x
image
დავითი ჩუთლაშვილი
როგორ ამზადებენ გველი კობრასგან არაყს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მისი დაგემოვნების დროს?
ადამიანები ალკოჰოლურ სასმელებს ოდითგანვე მოიხმარენ. დედამიწაზე პრაქტიკულად ვერ იპოვით ადგილს, სადაც ჩვენი სახეობის ცოცხალი არსებები ბინადრობენ და ისინი გარკვეული ტიპის ადგილობრივ არაყს, ღვინოს თუ კონიაკს არ ამზადებენ. თუმცა პლანეტის ზოგიერთ კუთხეში ადამიანები ისეთ ეგზოტიკურ და უცნაურ სასმელებსაც გეახლებიან, მათ ხსენებაზე ალბათ ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ.


ასეთი სასმელია მაგალითად ის არაყი, რაც სამხრეთ ჩინეთსა და ვიეტნამში სრულიად ჩვეულებრივ სასმელად არის მიჩნეული და რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.


ამ სასმელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი და საშიში გველისგან — კობრასგან ამზადებენ.


კობრა საოცრად საშიში გველია. მისი შხამის 20 მილილიტრიც კი საკმარისია ადამიანის მოსაკლავად. ამ გველის შხამი ცენტრალური ნერვული სისტემის მომენტალურ პარალიზებას ახდენს, რის შემდეგაც ადამიანს ინფარქტი ან სასუნთქი გზების დამბლა ემართება.



და აი სწორედ ამ საშიშ გველს ვიეტნამელები და ჩინეთის სამხრეთი ნაწილის მაცხოვრებლები იჭერენ და ბრინჯის არყით სავსე ბოთლებში ათავსებენ. კობრა ზის ბრინჯის არყით სავსე ბოთლში და ფერმენტაციას განიცდის. ამის შემდეგ ბოთლიდან არაყს წამოასხამენ და სითხეს ასე მიირთმევენ.


თუ მსგავსი სასმელის გასინჯვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ კობრა რამდენიმე თვის მანძილზე მაინც იყოს ნაჯდომი ბრინჯის არაყში. უფრო მცირე ხნის მანძილზე ბრინჯის არაყში მოთავსებულ კობრას თავისუფლად შეუძლია თქვენი მოშხამვა. რამდენიმე თვით ალკოჰოლურ სასმელში მჯდარი კობრა კი დენატურიზაციას განიცდის და მისი შხამი სრულიად უვნებელი ხდება.


როცა არაყს ბოთლიდან წამოასხამენ და მიირთმევენ, ბოთლში რჩება ფერმენტირებული გველი კობრა, რომელსაც აზიელები სიამოვნებით გეახლებიან, როგორც სნექს და არაყთან მისაყოლებელ ვითომდაც ჯანსაღ საკვებს.


გველი

2
600
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
600
  
2023, 7 ივლისი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 ივლისი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2