x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
91 წლის ბოდიბილდერი, რომელმაც რეგულარული ვარჯიშით ჯერ საკუთარ სხეულს - შემდეგ კი, ასაკს აჯობა
image



ოფიციალურად, ჯიმ ერინგტონი მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ბოდიბილდერია. ის ახლა 91 წლისაა.


ჯიმი რამდენიმე ათეული წელია ბოდიბილდინგში ასპარეზობს და ასაკის მიუხედვად არც ახლა წყვეტს ვარჯიშს.


2018 წელს, ის გინესის წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ბოდიბილდერი.



image



ჯიმ ერინგტონი დაიბადა 1932 წლის 1 სექტემბერს, ამერიკაში, კალიფორნიის შტატში.


ის ძალიან გამხდარი და სუსტი იყო ბავშვობიდან. აწუხებდა ასთმა და არ შეეძლო დიდხანს სირბილი და თამაში.


თუმცა მალე მან აღმოაჩინა ბოდიბილდინგი, რამაც მთლიანად შეცვალა მისი, როგორც ცხოვრება, ისე ფიზიკური მონაცემები.


ერთ დღეს, როდესაც ის 13 წლის იყო, ქალაქში სეირნობისას აფთიაქში თვალი მოჰკრა ბოდიბილდინგის ჟურნალს და იმწამსვე მიიპყრო ამ სპორმტმა მისი ყურადღება.


შეუკვეთა 25 ცენტიანი ბროშურა, რომელშიც ძირითადი სავარჯიშო რჩევები იყო და მის მიხედვით დაიწყო ვარჯიში.


სანამ ჯიმის ასაკის ბავშვები კომიქსებით ერთობოდნენ, ჯიმი ვარჯიშობდა და სწავლობდა ბოდიბილდინგს.


"Menshealth"-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ის ჰყვება, თუ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ამ სპორტმა.


”ისინი იმდენად დიდი იყვნენ, უბრალოდ არ მჯეროდა!'' - იხსენებს ჯიმი ჟურნალში დანახულ ბოდიბილდერებს.



რეგულარული ვარჯიშის წყალობით, ჯიმი მალე გახდა ბევრად უფრო ჯანმრთელი და ფიზიკურად ძლიერი.


ჯიმის ბავშვობის ზედმეტსახელი, "ძვალი და ტყავი", მალე წარსულს ჩაბარდა. ვარჯიშიდან მხოლოდ 3 თვის განმავლობაში, ის 52 კილოდან 56 კილო გახდა.


15 წლის ასაკში კი - 68 კილომდე მოიმატა.



წლები გადიოდა და ჯიმი სულ უფრო და უფრო ძლიერ ვარჯიშობდა; ყოველი წელს უკეთესი ფიზიკურ მონაცემებამდე ადიოდა ვიდრე წინა წელს.


image
ჯიმ ერინგტონი 80 წლის ასაკში


ბოდიბილდინგით უბრალო გატაცება, გადაიქცა ამ სპორტის ერთგულებაში და პროფესიონალ ბოდიბილდერად ჩამოყალიბებაში. აქვს მრავალი მიღწევა და ჯილდო.

მიუხედავად ამისა, ოფიციალურ შეჯიბრებებზე საკმაოდ გვიან - 45 წლის ასაკში გამოვიდა. ამის მიზეზად კი ჯიმი თვლიდა, რომ მას არ გააჩნდა გენეტიკა და ძვლოვანი სტრუქტურა, ისე როგორც სხვა ბოდიბილდერებს ჰქონდათ.


ჯიმ ერინგტონი


თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია შეეწყვიტა ვარჯიში და უარი ეთქვა საყვარელ გატაცებაზე. ის დღემდე აქტიურად დადის სპორტდარბაზში და აგრძელებს ტრენაჟორებზე ვარჯიშს 91 წლის ასაკშიც კი.






imageimage

image

image

image

image









0
202
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0