x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თანხმობა განაცხადა პოლონეთისათვის 15 მილიარდი დოლარის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიყიდვაზე

image
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანია და საბჭოთა კავშირი ძალზე მუხანათურად მოექცა პოლონეთს, პრაქტიკულად ქვეყანა შუაზე გაიყვეს.


პოლონელებს კარგად ახსოვთ კატინის ტრაგედიაც და რუსეთში პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ერთობ საეჭვო ჩამოვარდნაც პოლონეთის სამოქალაქო და სამხედრო ელიტასთან ერთად.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ პოლონეთმა დაიწყო საკუთარი არმიის დაჩქარებული ტემპებით გადაიარაღება და მოდერნიზება. "გინდა მშვიდობა, ემზადე ომისათვის"-კარგად იციან პოლონელებმა და ქვეყნის თავდაცვიუნარიანობის გასაზრდელად კოლოსალურ თანხებს დებენ.

პოლონეთმა უკრაინას ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება გაუწია შეიარაღების თვალსაზრისით, თუ კი რამ გააჩნდა საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი ტექნიკა, იქნებოდა ეს არტილერია, ჯავშანტექნიკა თუ ავიაცია, გადასცა უკრაინას, გარდა ამისა გადასცა თანამედროვე პოლონური თვითმავალი სარტილერიო ჰაუბიცებიც.

სანაცვლოდ კი პოლონეთმა ნაწილობრივ უკვე მიიღო ამერიკული მძიმე ტექნიკა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ავიაცია.

პოლონეთს გადაწყვეტილი აქვს შექმნას ევროპაში ყვლაზე კარგად შეიარაღებული არმიის შექმნა, როგორც პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლეშაკმა განაცხადა. პოლონური არმია მინისტრის თქმით თანამედროვე სტანდარტებით იქნება მომზადებული. პოლონეის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ინტეგრირება უკვე მიმდინარეობს "ნატოს"-საერთო სისტემასთან.

ამჟამად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობით პოლონეთი მიიღებს ამერიკული წარმოების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექს "Patriot"-ის მოდერნიზებულ ვერსიებს 48 გამშვებით და 644 რაკეტით.


ეს ის რაოდენობაა, რომელსაც სააგენტო " Reuters"-ი ოფიციალურად ასახელებს, რეალურად კი თუ რამდენ გამშვებს და რაკეტას მიიღებს პოლონეთი უცნობია.
თუმცა ამჯერად საუბარია 15 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს და სათადარიგო მაკომპლექტებელ ნაწილებს.

პოლონეთი დამატებით ყიდულობს ამერიკულ, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა "HIMARS"-ს მოდერნიზებული, შორი მოქმედების რაკეტებით, 32 ერთეულ მრავალფუნქციურ გამანადგურებელ F-35-ს, ვერტმფრენებს "Black Hawk"-ს, 250 ერთეულ ამერიკულ ტანკ "Abrams"-ს, ყველაზე თანამედროვე მოდერნიზებით, ასევე 116 ერთეულ სტანდარტული წარმოების ამერიკულ ტანკებს. ასევე 24 ერთეულ უახლეს თურქულ მრავალფუნქციურ დრონებს "Bayraktar".

ამასთან ნუ დაგვავიწყდება, რომ თავად პოლონეთს გააჩნია უმძლავრესი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომელიც თანამედროვე ტექნიკას და აღჭურვილობას აწარმოებს.

0
113
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
113