x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყავის ნალექი, როგორც კოსმეტიკური საშუალება – ეფექტური ნიღბები და პროცედურები სრულიად უფასოდ

ყოველდღიურად, მთელს მსოფლიოში, 400 მილიონამდე ფინჯანი ყავა ისმევა. ამასთან, ნარჩენის უდიდესი ნაწილი, ნაგავში იყრება. არა და, მისი გამოყენება, ძალიან ეფექტურად, მეორადი მოხმარებისთვის შეიძლება.

ყავის ნალექი — ღირებული ორგანული ნედლეული, რომელსაც უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. ის კარგია კანისთვის და თმისთვის, შეუძლია არასასიამოვნო სუნთან და ბაღის მავნებლებთან ბრძოლა. გარდა ამისა, სახლის დასუფთავების, ზოგიერთი საშუალების ჩანაცვლებაც შეუძლია.


image


ანტიცელულიტური ნიღაბი


კოფეინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე. ამ თვისების წყალობით, ის სასარგებლოა ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

სამკურნალო ნიღბის მოსამზადებლად, ყავის ნალექს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ღვინო ან ჯანჯაფილის ზეთი. უნდა მიიღოთ ფაფისებრი მასა. შემდეგ ის დაიდოთ სხეულის პრობლემურ ზონაზე და შეიზილეთ კანში ღრუბლით, წრიული მოძრაობებით. პროცედურა კვირაში 2–ჯერ უნდა გაიმეოროთ.


თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი


imageყავის გამოყენებით, შეიძლება თავის კანის მასაჟის გაკეთება. ეს თმის ძირებს ამაგრებს და ზრდასაც აჩქარებს. პროცედურა თავის დაბანამდე უნდა ჩაიტაროთ. აიღოთ ცოტაოდენი დაფქული ყავა და ნაზად შეიზილოთ, წყლით დასველებულ, კანში. 10-15 წუთის შემდეგ, შეგიძლიათ ნიღაბი ჩამოიბანოთ. დროთა განმავლობაში, თმა გაძლიერდება და ცვენას შეწყვეტს. ყავის ნიღაბი არ არის რეკომენდებული ქერათმიანებისთვის, რადგან ყავა ბუნებრივი საღებავია და თმას, შეიძლება, მუქი ტონალობა შესძინოს.


სკრაბი სხეულის და სახისთვის


ყავის ნალექი შესანიშნავია ბუნებრივი სკრაბია. მას უნდა დაუმატოთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, რომელიც კარგად კვებავს და ატენიანებს კანს. გარდა ამისა, ზეთი ნიღბის ტექსტურას უფრო ნაზს ხდის, მისი გამწმენდი თვისებების დარღვევის გარეშე. ყავის სკრაბის გაკეთება, ასევე რეკომენდებულია პლაჟზე ან სოლარიუმში წასვლამდე. მისი წყალობით, კანს რუჯი უფრო თანაბრად ედება.



თვალების შეშუპების საწინააღმდეგო ნიღაბი


imageყავის ნიღაბი ავიწროებს კანის ფორებს, ამცირებს სახის სიწითლეს და ამცირებს კანის ცხიმიანობას. მას მქრქალს და ელასტიკურს ხდის. გარდა ამისა, ყავა შეშუპებას აქრობს თვალის მიდამოებში. ამ ნიღბის მოსამზადებლად, ორი სუფრის კოვზ ყავის ნალექს, შეურიეთ ორი სუფრის კოვზი კაკაო, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და სამი სუფრის კოვზი რძე ან იოგურტი. მიღებული ნაზავი სახეზე დაიტანეთ და მასაჟის მოძრაობით კანში შეიზილეთ. ნიღაბი სახეზე 15−20 წუთი გაიჩერეთ, ვიდრე არ გაშრება და შემდეგ ჩამოიბანეთ.


ბუნებრივი ლიფტინგი


კიდევ ერთი ყავის ნიღაბი, შეცვლის ძვირადღირებულ კოსმეტიკურ ლიფტინგს, სილამაზის სალონში. მის მოსამზადებლად, მეოთხედი ფინჯანი ყავის ნალექი შეურიეთ ერთი კვერცხის ცილას და მიღებული მასა წაისვით სახეზე მასაჟის მოძრაობით. ნიღაბი, გაშრობის შემდეგ, ჩამოიბანეთ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ცნობილი ადამიანების უცნაური და მავნე ჩვევები

* შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა

* 5 საინტერესო ფაქტი ყველაზე ცნობისმოყვარულთათვის

* ჩუმი, სახიფათო და ყველაზე დიდი გველი მსოფლიოში

* 25 საოცარი ფოტო, ფოტოშოპის გარეშე

* რატომ არის ლომი "ცხოველთა მეფე"? – კითხვაზე პასუხი

* ქალმა კვერცხი იპოვა და საკუთარ სხეულზე 35 დღე ატარა...

* 20 კურიოზული ისტორიული ფაქტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

0
72
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0