x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508612
ამერიკა უკრაინას კასეტურ ბომბებს გადასცემს, "ეს ძალიან ცუდი ახალი ამბავია რუსებისათვის" - ზურაბ გურული



ამერიკული რაკეტის honest john-ის ქობინიფოტო ილუსტრაციისთვის

ფოტოზეა ამერიკული რაკეტის honest john-ის სადემონსტრაციო ქობინი, 1960 წ.



ამ მომენტში საერთაშორისო მედიის ყურადღება ფოკუსირებულია ერთ ამბავზე: ამერიკა უკრაინას კასეტურ ბომბებს გადასცემს.



აშშ უკრაინის შეიარაღების ახალ პაკეტში შეიტანს საკამათო კასეტურ საბრძოლო მასალას, რომელსაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს. უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ახალ პაკეტს შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს გამოაცხადებს.


საერთო ჯამში, დაახლოებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტია, რომელიც ასევე შეიცავს ათეულობით ბრედლის და სტრაიკერის საბრძოლო მანქანას, საჰაერო თავდაცვის რაკეტებს და ნაღმსაწინააღმდეგო აღჭურვილობას.




ამ ამბის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ექიმი ზურაბ გურული პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ეს არის "ძალიან მაგარი ახალი ამბავი", და "ძალიან ცუდი ახალი ამბავი რუსებისთვის".



"ამერიკამ უპირობოდ გადაწყვიტა, რომ გასრისოს რუსეთის შეიარაღებული ძალები. ზაპოროჟიეს ატომური ელსადგურის აფეთქებით პუტინის შანტაჟმა ამჯერად უკუშედეგი გამოიღო და ამერიკა მიხვდა, რომ შანტაჟისტ-ინტრიგანს კი არ უნდა დაემორჩილო, არამედ კიდევ უფრო მძლავრად დაარტყა" - წერს გურული.


ის ასევე განმარტავს რატომ არის სადავო კასეტური ბომბების გამოყენება:


"კასეტური ბომბები აკრძალული იყო საერთაშორისო კონვენციით, თავისი კატასტროფული გამანადგურებელი პოტენციალის გამო. კასეტური ბომბა არის ასაფეთქებელი საშუალება, რომელიც დატენილია უამრავი პატარა ბომბით. ეს "ბომბიკოები" უზარმაზარ ტერიტორიაზე იფანტება და განსაკუთრებით ეფექტურია ჩასანგრებული მტრის წინააღმდეგ. მთავარი მიზეზი, რისთვისაც აიკრძალა, იყო ის, რომ ზოგჯერ ყველა კასეტა-"ბომბიკო" არ ფეთქდება და შესაძლებელია ბრძოლის შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის ხელში ამოქმედდეს, თუ ისინი შემთხვევით შეეხებიან".






აშშ-ს სამხედრო ვიდეო გვიჩვენებს, თუ როგორ ფეთქდება კასეტური საბრძოლო მასალები:








5
308
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
308
  
2023, 12 ივლისი, 1:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 11 ივლისი, 22:58
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 9 ივლისი, 3:04
(2008 წელს ბათუ ქუთელიას განცხადების არ იყოს, ვერ წარმოვიდგენდით, ამხელა რესურსი თუ ექნებოდაო(?!?!))

ხო ვამბობდი ნაცები უნიჭო გონებაჩლუნგი დებილები არიან მეთქი.
2023, 8 ივლისი, 23:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 8 ივლისი, 4:56
ღმერთო რატომ არის ქართველებში ამდენი გონებაჩლუნგი დებილი, ეს ბურდული ვერ გავიგე პროქტოლოგია თუ სამხედრო ექსპერტი. ვისაც ჭკუა მოეკითხება იმათთვის ეს ამბავი ნიშნავს რომ აშშ-სდა ნატოს გადაცემულმა ასობით მილიარდის ღირებულების შეიარაღებამ შედეგი ვერ გამოიღო, აღმოჩნდა რომ მსოფლიოში საუკეთესო ტანკად აღიარებული ლეოპარდი ჩვეულებრივად იწვის და არა მარტო ლეოპარდი ჰაუბიცები 777 , ფეხოსანთა მანქანები, გაპიარებული სისტემა პატრიოტიც გაანადგურეს რუსებმა და მრავალი სხვა. დაღუპულების შეფარდება 10-ი ერთთანაა 10 უკრაინელზე მოდის ერთი რუსი ჯარისკაცი. კასეტური ბომბების გადაცემით ამერიკელები კონფლიქტის ესკალაციაზე მიდიან, ეტყობა მობეზრდათ ბარდაგი რაც ამ ომმა გამოიწვია მსოფლიოში. კასეტური ბომბების გადაცემა რუსებს გაუხსნის ხელ ფეხს და ერთ ჩამოგდებულ კასეტურ ბომბზე საპასუხოდ 50- ჩამოაგდებს უკრაინელების თავზე, როგორც საარტილერიო დუელის დროს იყო უკრაინელები დღეში ისროდნენ 5000 ჭურვს უკან 60000 უბრუნდებოდათ დღეში!!!. ასე იქნება ეხლაც. ფინალი იქნება ის რომ უკრაინაში ბავშვის გამკეთებელი კაცი აღარ დარჩება. ამ ბურდულმა ჯობია თავის პროქტოლოგიას მიხედოს
შეყოს თავის პაციენტების უკანალში თავი და უმკურნალოს თუ რამის თავი აქვს. ჩემი დაკვირვებით განსაკუთრებულად გონებაჩლუნგები ნაცები არიან, ეს პიტალო ბურდულიც გავარვარებული ნაცია.
0 1 5