x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი ჯგუფის Rammstein-ის სოლისტი და მისი რუსი ქასთინგ-დირექტორი მაგარ შარში გაეხვივნენ
image
ცნობილი ჯგუფის სოლისტი, 60 წლის ტილია ლინდემანი და მისი ქასთინგ დირექტორი, 35 წლის ალიონა მაკეევა სერიოზული პრობლემის წინ დგანან გერმანული კანონის წინაშე, ორივეს ბრალად ედება სექსუალური სახის ექსპლუატაცია და ნარკოტიკების გასაღება.



მუსიკოსი და მისი ქასტინგ-დირექტორი ბრალდებას უარყოფენ, მაგრამ მომჩივანი ბევრი ჰყავთ და შსაბამისად, ორივე სერიოზული პრობლემის წინ დგას.


გერმანიის პროკურატურის მტკიცებით მაკეევა სოციალური ქსელების მეშვეობით ჯგუფისთვის, კონცერტის შემდეგ გამართული წვეულებებისათვის იწვევდა გოგონებს, ძირითადად რუსე გოგონებს, რომლებსაც არ უხსნიდა თუ რისთვის იწვევდნენ და რაში გადაუხდიდნენ ფულს.

image
როგორც გამოძიებით დადგინდა ალიონას მოწვეული გოგონები ჯგუფის სხვა წევრებთან არ მიჰყავდა, სექსუალური სახის "ორფგიები" მხოლოდ ლინდემანისთვის იმართებოდა მაკეევას ხელმძღვანელობით.



35-წლის ალიონა მაკეევა წარმოშობით რუსეთის ქალაქ სამარიდანაა. ის გერმანული ჯგუფის მუსიკოსებს 2013 წელს შხვდა, როცა ტარდებოდა ფესტივალი "როკი ვოლგაზე". 2019 წელს ალიონა გადაიღეს ცნობილი როკ-ჯგუფის კლიპში "Radio". სწორედ მაკეევა ეძებდა ლინდემანის პორნოგრაფიული ხასიათის კლიპისათვის "Till the End" გოგონებს რუსეთში, აღნიშნული კლიპი თავისი შინაარსის გამო გერმანიაში აკრძალულია.



ახლა კი ცნობილ გერმანელ მუსიკოსს და მის ქასთინგ-დირექტორს" პროკურატურა საკმაოდ სერიოზული ხასიათის ბრალდებებს უყენებს.

image

0
234
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0