x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
პრიგოჟინის ამბოხი, რომელიც დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო გეგმით

image
ეს დონის როსტოვია, სადაც "ბაზირებდა" გუშინ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ყოფილი "ზეკი" და რუსეთის გმირი პრიგოჟინი, "სამხრეთის" დაჯგუფების დატყვევებულ შტაბთან და ასევე განიარაღებულ ინგუშეთის ყოფილ პრეზიდენტთან და რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს მოადგილე გენერალ-პოლკოვნიკ ევკუროვთან ერთად.
ევკუროვი რუსეთის არმიის საბრძოლო მომზადებას კურირებს უშუალოდ პუტინის ბრძანებით.

საინტერესო კადრია გამოსაშვებ ბანკეტზე მიმავალი რუსი გოგონა "ვაგნერელთა" ტანკის ფონზე.
"ვაგნერელებმა" სწრაფი ტემპით დაიწყეს სვლა მოსკოვისაკენ, რითაც "შიშის ქარი" შეუყენეს ძალიან ბევრს, გაახარა ქართველების დიდინაწილი, მთელ რიგ ქართულ ჯგუფებში გაისმა მოწოდებები: "აი ახლაა დრო ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ", "ბიჭო მთავრობა არ გვივარგა, თორემ დადგა დრო დაკარგულის დასაბრუნებლად", რუსეთში სამოქალაქო ომი კავკასიაში გადმოინაცვლებს და აფხაზეთი და სამაჩაბლო უომრად დაგვიბრუნდება" და ასე შემდეგ.

ცალკე თემაა ქართველი სამხედრო ექსპერტების და ანალიტიკოსების "შორსმიმავალი გეგმები" რომლებსაც არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია.

ეს იყო კარგად ორგანიზებული ავანტიურა, სამხედრო ელიტიდან რამდენიმე არასასურველი პირის მოსაშორებლად და პრიგოჟინის "ამბოხი" არ დაწყებულა ხელისუფლების შესაცვლელად.
ნახეთ ეს სურათი და ბევრ რამეს მიხვდებით, სანამდე იყო მისული "ვაგნერელები" და მათი მხარდამჭერები და საიდან მობრუნდნენ უკრან.

image
თუმცა ამ "ამბოხმა" გამოაჩინა რუსული არმიის სუსტი მხარე, რუსეთის დედაქალაქში არ აღმოჩნდა საჯარისო დანაყოფები რომლებიც დაიცავდნენ დედაქალაქს, რუსული გვარდია "ვაგნერელებთან" შეტაკებაში პირველივე წუთებიდან განიცდიდა წარმოუდგენელ დანაკარგებს, რადგან ერთია დაშალო დემონსტრაციები და მეორეა ეომო ბრძოლებში გამობრძმედილი მებრძოლების შენაერთებს, თან დასახლებულ პუნქტებში, სადაც "ვაგნერელები" თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში.

მოსკოვის "დამცველები პოზიციებზე".

imageimageimage

რამზან კადიროვმა კი კიდევ ერთხელ დამტკიცა, რომ პუტინის "ყურმოჭრილ მონასთან" ერთად ბრიყვიცაა, თურმე ნუ იტყვით პრიგოჟინმა "ამბობი" იმის გამო მოაწყო, რომ პეტერბურგის ხელისუფლებამ მის გოგოს სასურველი მიწის ნაკვეთი არ მისცა.

image





0
179
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
179