x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სოფელმა საკუთარ მოზარდ გოგონაზე მოძალადე მამა ჩაქოლა და სასახლის გარეშე დამარხა

image
როცა მედიით ვუყურებ ან პრესაში ვკითხულობ, რომ მამამ საკუთარ გოგონაზე სექსუალურად იძალადა, სურვილი მიჩნდება წვდომა რომ მქონდეს ის არაკაცი შიშველი ხელებით მივახრჩო.


არ მესმის და წარმოდგენაც მიჭირს, როგორ უნდა დაეცეს კაცად და მამად წოდებული გარეწარი, საკუთარ სისხლზე და ხორცზე სექსუალურად იძალადოს?
არა აქვს მნიშვნელობა საკუთარი შვილია თუ გერია, ადამიანი ხარ ნადირი ხომ არა? თუმცა ნადირსაც რას ვერჩი, უამრავი ფაქტი მინახავს და წამიკითხავს ნადირმა სხვა ნადირებისგან როგორ დაიცვა ესა თუ ის პატარა ცხოველი.

წლების წინ დასავლეთ საქართველოს ერთ რეგიონში, სოფელში მოხდა შემზარავი ფაქტი, მამამ რომელიც არც მთვრალი იყო და არც ნასვამი, თავის 12 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა, გოგონას ძლიერი სისხლდენა დაეწყო და არაკაცი მამა იძულებული გახდა სოფლის ექიმისთვის მიემართა დახმარებისათვის, ექიმმა მაქსიმალური გააკეთა და გოგონა გადაარჩინა, მაგრამ ფაქტზე დაეჭვებულმა ინფორმაცია საეჭვო ვითარებაზე პოლიციას შეატყობინა.

პოლიციის ადგილზე მისვლამდე გოგონამ თავის მოკვლა სცადა სახლის უკან, ლეღვის ხეზე მარყუჟიანი თოკი ჩამოკიდა, სკამი მიუდგა, მარყუჟი კისერზე წამოიცვა და ის იყო სკამისთვის ფეხი უნდა ეკრა, მეზობელმა ქალმა დაინახა და ისეთ ხმაზე იკივლა რამდენიმე მეზობელმა მოირბინა, მეზობლის კივილმა გოგონა თითქოს გამოაფიზლა და შეჩერდა, ამით ისარგელეს მეზობლებმა და გოგონა თოკიდან ჩამოხსნეს, ატირებულმა გოგონამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო კარის მეზობელ ქალს, რომელიც ნათესავადაც ეკუთვნოდა.

ქალს ბევრი არ უფიქრია და იქვე საქონლის ბაგასთან მიყუდებულ ფიწალს წაავლო ხელი, ამასობაში მთელი უბანი შეიკრიბა და გოგონამ მამას ბრალი დასდო სახალხოდ, გაუპატიურებაში, რასაც ხალხის უზომო რისხვა მოჰყვა, არაკაცი იქვე ახლოს მდებარე საფეხბურთო მოედანზე წაათრიეს, ვინ ფეხებით შესდგა, ვინ ხის ნაჭერი დაუზოგავად ჩასცხო. გამძვინვარებულმა ხალხმა გარეწარი ქვებით ჩაქოლა და ძველ, მიტოვებულ არხში ჩააგდო და ზედ ქვა და მიწა ზეზეულად მიაყარა. გოგონა კი ნათესავმა ქალმა სახლში წაიყვანა. ამასობაში ბაზარში მოვაჭრე გოგონას დედაც მოვიდა და რომ გაიგო მომხდარზე, ბარს დაავლო ხელი ქმარი უნდა ამოვთხრო და უნდა დავწვაო, მაგრამ არავინ გაუშვა. ამასობაში პოლიციაც მოვიდა.

ჩაქოლილი გარეწარი მიწიდან ამოთხარეს და ექსპერტიზაზე წაასვენეს, გოგონაც დედასთან და ბიცოლასთან ერთად ექსპერტიზაზე წაიყვანეს, ცალკე ხალხის გამოკითხვა დაიწყეს თუ რა მოხდა.
100-ადამიანზე მეტმა, ქალმა, კაცმა თუ მოზარდმა განაცხადა, რომ გარეწარი სადისტური საქციელის გამო ჩაქოლა. 100 ადამიანს ერთად ვინ დაიჭერდა, დაკითხვაზე კი ატარეს ხალხი, მაგრამ ყველამ ერთიდაიგივე პასუხი გასცა გამოძიებას. გოგონას გაუპატიურების ფაქტიც დადასტურდა და სიმართლე გითხრათ ამის მერე არც პოლიციას გამოუდია დიდად თავი ვინმეს დასაკავებლად.
ასე ჩაქოლა ხალხმა გარეწარი მამა, რომელიც სიცოცხლეს ნამდვილად არ იმსახურებდა.
მართალია ის გარეწარი კანონის ძალით უნდა დასჯილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე, როგორც მოქალაქე ხალხის მხარეს ვარ.

0
173
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
173