x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქუსლიდან ნახეთქების მოცილება 15 დღეში – ორი უმარტივესი რეცეპტი

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, ფეხის ქუსლისთვის, ნახეთქების გაჩენაა, რომლის მოცილება საკმაოდ რთულია. რას აღარ აკეთებენ ქალბატონები, რომ ფეხის ქუსლს ჩვეული სიპრიალე დაუბრუნონ.


image


უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ ნახეთქები ქუსლებზე კანის სიმშრალის გამო ვითარდება და პირველ ეტაპზე, ვიდრე ამ პრობლემის წინაშე დგება ადამიანი, ფეხის ქუსლზე ყვითელ-მოყავისფრო გაუხეშებული კანი ჩნდება. საწყის ეტაპზე, ასევე, შეიძლება აქერცლილი და გაუხეშებული კანიც გაჩნდეს.
გახსოვდეთ, რომ მშრალი ქუსლები მხოლოდ ტენის ნაკლებობით არ არის გამოწვეული. ძალიან ხშირად, ნახეთქები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიანიშნებს. აღნიშნული სიმპტომი ისეთ დაავადებებს უკავშირდება, როგორებიც არის: ეგზემა, ფსორიაზი, კოჟრები, დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ქუსლების მდგომარეობას და ვიდრე ქვემოთ მოცემულ რეცეპტს გამოიყენებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან!
ქუსლების ნახეთქების გარდა, ეს საშუალება ძალიან ეფექტურ შედეგს იძლევა კოჟრების მკურნალობის დროსაც.


ინგრედიენტები:


* 10 აბი ასპირინი

* 250 მლ. 70% სამედიცინო სპირტი


მომზადება და გამოყენების წესები:


I. დაფხვენით ასპირინი, მოათავსეთ შუშის ჭურჭელში და დაასხით სპირტი.

II. გააჩერეთ ხსნარი 2 დღე, რომ ასპირინი კარგად გაიხსნას სპირტში.


გამოყენება: ყოველ საღამოს, გამოყენების წინ, შეაჯანჯღარეთ ხსნარი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი ან ბინტი და სველი ტამპონი დაიდეთ ქუსლზე. ზემოდან სამზარეულოს აპკი გადააკარით, ჩაიცვით წინდები და ტამპონი მთელი ღამე გაიჩერეთ.


image


დილით, ფეხებზე წყალი გადაივლეთ, კარგად გაიმშრალეთ და ნებისმიერი სახის დამატენიანებელი კრემი გადაისვით. კრემის წასმის წინ, იმისთვის რომ კრემის შეწოვა უკეთესად მოხდეს, შეგიძლიათ ქუსლები, პემზით, ან სპეციალური ქუსლის ქლიბის გამოყენებით მოიხეხოთ.


ასპირინით შეიძლება სამკურნალო ნიღბის დამზადებაც: 10 აბ დაფხვნილ ასპირინს შეურიოთ 2 ს. კ. ლიმონის წვენი.

მოხმარების წესი კი, ასეთია: დღეში ერთხელ,

I. ფეხები დაიბანეთ და კარგად გაიმშრალეთ;

II. დაიტანეთ სამკურნალო ნიღაბი პრობლემურ ადგილებზე და გაიჩერეთ 30 წუთი;

III. ნიღაბი დიდი რაოდენობით თბილი წყლით მოიცილეთ.

IV. პემზის წრიული მოძრაობით მოიხეხეთ ქუსლები და ისევ დაიბანეთ ფეხები.

V. წაისვით დამატენიანებელი კრემი.



image


ნიღბის გამოყენება შეიძლება როგორც ნახეთქების და კოჟრების სამკურნალოდ, ისე სოკოს არსებობის შემთხვევაში.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ზაფხული, ყოველთვის ბათუმი და ქობულეთი არ არის – 10 ალტერნატიული "ტური"

* "საჭირო" მომენტში გადაღებული, საინტერესო და სახალისო ფოტოები

* ზოოპარკში ორანგუტანმა ქალს ბავშვის ჩვენება სთხოვა (+ ვიდეო)



3
217
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
217
  
2023, 11 ივლისი, 22:54
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 7 ივლისი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 ივლისი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3