x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134598
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508719
მდიდარმა საფულე დაკარგა, ღარიბმა ბიჭმა დააბრუნა, მაგრამ სანაცვლოდ 1 დოლარი სთხოვა
image

ეს არის ერთი ბავშვის ისტორია - ბიჭი ძალიან ღარიბი ოჯახიდან, რომელმაც საფულე იპოვა და კანონიერ მფლობელს დაუბრუნა. სანაცვლოდ მან მხოლოდ დოლარი ითხოვა, რამაც გარშემომყოფების სიცილი გამოიწვია. მაგრამ როცა გაიგეს ასეთი თხოვნის ნამდვილი მიზეზი, ყველას შერცხვა.


როგორ მოხდა ეს ყველაფერი?


ერთხელ საკმაოდ ცნობილი მდიდარი კენეტ ბერინგი სან-ფრანცისკოს ღარიბ უბანში მოძრაობდა. უცებ მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ მისი საფულე დაკარგული იყო. ასისტენტმა შესთავაზა, რომ იმ ადგილებში დაბრუნებულიყვნენ, რაც გამოიარეს. ბერინგი უხალისოდ დასთანხმდა ამას, მაგრამ იმედოვნებდა, რომ მპოვნელი საფულეს დაუბრუნებდა. მას სჯეროდა, რომ სამყაროში კარგი ადამიანებიც არსებობენ, რომლებსაც შეუძლიათ სამართლიანად და ადამიანურად მოიქცნენ. ამასთან, სჯეროდა, რომ სწორედ ღარიბ ადამიანებში იყო ეს პატიოსნება მომეტებული. " თუ არ იტყუები, თუ არ ხარ გამომზალავი, თუ არ იპარავ, თუ არ ზალადობ, თუ პოლიტიკურ გოშიად არ იქცევი, ისე ვერ გამდიდრდები მარტოოდენ პატიოსანი შრომით", - ფიქრობდა და სინდისის ქეჯნასაც გრძნობდა.


დიდი ხნის ნანატრი ზარი



საფულე ვერ იპოვეს. თუმცა ბერინგის აზრით, ვინც საფულე იპოვა, შეეძლო მისი დაბრუნება, რადგან მასში შედიოდა სავიზიტო ბარათები საკონტაქტო ტელეფონის ნომრებით.


ნახევარდღიანი ლოდინისას ზარი არ შემოსულა. უკვე დაღამებული იყო, მაგრამ კენეტი აიმედს არ კარგავდა, პატიოსანი ღარიბების იმედს. ახლა თითქოს ფუკლზე მეტად ადამიანების რწმენა იყო მთავარი მისთვის.


დადგა ნანატრი მომენტი...


მობილურმა დარეკა...


შეხვედრა კატას ქუჩაზე დაინიშნა, რომელიც ბერინგისგან არც თუ ისე შორს იყო. თანაშემწეს ეშინოდა იქ წასვლა, რომ რაიმე ხაფანგი არ ყოფილიყო. მაგრამ ბერინგს არ აინტერესებდა. მას სურდა რაც შეიძლება მალე მისულიყო დანიშნულების ადგილზე, რათა მობილური ზარის ავტორს შეხვედროდა.

image

შეხვედრის ადგილზე ბერინგმა და მისმა პირადმა დაცვამ და თანაშემწემ ვერცერთი ზრდასრული ვერ იპოვეს. მაგრამ როგორც კი მანქანიდან გადმოვიდნენ, ბიჭი მიუახლოვდა მათ და საფულე გაუწოდა. კენეტის თანაშემწემ სწრაფად წაართვა და შიგთავსის შემოწმება დაიწყო. სასიამოვნოდ გაკვირვებული იყო, რომ არაფერი აკლდა. საკრედიტო ბარათები, ნაღდი ფული და საბუთები ადგილზე იყო.


რა ჯილდოს ითხოვდა ბავშვი?


საფულის შიგთავსის მთლიანობის შემოწმების შემდეგ, ბიჭი მიუბრუნდა ბერინგს თანხის თხოვნით. ამ სიტყვების გაგონებაზე მის თანაშემწეს გაეცინა და თქვა: „აჰა, ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა“. თუმცა კენეტმა სთხოვა გაჩუმებულიყო და ჰკითხა რამდენ ფულზე იყო საუბარი. ბიჭმა უპასუხა, რომ მას მხოლოდ ერთი დოლარი სჭირდებოდა. ასეთმა პასუხმა შოკში ჩააგდო მამაკაცი, ამიტომ სთხოვა, აეხსნა რატომ ითხოვდა ასე ცოტას.


ბავშვმა თქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ იპოვა ფული ჯიხურის ტელეფონიდან საფულის პატრონთან დასარეკად. მაღაზიის გამყიდველისგან დოლარი ისესხა, ახლა კი ვალის დაბრუნება უნდა. ამის გაგონებაზე ბერინგის თანაშემწეს ძალიან შერცხვა მისი ბოლოდროინდელი საქციელის გამო. მდიდარი ძალიან შეძრა ამ ამბავმა და ბავშვს ჩაეხუტა.


მომხდარმა განაპირობა მდიდარს შეეცვალა ფულის დაბანდების ადრე აპრობირებული გეგმა. მან გადაწყვიტა, ინვესტიცია ჩაედო ბერკლიში სკოლების მშენებლობაში, რომლებიც უფასო განათლებას მისცემდა ღარიბ უბნებში მცხოვრები ღარიბი ოჯახების ბავშვებს.


ერთ-ერთი მათგანის გახსნაზე მან თქვა, რომ ღარიბები არ არიან ხარბები და ეგოისტები. მათ შორის ძალიან ბევრია პატიოსანი და კეთილი ადამიანი.


"მდიდარები უნდა ეცადონ, მისცენ საშუალება ღარიბებს, გამოავლინონ თავიანთი გრძნობები და აჩვენონ მსოფლიოს თავიანთი სუფთა და კეთილი გული. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ირგვლივ სამყარო ბევრად უკეთესი გავხადოთ და ავაშენოთ საზოგადოება, რომელშიც სასიამოვნო იქნება ცხოვრება", განაცხადა ბერინგმა. image

ბიჭის საქციელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებმაც არ იციან რა არის სიმდიდრე, ბევრად უფრო გულწრფელები არიან, ვიდრე მდიდარი მოქალაქეები.


ნებისმიერ სიტუაციაში დარჩით საკუთარი თავი, გააკეთეთ კარგი საქმეები და ეს ყველაფერი დაგიბრუნდებათ!

0
586
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
586
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0