x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მებადურების მტკიცებით, ფლორიდის სანაპიროსთან ნარკომანი ზვიგენები დაცურავენ
image

ფლორიდის სანაპიროზე ზვიგენებმა დიდი ალბათობით დაიწყეს ნარკორეალიზატორების მიერ ოკეანეში გადაყრილი კოკაინის ბრიკეტების ჭამა. New York Post-ის ცნობით, მეცნიერები უკვე სწავლობენ ამ მოვლენას.


ყოველწლიურად ოკეანე კონტრაბანდული კოკაინის უზარმაზარი რაოდენობას გამორიყავს ხოლმე ფლორიდის სანაპიროზე.


ამ რეგიონში მცხოვრები მეთევზეები ფლორიდა -კისში ხშირად ყვებიან ამ წყლებში მობინადრე ნარკომანი ზვიგენების შესახებ. საზღვაო ბიოლოგი ტომ ჰირდი და გარემოსდამცველი ტრეისი ფანარა შეუდგნენ იმის გარკვევას, შეიძლება თუა რა სიმართლე იყოს თუ არა კოკაინზე დამოკიდებული ზვიგენების ამბები.მათი კვლევის შედეგები გახდა Discovery-ის დოკუმენტური სერიის "Cocaine Sharks"-ის ნაწილი.



ჯერ ჰირდმა და ფანარამ რამდენჯერმე ჩაყვინთეს ღრმად და შენიშნეს ზვიგენები, რომლებიც უცნაურად იქცეოდნენ. თავჩაქუჩა ზვიგენი, რომელიც, როგორც წესი, გაურბის ადამიანებს, პირდაპირ მეცნიერებს მივარდა და ასევე პირდაპირ კი არ დაცურავდა, არამედ გადახრილი ირიბად. დაახლოებით 18 მეტრის სიღრმეზე ისინი შეხვდნენ ქვიშის ზვიგენს, რომელიც უხილავი ობიექტის ირგვლივ წრეებში არტყამდა.


პირველი ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა ხელოვნური გედების გვერდით წყალში ჩაყარეს რამდენიმე შეკვრა, რომელიც კოკაინის ბლოკებს ჰგავდა. მათდა გასაკვირად, ზვიგენებმა იგნორირება გაუკეთეს გედებს და დაიწყეს ნადირობა ბრიკეტებზე, კბილებით გაგლიჯეს, ერთმა საერთოდ ყალბი კოკაინი გაიტაცა და გაცურა.


შემდეგ ჰირდი და ფანარა ცდილობდნენ კოკაინის შესაძლო ეფექტების გამეორებას. ზვიგენებს ჩაუყარეს კონცენტრირებული თევზის ფხვნილისგან გაკეთებული ბურთი, რომელიც დიდი რაოდენობით დოფამინს გამოიმუშავებს- დაახლოებით ასევე მოქმედებს კოკაინი ადამიანის ორგანიზმზე. მტაცებლები ფაქტიურად გაგიჟდნენ სატყუარისგან.


"როგორც ჩანს, ჩვენ გავარკვიეთ, როგორ იქცევიან ზვიგენები, თუ ისინი კოკაინს შეჭამენ. ჩვენ მივეცით ის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი ეფექტი. ფაქტიურად ისინი გაგიჟდნენ გადაირივნენ"(ტომ ჰირდი)


ექსპერიმენტის ბოლო ნაწილის ფარგლებში, მეცნიერებმა თვითმფრინავიდან ჩამოაგდეს ყალბი კოკაინის ბრიკეტები, რათა უფრო ზუსტად გაემეორებინათ ნარკორეალიზატორების რეალური სცენარი, . სხვადასხვა სახის ზვიგენები თითქმის მყისიერად მივარდნენ წყლაში ჩაყრილ პაკეტების.


თუმცა მიღებული შედეგები არ გვაძლევს საშუალებას დარწმუნებით ვთქვათ, რომ ფლორიდის სანაპიროზე ზვიგენები მართლაც კოკაინზე არიან დამოკიდებული. მტაცებლების აასეთ ქცევას მრავალი ბუნებრივი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. გაცილებით მეტი კვლევა და ექსპერიმენტია საჭირო იმისთვის, რომ დანამდვილებით გავიგოთ, გამოჩნდნენ თუ არა ბუნებაში ნარკომანი ზვიგენები.


ადრე ვწერდით ნარკომან თუთიყუშებზე, რომლებიც ინდოეთში, ყაყაჩოს პლანტაციებს რეგულარულად სტუმრობენ

0
300
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0