x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
10 ყველაზე მაღალი კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში


მანუტე ბოლი აუზში ცურვისას

მანუტე ბოლი აუზში ცურვისას



NBA კალათბურთელების საოცნებო ლიგაა.


NBA-ს ყველაზე დაბალი კალათბურთელების სიმაღლე 1.60 სნ-დან 1.75 სმ-მდეა, ხოლო ყველაზე მაღლების - 2.24-2.31 სმ.


ყველაზე დაბალი კალათბურთელი მაგსი ბოგზია - 1.60 სმ სიმაღლით. ყველაზე მაღალი კი გეორგე მურეშანი 2.31 სმ. მანამდე პირველ ადგილს ასევე 2.31 სმ სიმაღლით მანუტე ბოლი იკავებდა.



NBA-ს ისტორიაში ყველაზე მაღალი კალათბურთელების ტოპ ათეული ასე გამოიყურება:




10. მარკ იტონი

ამერიკელი


მარკ იტონი


სიმაღლე: 2.24 მ (7'4")

დაბადების წელი: 1957


მარკ იტონი "იუტას ჯაზში" 1982-1993 წლებში თამაშობდა.

ჯამში 875 მატჩში აქვ ჩატარებული. მისი საკარიერო ქულა 5216 შეადგენს.

იტონმა 1984-85 წლების სეზონში რეკორდი დაამყარა - ერთ სეზონში ყველაზე მეტი ბლოკით: 456.

ის 2021 წლის 28 მარტს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ველოსიპედის ავარიის შედეგად.




9. ტაკო ფოლი

სენეგალელი


ტაკო ფოლი


სიმაღლე: 2.26 მ (7'5")

დაბადების წელი: 1995


ტაკო ფოლი, რომელმაც 2019 წელს "ბოსტონ სელტიკსთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ყველაზე მაღალი მოთამაშეა 2020-2021 წლების სეზონში.





8. სიმ ბჰულარი

კანადელ-ინდოელი


სიმ ბჰულარი


სიმაღლე: 2.26 მ (7'5")

დაბადების წელი: 1992


ის არის პირველი ინდური წარმოშობის კალათბურთელი, რომელმაც ითამაშა NBA-ში. 2015 წელს მან ხელი მოაწერა 10-დღიან კონტრაქტს Sacramento Kings-თან და მხოლოდ 3 წუთი ითამაშა.





7. პავლე პოდკოლზინი

რუსი


პავლე პოდკოლზინი


სიმაღლე: 2.26 მ (7'5")

დაბადების წელი: 1985


მას ძალიან მოკლე კარიერა ჰქონდა NBA-ში. 2004 წელს "იუტა ჯაზიდან" სიმაღლის გამო შეარჩიეს, შემდეგ გადავიდა "დალას მავერიქსში", მაგრამ, ასევე ფეხის მოტეხილობით, მთლიანობაში მხოლოდ 6 მატჩი აქვს NBA-ში ნათამაშევი.





6. ჩაკ ნევიტი

ამერიკელი


ჩაკ ნევიტი


სიმაღლე: 2.26 მ (7'5")

დაბადების წელი: 1959


ჩაკ ნევიტს საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა. ის თამაშობდა 1982 წლიდან 1994 წლამდე "ჰიუსტონ როკეტსში", ლოს ანჯელეს "ლეიკერსში" (1985 წელს მოიგო ტიტული), "დეტროიტ პისტონსში", "ჩიკაგო ბულზსა" და "სან ანტონიო სპურსში".




5. იაო მინი

ჩინელი


იაო მინი


სიმაღლე: 2.29 მ (7'6")

დაბადების წელი: 1980


ის ჯერ კიდევ ყველა დროის უძლიერეს აზიელ მოთამაშედ ითვლება. "ჰიუსტონ როკეტსში" თამაშობდა 2002 წლიდან 2011 წლამდე, შემდეგ კი პენსიაზე გავიდა სხვადასხვა ტრავმების გამო. 481 თამაშში 9196 ქულა დააგროვა და დიდების დარბაზში შესვლა მოიპოვა.





4. შონ ბრედლი

გერმანელი


შონ ბრედლი


სიმაღლე: 2.29 მ (7'6")

დაბადების წელი: 1972


ბრედლის ჰქონდა ხანგრძლივი სათამაშო კარიერა. ყველაზე მეტად ცნობილია "Space Jam"-ში მონაწილეობით.

1994 წლიდან 2005 წლამდე "76ers-ში", "ნეტსსა" და "დალას მავერიქსში" თამაშობდა.

1996 წელს ის იყო ლიგის საუკეთესო ბლოკერი - 288 ბლოკით.





3. სლავკო ვრანეში

მონტენეგროელი


სლავკო ვრანეში


სიმაღლე: 2.29 მ (7'6")

დაბადების წელი: 1983


მას NBA-ში დიდხანს არ უთამაშია.

ნიუ-იორკ ნიქსის მიერ 2003 წლის NBA დრაფტის მეორე რაუნდში შეირჩა და შემდეგ შეუერთდა "პორტლანდ თრეილ ბლეიზერსს", ბოლოს კი ევროპაში დაბრუნდა.





2. მანუტე ბოლი

ამერიკელ-სუდანელი


მანუტე ბოლი


სიმაღლე: 2.31 მ (7'7″)

დაბადების წელი: 1962


ის არის მეორე ყველაზე მაღალი მოთამაშე NBA-ს ისტორიაში და მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრით ჩამორჩება რუმინელ გეორგე მურეშანს.

მანუტე სხვა კალათბურთელებთან შედარებით გამხარი იყო და მხოლოდ 91 კილოგრამს იწონიდა.


NBA-ში 10 წელი თამაშობდა 1985-1995 წლებში, "ვაშინგტონ ბულეტსში", "გოლდენ სტეიტ უორიორსში", "ფილადელფია 76ers"-სა და "მაიამი ჰითში".


მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე ძლიერ მოთამაშედ ითვლებოდა ის ბლოკირების ოსტატი იყო.

ახალბედა წელს 397 ბლოკი ჰქონდა 80 თამაშში, საშუალოდ - 4, 96 ბლოკი თამაშში, რაც წარმოადგენს ყველა დროის რეკორდს ახალბედისთვის.


მანუტე 2010 წლის 19 ივნისს, თირკმლების მწვავე უკმარისობით 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.






1. გეორგე მურეშანი

რუმინელი


გეორგე მურეშანი


სიმაღლე: 2.31 მ (7'7″)

დაბადების წელი: 1971


NBA-ის ისტორიაში ყველაზე მაღალი კალათბურთელი გეორგე მურეშანი NBA-ში 1993 წლიდან 2000 წლამდე თამაშობდა, ჯერ "ვაშინგტონ ბულეტსში" (იგივე გუნდი, რომელშიც მანუტე ბოლმა დაიწყო), შემდეგ კი ნიუ ჯერსი "ნეტსში".

1995-1996 წლების სეზონში მან მიიღო NBA-ის ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშის ჯილდო, თამაშში საშუალოდ 14, 5 ქულით; 9, 6 მოხსნით; 2, 26 ბლოკით, სროლის პროცენტით 58, 4%.


30 წლისაც არ იყო, როცა მან ტრავმების გამო შეწყვიტა თამაში და 2000 წელს პენსიაზე გავიდა.

NBA-ის კარიერაში ის საშუალოდ თამაშში 9.8 ქულას, 6.4 მოხსნას და 0.5 პასს აგროვებდა.






ნახეთ სპორტის სხვა ამბები:


image


1. 91 წლის ბოდიბილდერი, რომელმაც რეგულარული ვარჯიშით ჯერ საკუთარ სხეულს - შემდეგ კი, ასაკს აჯობა


2. ის ახტა ავტობუსზე მაღლა, ჟირაფზე მაღლა და ორ სართულიან სახლზეც მაღლა


3. მედეა ჯუღელი - პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი


4. სპორტსმენების გასაოცარი და სახალისო მომენტები




3
860
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
860
  
2023, 18 ივლისი, 22:33
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 15 ივლისი, 23:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 7 ივლისი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3