x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რაში გამოვიყენოთ მოვლისა და კოსმეტიკის ნარჩენები, თუ გადაღვრა გვენანება?
ყველა ქალის სააბაზანო წმინდათა წმინდა ადგილია და რა თქმა უნდა ყველას შემთხვევაში ინდივიდუალური, თუმცა ყველას აქვს ერთი საერთო - ქილებისა და ბოთლების მთელი არსენალი. და რამდენს ბეზრდება ბოლოს მისი გამოყენება და გადაღვრა ენანება - ნაცნობი სიტუაციაა ალბათ ყველასთვის. თუ შენც ასე იქცევი, წაიკითხე სტატია, მოიკრიბე გამბედაობა და გაათავისუფლე სააბაზანოს თაროები, რადგან ეს ხრიკები, ნამდვილად განტვირთავს ადგილს თქვენს სააბაზანოში. თან, თქვენი კოსმეტიკის და მოვლის საშუალებების ნარჩენები შეგიძლიათ გამოიყენით სხვა კეთილი მიზნებისთვის.




image



რაში გამოვიყენოთ მოვლისა და კოსმეტიკის ნარჩენები, თუ გადაღვრა გვენანება?




1. შამპუნი.image


შამპუნი შეგიძლიათ ქაფიანი აბაზანისთვის გამოიყენოთ. მისი ფუშფუშა ბუშტუკები ჰაეროვან ქაფს მოგცემთ. ასევე, მასში გარეცხოთ თქვენი დელიკატური საცვლები, რომელიც უსაფრთხოა მათი რეცხვისთვის და ამავდროულად სირბილეს მიანიჭებს განსაკუთრებით, თუ ქსოვილი მაქმანიანია. უბრალოდ, გარეცხვის შემდეგ ის საგულდაგულოდ გაავლეთ წყალში.







2. თმის ნიღბები და კონდიციონერი. image


ჯერ კიდევ იყენებთ საპარს ქაფს? სცადეთ გამოიყენოთ თმის კონდიციონერი და იგრძნოთ განსხვავებას. მასში შემავალი სილიკონები და დამარბილებლები ანიჭებენ ნაპარსს იდეალურ სიგლუვეს. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დაივიწყოთ ჭრილობები ან გაღიზიანება.







3. სახის საცხები.image


თუ მოგბეზრდათ სახის საცხები (კრემი), შეგიძლიათ ის ქუსლების და იდაყვების დასატენიანებლად გამოიყენოთ, მაგრამ თუ ამ მიზნებისთვისაც გამოუდეგარია ის, მაშინ ტყავის ნაწარმის ან ჩანთების გასაპრიალებლად იდელაურად გამოგადგებათ.






4. პარსვის შემდგომი ლოსიონი. image


მათ შეუძლიათ არა მხოლოდ ჭრილობების, არამედ მუწუკების დეზინფექციაც. შემადგენლობაში შემავალი ალკოჰოლი, რომელიც ადაპტირებულია კანის საჭიროებებზე, ერთდროულად დეზინფექციას უკეთებს და ოდნავ აშრობს გამონაყარს. ასე რომ, ისინი უფრო სწრაფად ალაგდებიან.






5. მიცელარული წყალი ან მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე. image


მათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაისუფთავოთ არა მხოლოდ კანი, არამედ ტანსაცმელი კოსმეტიკის ლაქებისგან. მაგალითად, მოაშორეთ ტონალური კრემის ლაქები ბლუზის ან პერანგის საყელოდან. მაკიაჟის მოსაშორებელი რძე იდეალურია კანისგან თმის საღებავის კვალის მოსაშორებლად.






6. ტუჩის ბალმი. image


თუ ჰიგიენური პომადა გამომშრალი ტუჩების დატენიანებას ვერ უმკლავდება, მაშინ ისინი თქვენი წარბების დატენიანებას შეძლებს იდელურად.






7. ტუალეტის წყალი (ე.წ სუნამო)image


თუ გამყოლი სუნი არ აქვს თქვენს ტუალეტის წყალს ან მისი სუნი აღარ მოგწონთ, ნუ გადააგდებთ, თუ არ გააჩუქებთ, მაშინ ის შეგიძლიათ არომატიზატორად გამოყენოთ ძველი კარადების, აბაზანის სუნის შესანიღბად და ა, შ.






8. ტანის ზეთი. image


ბევრისთვის უსიამოვნოა ცხიმიანი ტანით სიარული, ამიტომ თუ გაქვთ სახლში ტანის ზეთი და მას არ მოიხმართ, ის იდეალურია თქვენი თმის ბოლოებისთვის. ასევე, ტანის ზეთს გამოიყენებთ უჟანგავი ფოლადის დანებისა და საგნების გასაწმენდად. ასევე, აბაზანაში არსებული ფოლადის საგნებისთვის, მაგ: სასაპნე და ა, შ, რომელსაც საპნისა და წყლის ლაქები იდეალუარდ მოშორდება.






9. სურნელოვანი სანთლები. image


თუ გაქვთ, მაგრამ დიდი ხანია თქვენი სურნელოვანი სანთლები გამოყენებისგან დავიწყებას მიეცა და მხოლოდ მტვრის ბუდეა, მაშინ მას სხვა დანიშნულება მიეცით. ავეჯის ფეხებს არ აწყენდა ცოტაოდენი პარაფინი, რათა გადაადგილებისას იატაკი არ დაკაწროს.






10. დეოდორანტი. image


მას ძალიან ბევრი დანიშნულება შეგიძლიათ მისცეთ. ამცირებს ფეხის ოფლიანობას, დაგეხმარებათ ვიწრო ჯინსების ჩაცმაში, ახალი ფეხსაცმლისგან ფეხის გაღიზიანებისგან დაგიცავთ, კლავს კოღოსა და მწერების ნაკბენისგან გამოწვეულ ქავილს და ა, შ.


image




0
72
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0