x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
იცით რატომ ჰქონდა "ვერმახტის" ჯარისკაცების ჩაფხუტებს გვერდებზე ორი რკინის მოკლე მილი?

image
მეორე მსოფლიო ომში გერმანია, რომ ორი ნაბიჯით მაინც იყო სხვა ქვეყნებთან შეიარაღების განვითარების მხრივ ეს აქსიომაა.


თავად გერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედრო ჩაფხუტია ამისი მაგალითი.
ჩაფხუტი ისეა დამზადებული მაქსიმალურად დაიცვას მებრძოლი, ჩაფხუტის ფორმა გათვლილია ნამსხვრევების თუ ტყვიის გულას ასხლეტაზე მაქსიმალურად.

გერმანულ ჩაფხუტებს ასევე ჰქონდა განსაკუთრებული ორი მოკლე მილი, რომელიც ან მიდუღებულია ან ჩაპრესილია.


ისმევა კითხვა: რა დანიშნულება ჰქონდა ამ ორ რკინის მოკლე მილს?
ამ ორი მოკლე მილის უპირველესი დანიშნულება იყო ჩაფხუტის ვენტილაცია, ბუნებრივია ჩაფხუტის შიგნით მებრძოლი თხელ ქუდს იხურავდა, რომც არ დაეხურა ჩაფხუტში მაინც დაგროვდებოდა კონდესატი და ტემპერატურა, სწორედ ეს ორი მილი ახდენდა კონდესატის და მომატებული ტემპერატურის გაწოვას, თუმცა ამ მილებს უარყოფითი მხარეც აღმოაჩნდა რუსეთის ცივ კლიმატში, ამ ნახვრეტებიდან ჩაფხუტში შედიოდა სუსხი რაც ჯარისკაცებს პრობლემას უქმნიდა და იძულებული იყვნენ მილები ბამბით ამოექოლათ.

ამ მილებს სხვა დანიშნულებაც ჰქონდა, ჩაფხუტზე წინა მხარეს მაგრდებოდა 6 მილიმეტრიანი დამატებითი დაცვის ფირფიტა, რომელიც მაგრდებოდა ქურდზე გაკეთებულ მილებზე დამატებით სამაგრებთან ერთად.

დაცვის ეს განსაკუთრებული მეთოდი ძირითადად გამოყენებული იყო მეტყვიამფრქვევეებისათვის, რადგან ომში, საუბარია კონტაქტურ ბრძოლაზე, მთავარი ცეცხლის წარმართვა ხდება სწორედ მათ მიმართ, დამატებითი ჯავშნის ფენა კი ხშირად მათი გადარჩენის საფუძველი გამხდარა.

imageimage



0
216
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
216