მერე გამოჩნდა, რომ მათ საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდიდნენ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან.

"ვაგნერელებმა" ბრძოლისუნარიანობით გამოიჩინეს თავი სირიაში“ აფრიკის რიგ ქვეყნებში და ახლა უკვე უკრაინაში.
ყველამ იცით, რომ "ვაგნერის" დამფუძნებელი პრიგოჟინი ციხეებსა და კოლონიებში აგროვებდა კონტიგენტს "ვაგნერის" რიგების შესავსებად. სწორედ ერთერთი მათგანი გახლდათ მკვლელობისათვის ომსკის მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი დენის კუზმინი. მან დაამთავრა კონტრაქტი "ვაგნერთან" და დროებით დასვენება ითხოვა, მას ხელფასის სახით გამომუშავებული თანხა 790 000 რუბლი ჩაურიცხეს საბანკო ანგარიშზე, რომელიც დენისმა მთლიანად მოხსნა და გადაწყვიტა გგართობისთვის მიეყო ხელი.

დენისი ომსკში გაემგზავრა და ყოფილ თანასაკნელ დენის სუზდალეევს შეხვდა, რომელთან ერთადაც საუნაში შევიდა და სექს-მუშაკებთან ერთად ერთობოდნენ, კუზმინს მალე მოეკიდა სასმელი და ჩაეძინა, რომ გაეღვიძა აღმოაჩინა, რომ მის გვერდით არც გოგოები იყვნენ და არც ყოფილი თანასაკნელი. საუნის ადმინისტრატორმა კი კუზმინს განუცხადა, რომ გოგოები და სუზდალევი რატომღაც ძალიან სწრაფად გავიდნენ საუნიდან.
სუზდალევს და გოგოებს რას დაგიდევდათ "ვაგნერელი", რომ არა დაკარგული 790 000 რუბლი, რომლის მისაღებადაც ჯოჯოხეთი გამოიარა უკრაინაში.
"ვაგნერელმა" ყოფილ თანასაკნელს დაურეკა, რომელმაც უთხრა, რომ იმ წუთას აფრინდა აეროპორტიდან, თან არ განუმარტია თუ სად მიფრინავდა და ტელეფონი გაუთიშა.
"ვაგნერელმა" არც აცია, არც აცხელა და პოლიციას მიაკითხა საჩივრით, ყოფილმა თანასაკნელმა გამქურდა და თან ჩემი კუთვნილი 790 000 რუბლი გაიყოლაო.
ახლა სუზდალევს ეძებენ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

0
452
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
452