x
image
ქეთი1988
Mediator image
ჯეკი ჩანის ცრემლებმა ფილმში მაყურებელსაც გული აუჩუყა და ამიტომ მნიშვნელოვანი დეტალიც გამორჩათ

image
რამდენიმე თვის წინ გამოვიდა ახალი ფილმი ცნობილი ჯეკი ჩანის მონაწილეობით “წითელი კურდღელი", რომელიც უკვე ასაკში შესული კასკადიორის და მისი საყვარელი ცხენის ისტორიას მოგვითხრობს. სახიფათო სამუშაო მამაკაცს ოჯახის ფასად დაუჯდა და ის პრაქტიკულად არ იყო ჩართული თავისი ქალიშვილის ცხოვრებაში. ჰყავს მხოლოდ ცხენი, რომელსაც ასევე შვილად აღიქვამს. ფილმში არის კადრები, სადაც ჯეკი ჩანის გმირი შვილთან ერთად უყურებს პატარა ვიდეოებს თავისი ახალგაზრდობიდან, ფილმებიდან სადაც რთულ ილეთებს და ტრიუკებს თავად ასრულებდა. ამ კადრების ნახვისას მსახიობმა თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა. image
ჯეკი ჩანი ცნობილი გახდა არა მხოლოდ როგორც ნიჭიერი კომედიური მსახიობი, არამედ როგორც პროფესიონალი კასკადიორი, რომელიც ამჯობინებს ყველა თავისი ტრიუკის თავად შესრულებას - თუნდაც ყველაზე რთული და წარმოუდგენელი იყოს. ხანდახან ასეთი სახიფათო, ნათელი და დასამახსოვრებელი კადრების გამო ტრავმირებული მსახიობი საავადმყოფოში რამდენიმე თვეს ატარებდა.image

კარიერის განმავლობაში მან თითქმის ყველა ძვლის მოტეხვა მოახერხა და ახლა არც ერთი კომპანია არ რისკავს გადაღებებზე მის დაზღვევას. წარუმატებელი გადაღებების ვიდეოების ნახვის შემდეგ ირკვევა, თუ რამდენი შრომა, ტკივილი და ცრემლი დგას ჯეკის ფილმების მხიარული და საოცარი მომენტების უკან. სწორედ ამიტომ, ეს კადრები გულშემატკივრებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ მსახიობის ნალდვილი გრძნობები და ემოციები დაინახეს ეკრანზე.image

0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0