x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რისგან ამზადებდნენ ღვინოს ალპების მთებში და ვინ და როდის შეიტანა შვეიცარიაში ვაზის კულტურა?

საუკუნეების მანძილზე ადამიანებს ტყე ეხმარებოდა არსებობის შენარჩუნებაში. ჩვენი უძველესი წინაპრები სწორედ ტყეში კრეფდნენ და აგროვებდნენ აბსოლუტურად ყველაფერს, რისი შეჭმაც შეიძლებოდა. ძირითადად ეს იყო ვიტამინებით ძალიან მდიდარი საკვები, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ევროპის ბევრ რეგიონში ტყეში სპეციალურად აგროვებდნენ კენკრას, რათა მისგან ღვინის მსგავსი სითხე დაემზადებინათ.


ტყეში შეგროვილი კენკრისგან ღვინის მსგავსი ალკოჰოლური სითხის დამზადება ერთ დროს შვეიცარიელების ტრადიცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 2000 წლის წინ აქ რომაელებმა ვაზის და ღვინის კულტურა შეიტანეს. მას შემდეგ ალპების ფერდობებზე ვაზი ხარობს, თუმცა შვეიცარიაში მრავლად არის მაღალმთიანი რეგიონები, სადაც კლიმატი ძალიან მკაცრია საიმისოდ, რათა ვაზმა იხაროს და ხარისხიანი ყურძენი მოგვცეს. თუმცა შვეიცარიელები რისი შვეიცარიელები იქნებოდნენ, გამოსავალი რომ არ ეპოვათ: ისინი აგროვებდნენ ათასგვარი სახეობის კენკრას ტყეში, რათა მისგან ღვინო დაემზადებინათ. ძველ წყაროებში დაცულია ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ მზადდებოდა ღვინო ვარდის თეძოსა და მაყვლისგან. შვეიცარიელი ენათმეცნიერი, ფრიც გისლინგი, რომელიც მშობლიური ქვეყნის დიალექტებს სწავლობდა, 1973 წელს გამოცემულ საკუთარ ნაშრომში შემდეგ რაღაცას წერს: “ბუნების სიმკაცრემ და პირქუშობამ აიძულა ჩვენი მთის მცხოვრები, საკვებად ტყის ისეთი ნობათი გამოეყენებინა, რაც ჩვენთვის სულ მცირე, უჩვეულოა ან ძველი ომების პერიოდიდან თქმულების სახით შემორჩენილი: ის [...] ღვინის ნაცვლად კოწახურის წვენს სვამდა”.


სასმელს, რომელსაც შვეიცარიელები ძველად ტყიური კოწახურისგან ამზადებდნენ, სხვა ავტორებიც მოიხსენიებენ. კენკრა ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზე ხარობდა და მას ალპების მოსახლეობა გვიანი შემოდგომის მიწურულს ან ზამთრის დასაწყისში აგროვებდა. როგორც იუწყებიან, მისგან ღვინოსთან ერთად შესანიშნავი ძმარიც მზადდებოდა, რაც ფართოდ გამოიყენებოდა ადგილობრივ კულინარიაში. ამაზეა საუბარი ფრიდრიხ გოტფრიდ შტრებელის მიერ 1907 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში, სადაც აღწერილია ღვინის დამზადება ტყის ველური კოწახურისგან... განაგრძეთ კითხვა


ღვინო

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0