x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
7 ქვეყანა, სადაც მეუღლის ღალატზე სჯობს რომ არც კი იფიქროთ

image


მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელმა შეგნებულმა სამყარომ ცოლ - ქმრული ღალატის კრიმინალიზაციაზე უარი განაცხადა, ზოგიერთ ქვეყანაში ამ მხრივ კვლავაც უმკაცრესი კანონები მოქმედებს. თქვენ წინაშეა 7 ქვეყანა, სადაც პარტნიორებს შორის მრუშობა იმაზე მკაცრად ისჯება, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.



შვეიცარია


image


ამ მშვენიერ ევროპულ ქვეყანაში მოღალატე მეუღლეს 3 წლის განმავლობაში ხელახლა დაქორწინება ეკრძალება. აი, ასე!




თურქეთი


image


ამ ტრანსკონტინენტალურ ქვეყანაში ღალატის საკითხს გადაწყვიტეს მიდგომოდნენ როგორც დანაშაულს, რომელიც ქურდობაზე უარესად არ ისჯება. 1996 წლიდან თურქეთში მოქმედებს კანონი, რომელიც მოღალატეებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეეთით ემუქრება, და სხვათა შორის, ისჯებიან არა მარტო ქალები, არამედ კაცებიც.



ირანი


image


ოდესღაც ცივილიზებული ირანი სულ უფრო ღრმად ჩაეფლო სისასტიკესა და გენდერულ უთანასწორობაში. 1990 წლიდან ქვეყანაში დისკრიმინაციული კანონი მოქმედებს, რომლის თანახმადაც ღალატისთვის ქალი შეუძლია ქმრის ნებისმიერმა ნათესავმა (იგულისხმება, მამრობითი სქესის წარმომადგენელი) სიკვდილით დასაჯოს, ხოლო აი, რაც შეეხება მამაკაცის მხრიდან ღალატს, იქ მათ ამისთვის მხოლოდ საზოგადოებრივი გაკიცხვა თუ ემუქრებათ.




ინდონეზია


image

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც სრულიად გამაოგნებელი კანონმდებლობა აქვს. აქ მრუშობისთვის შესაძლოა ორივე სქესის პარტნიორს არც მეტი, არც ნაკლები 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.





პაპუა - ახალი გვინეა


image


ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში ღალატზე პასუხს არა იმდეად მოღალატე მეუღლეები აგებენ, რამდენადაც მათივე საყვარლები, ქმარს არა მხოლოდ უფლება აქვს, არამედ ვალდებულიც კია თავი მოჰკვეთოს მას, ვისთანაც ცოლმა უღალატა, მანამდე კი უბედურმა თავისი საყვარლის ცერა თითიც უნდა დააგემოვნოს.





ჩინეთი


image


აი, რაც შეეხება კომუნისტურ ჩინეთს აქ მრუშობისთვის როგორც ქალებს, ასევე კაცებსაც სჯიან. მოღალატეებს ციურ იმპერიაში 2 წლით არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა, არამედ ნახევარი ქონების კონფისკაციაც ემუქრებათ.





ვიეტნამი


image


ვიეტნამი, რომელმაც ინდოჩინეთის მეორე ომი (ის გახლდათ XX-ის მეორე ნახევრის ერთ - ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება) უკან მოიტოვა, ახლა ბიუჯეტს მთელი ძალით ავსებს. გამონაკლის კი არც მოღალატე მეუღლეები წარმოადგენენ. ღალატისთვის აქ ჯარიმა 1-დან 3 მილიონამდე ვიეტნამურ დონგს შეადგენს, რაც დაახლოებით 50-150 დოლარია (სხვათა შორის, ეს თანხა ქვეყანაში საშუალო თვიურ ხელფასს უტოლდება).










0
641
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
641