x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მარი ანტუანეტას სილამაზის საიდუმლო

თავის დროზე, საფრანგეთის დედოფლის მარია ანტუანეტას შესახებ უამრავი ჭორი დადიოდა და ახლა უკვე რთულია ტყუილის და სიმართლის გარჩევა. მაგრამ ის, რომ არასოდეს უთქვამს: «პური თუ არა აქვთ, მაშინ ნამცხვარი მიირთვანო!», ცხადზე უფრო ცხადია. ის ძალიან ჭკვიანი ქალი იყო და ამას ხუმრობითაც არ იტყოდა, განსაკუთრებით რევოლუციის დროს, – მაშინ, როდესაც მონარქიის ბედი წყდებოდა. ეს ფრაზა ქუჩის აქციების ორგანიზატორებმა მოიგონეს, რომ ხალხი უფრო მეტად გაებრაზებინათ.


image


თუმცა, უნდა ითქვას, რომ დედოფალი ფუფუნებაზე უარს არასდროს ამბობდა. გარდა ამისა, აზარტული თამაშებიც უყვარდა და მისი ეს გატაცება, რა თქმა უნდა, სამეფო ხაზინიდან ფინანსდებოდა. იქნებ, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ბოლოს და ბოლოს თავი დაკარგა, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.

ლუი XVI დე ბურბონის მეუღლე ქვეყანაში პირველ ლამაზმანად ითვლებოდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დედოფალი მეტად მოკრძალებული გარეგნობის ქალბატონი იყო და განსაკუთრებული გარეგნობით არ გამოირჩეოდა. მაგრამ, კოსმეტიკური საშუალებებით, ნაკლის დამალვა კარგად შეეძლო – მას იმდენად ლამაზი სახის კანი ჰქონდა, რომ ქალისთვის არატიპიურ, უხეშ ნაკვთებს მთლიანად ჩრდილავდა.

სისუფთავის მოყვარული დედოფალი, პრაქტიკულად, ყოველ საღამოს აბაზანას იღებდა და წყალში არომატულ ეთერზეთებს, ვარდის ფურცლებს, ფიჭვის და სელის თესლს, ტუხტის ფესვებს და შროშანის ბოლქვებს ამატებდა. ხოლო, ღრუბლის ნაცვლად, ქატოან ტომარას ხმარობდა. აბაზანის შემდეგ, ის მთელს სხეულზე არომატულ ეთერზეთებს იზელდა. სახისთვის და თმისთვის, უპირატესობას ვარდის ზეთს ანიჭებდა, ხოლო ტანზე – იის და ფორთოხლის ყვავილის ზეთების ნაზავს იყენებდა.


image


დედოფლისთვის მომზადებული სახის კრემების, ლოსიონების და ტუჩსაცხების საბაზო ნედლეულს თაფლის სანთელი (ცვილი), ვარდის წყალი და ნუშის ზეთი წარმოადგენდა. ხოლო, იმისთვის, რომ კოსმეტიკის საშუალებები მსუბუქი ყოფილიყო და წებოვანი ტექსტურა არა ჰქონოდა, კარის აფთიაქარები ხის კოვზებით რამდენიმე საათის მანძილზე ურევდნენ.

როგორც ამბობენ, დედოფლის საყვარელი ნიღაბი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებდა, კვერცხით მზადდებოდა და ქვემოთ სწორედ იმ ნიღბის გათანამედროვებული ვარიანტის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

რძის ფხვნილი – 3 ს. კ. (ჭიქის 1/3)

კვერცხი – 1 ცალი (მხოლოდ ცილა)

კონიაკი – 2 ჩ. კ.

ლიმონი – 1 ცალი (მხოლოდ წვენი)

მომზადება და გამოყენება:

I. ჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ და ნაზავი სახეზე დაიტანეთ.

II. გაიჩერეთ 15 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

III. დაიტანეთ დილის ან ღამის კრემი, პროცედურის ჩატარების დროის მიხედვით.

ნიღაბი შეგიძლიათ კვირაში ერთხელ გაიკეთოთ.

imageimageimageimageimageimageimage








1
244
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
244
  
16 ნოემბერი, 0:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1