x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იური ანდროპოვის მმართველობის ხანმოკლე ეპოქა ანუ ზესახელმწიფოს გადარჩენა-აღზევების უკანასკნელი მცდელობა
image

ზუსტად 40 წლის წინ, 1983 წლის 16 ივნისს იური ანდროპოვი საბჭოთა კავშირის მეთაური ხდება, -ირჩევენ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ, თუმცა ეს ყველაფერი ფორმალური იყო, ანდროპოვმა ქვეყნის მართვა რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, მისი წინამორბედის, ლეონიდ ბრეჟნევის გარდაცვალებისთანავე.


მისი მმართველობის პერიოდს მოგვიანებით "იმედის თხუთმეტი თვეს" უწოდებენ. მაგრამ იმედები, ვისთვის სამწუხაროდ, ვისთვის საბედნიეროდ, არ გამართლდა.


ბევრი ცალსახად უარყოფითად აფასებს იური ანდროპოვის ფიგურას დისიდენტების დევნის გამო. თუმცა მერე მხრივ სწორედ ანდროპოვის ძალისხმევით შერბილდა პარტიული აპარატის ძალაუფლება კულტურისა და ხელოვნების რიგ მოღვაწეების მიმართ.




ბრეჟნევისგან განსხვავებით, ანდროპოვი გულგრილი იყო პირფერობის თუ ფუფუნების მიმართ, ვერ იტანდა მექრთამეობას და სახელმწიფო ქონების გაფლანგვას.


ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ იგი ლექსებსაც წერდა, მან პეტროზავოდსკში გამოსცა პოეზიის კრებული ფსევდონიმით იური ვლადიმეროვი, "რუსეთი-ჩემი ისტორია".


ანდროპოვი წმინდა კაბინეტური ლიდერი იყო, ის იშვიათად გადიოდა სხვადასხვა ადგილებში, პროვინციებში, ძალიან იშვიათად გამოდიოდა ტელევიზიით და ნაკლებად ხვდებოდა პრესას. მრავალი თვალსაზრისით ის იყო ლენინური სკოლის კლასიკური ჩეკისტი.


მაგრამ ამავე დროს, ანდროპოვმა გაცილებით მეტი დროს და ყურადღებას უთმობდა ანალიტიკურ მუშაობას, საზოგადოების განვითარების ახალი ტენდენციების შესწავლას, ინტელიგენციასა და კულტურის მოღვაწეებს შორის პოზიციისა და განწყობის შესწავლას.


კგბ-ს ყოფილი მეთაური ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ მალევე, დაიწყო მთელი რიგი ცვლილებები. იგი გამოირჩეოდა წინა ლიდერებისგან განსხვავდებოდა დისციპლინის სიყვარულით და სიმკაცრით. ანდროპოვმა აქტიური ბრძოლა გამოუცხადა დისიდენტებს; მისი ინიციატივით განხორციელდა სოლჟენიცინისა და სახაროვის გადასახლება.


წამოიწყო ანტიკორუფციული ბრძოლა. დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია შრომის დისციპლინის გასაძლიერებლად.


სსრკ-ს ზოგიერთ ქალაქში, სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს ისეთი ქმედებების გამოყენება, რომელიც 1980-იან წლებში მოსახლეობისთვის უჩვეულო ჩანდა. სამუშაო საათებში მილიცია ამოწმებდა კინოთეატრებს, დიდ უნივერმაღებს და სხვა ხალხმრავალ ადგილებს, რომლის დროსაც მოქალაქეთა საბუთები მოწმდებოდა, რათა გამოვლინათ სამუშაოს გამცდენები.


კონტროლი გამკაცრდა მრეწველობაშიც; დაწესდა ჯარიმები და ციხე მათთვის, ვინც ფარულად აცარიელებდნენ სსრკ ბიუჯეტს. თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ იმ პირებს, ვინც არღვევდა კანონებს.


მან მეტი ავტონომია მიანიჭა სახელმწიფო საწარმოებს, რის შედეგადაც ქარხნის ხელმძღვანელობას საშუალება მიეცათ, მეტი კონტროლი გაეწიათ მოგებისათვის.


მისმა ასეთმა პოლიტიკამ შედეგად გამოიღო, მოკლე ხანში 7%-ით გაიზარდა სამრეწველო პროდუქტების მოცულობა. აგრეთვე გაიზარდა ინვესტიციები, რომლებმაც გზა გაუხსნეს რობოტებისა და სხვა მანქანა-დანადგარების განვითარება-გაუმჯობესებას.


თუმცა საგარეო პოლიტიკა, კვლავ უცვლელი რჩებოდა. ანდროპოვი ცდილობდა ჰელსინკის ხელშეკრულების ანულირებას. აშშ-თან ურთიერთობა ისევ დაძაბული იყო, სსრკ-ში მიმდინარე ცვლილებებით შეშფოთებულმა რეიგანმა საბჭოთა კავშირი "ბოროტების იმპერიად" გამოაცხადა. 1983 წლის 8 მარტს ამერიკამ გფრ-ის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, დანიისა და იტალიის ტერიტორიებზე განალაგა პერმანგ-2-ის საშუალო რადიოლოკაციური რაკეტები. რითაც აშშ-მ დაარღვია ჟენევის მოლაპარაკების შეთანხმებანი განიარაღების შესახებ. ამის საპასუხოდ, საბჭოთა ბლოკმაც განალაგა თავისი რაკეტები.


პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა 1983 წლის 1 სექტემბერს წყნარი ოკეანის თავზე, სახალინის მახლობლად საბჭოთა კავშირის მიერ სამხრეთ კორეული სამგზავრო Boeing 747-ის ჩამოგდების შემდეგ, რომელსაც 269 მშვიდობიანი მგზავრი შეეწირა.


1983 წლის შემოდგომაზე ანდროპოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. ექიმებმა ურჩიეს სიცივეს მორიდებოდა. სექტემბერში მან გამართა პოლიტბიუროს სხდომა და ყირიმში გაფრინდა შეხვედრაზე, სადაც გაცივდა. ეს იყო მისი ბოლო შეხვედრა. 7 ნოემბრის აღლუმზე ჯანმრთელობის გართულების გამო არ გამოცხადებულა. მისი ორგანიზმი სუსტი აღმოჩნდა და, შესაბამისად, დაავადებაც ძნელად განკურნებადი გახდა. ანდროპოვი 1984 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა.იგი 69 წლის იყო, ოფიციალური ვერსიით თირკმლის უკმარისობით.არის ვერსიები, რომ იგი თავიდან მოიშორეს, ანუ მოკლეს.


ასე დასრულდა სტალინის შემდეგ ყველაზე მკაცრი და რეფორმატორი სახელმწიფო მეთაურის ხანმოკლე მოღვაწეობა და იმპერიის გაძლიერების უკანასკნელი მცდელობა...


ასევე იხილეთ


– 40 წლის წინ, 1983 წლის 25 აპრილს, ამერიკელი მოსწავლე სამანტა სმიტი იური ანდროპოვის წერილს იღებს, სადაც ცკ-ს პირველი მდივანი გოგონას საბჭოთა კავშირში ეპატიჟება, მას შემდეგ რაც საბჭოთა ლიდერმა მისი წერილი წაიკითხა სადაც გოგონა შეშფოთებას გამოთქვავდა ატომური ომის საშიშროების გამო. ქვემოთ გაეცნობი...



30 აგვისტოს გარდაიცვალა საბჭოთა იმპერიის უკანასკნელი მმართველი მიხეილ გორბაჩოვი, რომელმაც თითქოს და წერტილი დაუსვა იმ სოციალურ ექსპერიმეტის ისტორიას, (პირდაპირი და ირიბი გაგებით) რომელმაც 69 წელი იარსება. როგორც გაირკვა საბჭოთა კავშირის უკანასკნელი გენერალური მდივანი და საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩ...


მცირე წინასიტყვაობა მიხეილ სუსულოვზე:საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეორე მდივანი და პარტიის არაოფიციალური იდეოლოგი, პასუხისმგებელი შიდაპარტიულ დემოკრატიასა და ძალაუფლების გადანაწილებაზე. ცვლილებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, გაითქვა სახელი როგორც პარტიის ერთ-ერთმა ყველაზე ორთოდოქსულმა ლიდერ...


20 სექტემბერს დაიბადა ვასილ მჟავანაძე, პატრიული მოღვაწე, გენერალ-ლეინტენენტი . 1953 წლის 20 სექტემბერს, მისავე დაბადების დღეს დაინიშნა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად, ამ თანამადებობაზე დარჩა 1972 წლის 29 სექტემბრამდე.მის მართვის პერიოდში საქართველო სსრკ-ში გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მდიდარი რესპუბლიკა, საბჭოეთის სხვა რესპუბლიკე...

0
204
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0