x
image
worldsport.ge
კარმელო ენტონი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს

imageუახლოეს დღეებში “ნიუ იორკ ნიკზის” ვარსკვლავს კარმელო ენტონის მარცხენა მუხლზე ქირურგიულ ოპერაციას ჩაუტარებენ, რის გამოც “მელო” სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს და მწყობრში ნბა-ს მომავალი რეგულარული პირველობის სტარტის წინ ჩადგება.
ენტონიმ “ნიკზის” ბოლო შეხვედრა გამოტოვა, ნბა-ს “ოლ სტარის” მატჩში კი პარკეტზე ნახევარი საათი სათამაშო დრო გაატარა.
ენტონის გარეშე ნიუ იორკელებმა მიმდინარე სეზონში ვერცერთი მატჩი ვერ მოიგეს (ცამეტივე წააგეს), ამიტომაც კარმელოს არყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისია. გუნდს 53 შეხვედრიდან მხოლოდ 10 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.
შეგახსენებთ, კარმელო ენტონი “ნიუ იორკ ნიკზის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს და მისი ამჟამინდელი ხეფასი 22 მილიონ 450000 დოლარია.



გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
3
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0