x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ცოლიკოურის გამორჩეული ჯიშური თვისებები მის ღვინოს უნიკალურ სასმელად აქცევს
ქართულ ვაზის ჯიშებს შორის ცოლიკოურს საკუთარი განსაკუთრებული თვისებების გამო გამორჩეული ადგილი უკავია. მას ყველაფერი აქვს, რაც ვაზის უმაღლესი კლასის ჯიშს შეშვენის; გააჩნია უხვმოსავლიანობა, გამძლეობა, კლიმატის მიმართ შემგუებლობა, ხოლო მისი ყურძნისგან დამზადებულ ღვინოს საუკეთესო გემო და არომატები აქვს. სწორედ ამიტომ არის ცოლიკოური ასე ფართოდ გავრცელებული და ცნობილი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული ქართული ჯიშია და საპატიო ადგილიც უკავია ჩვენს ქვეყანაში.


ცოლიკოური იმდენად ძველია, რომ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ათასობით წლის წინ გაჩნდა. მის სიძველეზე უამრავი კლონის და ვარიაციის არსებობაც მიუთითებს, ხოლო პოპულარობაზე ის მიგვანიშნებს, რომ რამდენიმე სხვა ჯიშს შეცდომით უწოდებენ ცოლიკოურს. ასეთებია მაგალითად ობჩური და ბაზალეთური ცოლიკოური, რომლებიც არსობრივად სრულიად სხვა ჯიშებია.


ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ღვინოს უნდა ახასიათებდეს ბუნებრივი სიტკბო. ცოლიკოურის ყურძნისგან სწორედ ასეთი ღვინოები მზადდება. ესენია ღია ოქროსფერიდან მუქ ჩალისფერში გარდამავალი ღვინოები, რომელთაც საუკეთესო სხეულიანობა, სტაბილური და ზომიერი მჟავიანობა და უაღრესად სასიამოვნო გემო აქვთ.


ცოლიკოური გვიან შემოდის და ამიტომ შაქრის აღებას ნიადაგიდან კარგად ასწრებს. უყვარს თბილი და მზიანი სივრცეები და ზომიერი ტენიანობის პირობებში საუკეთესო ჯიშურ თვისებებს ავლენს.



ცოლიკოური მოჰყავთ გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. მისგან ღვინოს ამზადებენ როგორც იმერული ტრადიციული წესით, ასევე ევროპულადაც.


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)


ცოლიკოური


0
147
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0