x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
უკრაინის სპეცსამსახურებმა "მოსადის" მეთოდით დაიწყეს მუშაობა, სავარაუდოდ უკრაინელებმა, კრასნოდარში მოკლეს წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური

image

უკრაინული სპეცსამსახურები კოლაბორაციონისტებზე და რუს, სამხედრო მაღალჩინოსნებზე რომ ნადირობენ ეს ახალი ინფორმაცია არაა, უკრაინის სპეცსამსახურები პროფესიონალურ დონეზე ასრულებენ სპეცოპერაციას რუსეთის ტერიტორიაზე.


ცნობილი ებრაული სპეცსამსახურის "მოსადის" მსგავსად უკრაინელები ლიკვიდაციას უკეთებენ ყველას, ვისაც კი მიწვდებიან და ვისაც კი წვლილი მიუძღვის უკრაინელების დახოცვაში.

ბუდანოვის უწყების (დიდი ალბათობით) ახალი მსხვერპლი გახდა კრასნოდარელი ოფიცერი, მეორე რანგის კაპიტანი (სახმელეთო ძალებში შეესაბამება ვიცე-პოლკოვნიკის წოდებას), რუსული წყალქვეშა ნავის "კრასნოდარი" ყოფილი მეთაური, 42 წლის სტანისლავ რჟიცკი.

რჟიცკი კრასნოდარის სამობილიზაციო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გახლდათ და საოლქო სამობილიზაციო სამსახურის შეფად განიხილებოდა მისი დანიშვნა.

ქილერმა იცოდა ოფიცრის გადაადგილების მარშუტი, რადგან არცერთ კამერას მკვლელობის ადგილზე ის არ დაუფიქსირებია, ოფიცერი ვარჯიშობდა და სირბილის დროს დახვდა მას გზაზე ქილერი, რომელმაც მკერდში დაახალა ტყვია, საკონტროლო ტყვია კი კეფაში დაახალა.

რუს სამართალდამცველებს ეჭვმიტანილი არა ჰყავთ და მკვლელობას უკავშირებენ წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაურის სამსახურს, მისი წყალქვეშა ნავიდან იბომბებოდა უკრაინის ქალაქები "კალიბრის" კლასის ფრთოსანი რაკეტებით.

0
610
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
610