x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
მოჩვენებები და საკუთარი ბანკომატი: კიდევ რა საიდუმლოებებს მალავს ბუკინგემის სასახლე

image


ლონდონის ცენტრში მდებარე დიდებული, პომპეზური სასახლე - ყველაზე დიდია არსებულთა შორის, ჩვენთვის ის ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლია, ტურისტული ღირსშესანიშნაობა, ხოლო გაერთიანებული სამეფოსა და თანამეგობრობის 14 სახელმწიფოს მეფისთვის - ჩარლზ III-ისთვის პირველ რიგში, სახლი.


image


და რაღა არ არის დედოფალ ელისაბედ II-ისა და მისი მეუღლის, პრინც ფილიპის უფროსი ვაჟის მდიდრულ სახლში! ბუკინგემის სასახლეს აქვს საკუთარი ფოსტა და საფოსტო კოდი, იქვეა პოლიციის განყოფილება, თეატრი, ეკლესია, ბანკომატის აპარატი, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ სამეფო ოჯახის საჭიროებისთვის არის განკუთვნილი, უზარმაზარი საცურაო აუზი, კინოთეატრი და სამედიცინო კაბინეტი, რომელიც ისეა აღჭურვილი რომ იქ ქირურგიული ოპერაციების ჩატარებაც კია შესაძლებელი.





საკუთარი მეტროსადგური - მართალია თუ არა?


image


ამბობენ, რომ სასახლის მრავალკილომეტრიან მიწისქვეშეთში ადგილი მეტროსადგურისთვისაც გამოინახა, თუმცა ეს ჭორები არაფრით დასტურდება, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია მიწისქვეშა გვირაბების არსებობს შესახებ, რომლებიც ინგლისის მთავარ სასახლეს პარლამენტის შენობასთან და კლარენს - ჰაუსთან აკავშირებენ.





ისტორია და ლეგენდა


image


სასახლის მშენებლობა 1703 წელს დასრულდა, და თავდაპირველად ეს არქიტექტურული კომპლექსი ბუკინგემის ჰერცოგს- ჯონ შეფილდს ეკუთვნოდა. შენობა მხოლოდ 1761 წელს იქნა მეფე ჯორჯ III-ის კერძო საკუთრებად ქცეული, ხოლო ინგლისის მეფეების ოფიციალურ რეზიდენციად ის მხოლოდ 1837 წლიდან იქცა.


image


ისტორიული მონაცემების თანახმად, სასახლის შენობა იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ადრე მონასტერი იყო. არსებობს ძველი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც მის გალერეებსა და დარბაზებში დღემდე ბერის სული დახეტიალობს, რომელიც ყველანაირად ცდილობს სამეფო ოჯახისთვის ზიანის მიყენებას. დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ტურისტებს სასახლის ტერიტორიაზე შესვლის უფლება ყოველწლიურად ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში ეძლევათ. ეს შთამბეჭდავი ექსკურსია, შენობის მხოლოდ მცირე ნაწილის დათვალიერების შესაძლებლობას იძლევა. არცერთ უბრალო მოკვდავს არ აქვს უფლება ნახოს სასახლის საიდუმლო კუთხეები და მისი მრავალი საიდუმლო გასასვლელი და ოთახები! მაგრამ ზოგჯერ ყველაზე მკაცრი წესებიც კი ირღვევა.





ბომჟი სამეფო სარდაფში და დაუპატიჟებელი სტუმარი ელისაბედის საძინებელში


image


სამეფო მონასტრის წიაღში, რომელსაც წითელ ფორმაში გამოწყობილი მცველები საგულდაგულოდ იცავდნენ 1982 წელს ერთმა უბრალო მოკვდავმა, სახელად მაიკლ ფეგანმა შეღწევა მაინც მოახერხა.


image


სავარუდოდ, ის ჩაკეტილი ფანჯრიდან გადაძვრა. მამაკაცმა 15 წუთის განმავლობაში სასახლის დარბაზებში სეირნობა, ბოკალიდან სამეფო ღვინის დაგემოვნება და წახემსებაც მოასწრო. ბოლოს თავად ელისაბედის საძინებლამდეც მიაღწია და მასთან საუბარიც კი მოახერხა, რის შემდეგაც დაცვის წევრების მიერ იქნა აყვანილი.


image


ციხეში ის არ მოხვედრილა (შესაძლოა დედოფლის თხოვნით), თუმცა ექვსი თვით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იქნა გაგზავნილი. ბრიტანელი მამაკაცი დღეს უკვე 70 წელს გადაცილებულია, თავის ერთ - ერთ ინტერვიუში მან ბუკინგების სასახლეში შეღწევას ცხოვრების ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი მოვლენა უწოდა. და აი, კიდევ ერთი დოკუმენტირებული სკანდალური შემთხვევა: ერთხელ დედა დედოფალმა ჯორჯ VI-თან ერთად სეირნობისას გადაწყვიტა სასახლის სარდაფები შეესწავლა.


image


მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოაჩინეს... უსახლკარო, რომელიც სამეფო სარდაფში ბინის უქონლობის გამო იყო დასახლებული. აღმოჩნდა, რომ ის სასახლეში ერთ-ერთი თანამშრომლის დახმარებით მოხვდა.





ბუკინგემის სასახლის უმშვენიერესი ბაღი


image


დედოფალი ელისაბედ II მთელს ლონდონში ყველაზე დიდ კერძო ბაღს ფლობდა, ამბობენ რომ სასახლის უკანა ეზო ოთხჯერ აღემატება უემბლის სტადიონს. სწორედ იქ იმართება მდიდრული სამეფო მიღებები და წვეულებები. ბაღში არის ასევე ვერტმფრენის მოედანი და ჩოგბურთის კორტი, ბუკინგემის ბაღის ტერიტორიაზე ასევე შეხვდებით საოცარ ხელოვნურ ტბასაც, სადაც სამეფო გედები ცურავენ. სხვათა შორის, იცით, ინგლისში აბსოლუტურად ყველა გედი, კანონით, დედოფალ ელისაბედის კერძო საკუთრებად რომ ითვლება?





პატარა კორგიები - სამეფო აპარტამენტების სრულუფლებიანი წევრები


image


სამეფო ოჯახის წევრებისთვის ცნობილი იყო ელისაბედ II-ის კორგიებისადმი განსაკუთრებლი სიყვარულის შესახებ. პატარა შინაურ ცხოველებს შესვლა ყველგან შეეძლოთ, ისევე როგორც ყველა დივანითა და სკამით სარგებლობა. მეტიც, გამონაკლისს შემთხვევებში, ძაღლები თავიანთ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს პირდაპირ სასახლეშივე იკმაყოფლებდნენ, დედოფლის სიცოცხლეში სასახლეში იყვნენ სპეციალური ადამიანები, რომელთა მოვალეობებშიც ოთხფეხა სამეფო ფავორიტთა მიერ დაბინძურებული გარემოს დასუფთავება შედიოდა.











0
128
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
128