x
image
ქეთი1988
Mediator image
ცნობილი ფილმები და სერიალები, სადაც რეჟისორებმა მნიშვნელოვანი მინიშნებები დაგვიტოვეს, ჩვენ კი ვერც შევამჩნიეთ

კინოს სამყაროში შემთხვევითობა არ არსებობს. კოსტუმის ყოველი პატარა დეტალი – იქნება ეს კაბის ჩრდილი თუ ბროშის არჩევანი – ხელს უწყობს პერსონაჟის უნიკალური იმიჯის ჩამოყალიბებას. ხშირად გმირების კოსტიუმებში არის რაღაც საიდუმლო გზავნილები მაყურებლისთვის, მაგრამ ცოტას შეუძლია მათი გაშიფვრა.image

1. სანსა- “სამეფო კარის თამაშები"

ბევრი მითითება იმალება სანსას კორონაციის ჩაცმულობაში. ყურადღება მიაქციეთ სახელოებს: მარჯვენა წააგავს ფარფლებს და მიანიშნებს ტულის ოჯახზე (თევზი გამოსახულია მათ გერბზე), ხოლო მარცხენა სახელოზე შავი ბეწვი გულისხმობს სტარკებს. კაბის კიდე ფოთლებით არის მორთული, ისევე როგორც ვეირვუდზე იზრდება. საინტერესოა სამოსის ვერცხლის ფერის არჩევანიც: ერთი მხრივ, ეს არის ყინულისა და გაყინული წყლის ფერი, რომელიც აერთიანებს მისი მშობლების სიმბოლიკას, მეორეს მხრივ, ეს არის ფერმკრთალი „გაზრდილი“ ლურჯი ფერი, სანსას ახალი პერსონალური ფერი.image

2. ნისლების ველის დედოფალი - “საშიში ზღაპრები"

სელმა ჰაიეკის გმირი მთელი ფილმის განმავლობაში ატარებს შავ ტანსაცმელს და მხოლოდ მაშინ, როცა მისი ოცნება, რომ დედა გახდეს სრულდება, ის წითელ ფერში იცვამს. კოსტიუმების დიზაინერმა ამ სამოსს ფილმში თავისი რჩეული უწოდა. ”მე უბრალოდ ავიღე ქსოვილი და მაშინვე წარმოვადგინე საბოლოო შედეგი”, - თქვა მან.
იდეის განსახორციელებლად იტალიელი დიზაინერი მე-18 საუკუნის ორიგინალური მაქმანისა და ღილების საძიებლად წავიდა და იპოვა ისინი რუმინეთსა და დიდ ბრიტანეთში. „რა თქმა უნდა, ეს ზღაპრული ფილმი ისტორიულად ზუსტი არ არის, მაგრამ მე მინდოდა კოსტიუმების შექმნა იმ ეპოქის სულისკვეთებით“, - აღნიშნა მან.image

3. გმირების კოსტიუმები- უკვდავნი

ამ ფილმს შეუძლია იამაყოს არა მხოლოდ შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტებით და ვარსკვლავური შემადგენლობით, არამედ უჩვეულო სუპერგმირების კოსტიუმებით. დიზაინერის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა პერსონაჟი ორგანულად გამოიყურებოდეს და მათი ჩაცმულობა არ ჰგავდეს უნიფორმას. გარდა ამისა, თითოეულ გმირს აქვს თავისი ფერი, რომელიც ყველაზე ზუსტად ასახავს მის შესაძლებლობებს, იმისდა მიხედვით, თუ რომელ ელემენტს აკონტროლებს: დედამიწას, წყალს, ჰაერს და ა.შ. ასევე, სხვადასხვა ფერებში ხაზგასმული იყო თითოეული პერსონაჟის ინდივიდუალობა.image

4. დოლორეს ამბრიჯი- “ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი"

ამბრიჯი მართლაც საშინელი პერსონაჟია, დიდწილად მისი გარეგნობისა და ქცევის კონტრასტის გამო. საყვარელი ხანშიშესული ქალი, რომელსაც უყვარს ვარდისფერი და კნუტები, აღმოჩნდება, რომ თავის მოსწავლეებს აიძულებს გამოიყენონ სისხლის მჭრელი კალამი და დაწერონ "არ უნდა მოვიტყუო". ამბრიჯის სამოსში ვარდისფერი ელფერი იცვლება ღიადან მუქამდე, რათა აჩვენოს, რომ დოლორესი სულ უფრო და უფრო ისტერიული ხდება.image

5. გმირების კოსტიუმები- “კალმარის თამაში"

ეს სამხრეთ კორეული სერიალი მყისიერად საერთაშორისო ჰიტად იქცა, ძირითადად მისი უნიკალური ესთეტიკის წყალობით. თაყვანისმცემლებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ტანსაცმლის დიზაინმა. ყველაზე ცნობადი იყო მოთამაშეების ფირუზისფერი სპორტული კოსტიუმები და მცველების ვარდისფერი ფორმები. ეს ფერები შემთხვევით არ შეირჩა, რადგან ფერის თვალსაზრისით ისინი ყველაზე კონტრასტულია. ამრიგად, ხაზი გაესვა, რომ ეს პერსონაჟები ანტაგონისტები არიან.image

6. სერსეი- “სამეფო კარის თამაშები"

სერსეის პატარა, მინიმალისტური გვირგვინი არ არის მხოლოდ ძალაუფლების მშვენიერი ნიშანი. მის ცენტრში შეგიძლიათ იხილოთ ლომის გრავირება- ლანისტერის სახლის სიმბოლო - რომელიც საოცრად ჰგავს რკინის ტახტის მოხაზულობას. ამრიგად, ეს არის სასურველი ძალაუფლების ნიშანი, რომელიც საბოლოოდ მიიღო ქალმა.
image

7. ლუციფერი- “სენდმენი"

სენდმენი არის გრაფიკული რომანი და ნილ გეიმანი იყო შთაგონებული მისი საყვარელი მხატვრების გარეგნობითა და სცენის პერსონით. ასე რომ, დევიდ ბოუი გახდა ლუციფერის პროტოტიპი. როგორც სერიალის შემქმნელებმა დაგეგმეს, შავ კოსტუმში ლუციფერი როკ ვარსკვლავს უნდა ჰგავდეს.image

8. ტატუმი- “კივილი"

კივილი არის საშინელებათა ფილმი და შეიძლება ველოდოთ, რომ პერსონაჟებს მუქი, დეპრესიული ტანსაცმელი უნდა ეცვათ, მაგრამ არა - შეხედეთ იმ წითელ ჯინსებს. ფილმში ბევრი ნარინჯისფერი, ყვითელი და წითელია. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ კოსტიუმების დიზაინერმა “ისესხა" ეს ფერის სქემა ედვარდ მუნკის ნახატიდან "კივილი".image

9. დედოფალი ინგრიტი- “ მალეფისენტა"

დედოფალი ინგრიდი ნამდვილი ბოროტებაა. მაგრამ კოსტიუმების დიზაინერი ელენ მიროჟნიკი ამას არ ხაზს უსვამს ფერით, რადგან გმირი ყოველთვის ატარებს ღია ფერის კოსტიუმებს. მისი პერსონაჟის თვისებები გადაიცემა ძვირფასეულობის მეშვეობით, რომლითაც დედოფალი ავსებს თავის გამოსახულებებს. მაგალითად, კადრში პირველად რომ ჩნდება, თეთრ კაბაშია გამოწყობილი, ყელზე კი ქვებითა და მარგალიტებით გაკეთებული შთამბეჭდავი ყელსაბამი უკეთია. მიშელ პფაიფერის კოსტიუმში ეს დეტალები აჩვენებს მის სიყვარულს ფულისა და ძალაუფლების მიმართ.image








0
150
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0